ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (25)
შემდგომი ცვლილებები (13)
წინა ცვლილებები (12)
დოკუმენტის ტექსტი
|
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე, 240-ე, 241-ე, 242-ე, 244-ე, 245-ე, 246-ე, 248-ე და 249-ე მუხლების, ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-11, მე-13 და მე-15 ნაწილების, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ. |
| მუხლი 1 |
თანდართული რედაქციით დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან. |
|
დანართი
|
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ. |
| მუხლი 1 |
1. ეს წესი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმებს და მათი შევსება-წარმოების პროცედურებს.
2. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებას და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის განხორციელებას, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ. |
| მუხლი 2 |
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმები ივსება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა (შემდგომ – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია) და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) კომპეტენციის ფარგლებში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები არიან: ა) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები; ბ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები; გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეები; დ) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები; ე) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები; ვ) ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეები; (გავრცელდეს 2016 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ვ1) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეები; (გავრცელდეს 2016 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ზ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეები. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული კონკრეტული უფლებამოსილი პირების თანამდებობათა ნუსხა განსაზღვროს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება). 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ფორმებში მოცემული „სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები“ უფლებამოსილი პირის მიერ ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ პირი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია. 5. ადმინისტრაციული დაკავების დროს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დაკავებულს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით, ზეპირად (სიტყვიერად) განუმარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული უფლებები, რაც აღინიშნება ადმინისტრაციული დაკავების ოქმში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №816 - ვებგვერდი, 23.10.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის ბრძანება №126 - ვებგვერდი, 24.02.2015წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 თებერვლის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 17.02.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მაისის ბრძანება №292 - ვებგვერდი,02.06.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №162 - ვებგვერდი,04.12.2020წ. |
| მუხლი 3 |
1. საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №1) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.
2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან: ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე. ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა. 3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდისა და მიმღები მოლარის მონაცემებისა. 4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის შემოწმების შეთხვევაში შემოწმების შედეგი, რომელიც ადასტურებს მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტს; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); მიმღები მოლარე, მისი ხელმოწერა და თარიღი, საბანკო კოდი; ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარი. 5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება - მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი. 6. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 7. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევს. |
| მუხლი 31 |
1. საჯარიმო ქვითარი (დანართი №16) ივსება ნარჩენების მართვის კოდექსის (ნმკ) 47-ე მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ ჯარიმას, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.
2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან: ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე; ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა. 3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდის და მიმღები მოლარის მონაცემებისა. 4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი; მართვის მოწმობის სერია და ნომერი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან), ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან); მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); მიმღები მოლარე, მისი ხელმოწერა და თარიღი, საბანკო კოდი; ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარი. 5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება: მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი. 6. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 7. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ. |
| მუხლი 32 |
1. საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №26) ივსება საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.
2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან: ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე; ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა. 3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდისა და მიმღები მოლარის მონაცემებისა. 4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი (არსებობის შემთხვევაში), ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; სამართლებრივი აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი (არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); მიმღები მოლარე, მისი ხელმოწერა და თარიღი, საბანკო კოდი; ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარი. 5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება – მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; სამართლებრივი აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი. 6. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 7. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევს. 8. საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდზე მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული, სამართალდამრღვევის უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე, ჯარიმის გადახდის წესი და პირობები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მარტის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 23.03.2020წ. |
| მუხლი 4 |
1. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №2) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.
2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსია. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს. 3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი. 4. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; შესამცირებელი ქულის ოდენობა, თუ აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იწვევს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის შემცირებას; მართვის მოწმობაზე დარჩენილი ქულის ოდენობა, თუ აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იწვევს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის შემცირებას; ინფორმაცია მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის ამოწურვის გამო მართვის უფლების 1 წლის ვადით შეჩერების შესახებ; მოწმისა და დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (არსებობის შემთხვევაში); საჭიროების შემთხვევაში, ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერა; შენიშვნა, რომელშიც შეიძლება აღინიშნოს სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გარემოებები ან/და დოკუმენტები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №334 - ვებგვერდი, 30.06.2017წ. მუხლი 41 1. ელექტრონული დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №24) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების სახით, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. 2. ელექტრონული დადგენილება ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული დადგენილების ამობეჭდილი ვერსია. ელექტრონულ დადგენილებასა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ დადგენილებას. 3. ელექტრონულ დადგენილებას ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი. 4. ელექტრონულ დადგენილებაში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ელექტრონული დადგენილების შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები სამართალდამრღვევი პირის შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; დაკისრებული სახდელი; სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების თარიღი; მოწმისა და დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (არსებობის შემთხვევაში); საჭიროების შემთხვევაში, დადგენილების შემდგენელი უფლებამოსილი პირისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერა; შენიშვნა, რომელშიც შეიძლება აღინიშნოს სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გარემოებები ან/და დოკუმენტები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №140 - ვებგვერდი, 28.12.2018წ. მუხლი 42 1. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №25) ივსება ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. 2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი იმავდროულად არის სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსია. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს. 3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი. 4. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან), ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან); მოწმისა და დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (არსებობის შემთხვევაში); საჭიროების შემთხვევაში, ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერა; შენიშვნა, რომელშიც შეიძლება აღინიშნოს სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გარემოებები ან/და დოკუმენტები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 8 ივნისის ბრძანება №46 - ვებგვერდი, 11.06.2019წ. მუხლი 43 1. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №27) ივსება საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. 2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსია. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს. 3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი. 4. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი (არსებობის შემთხვევაში), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი (არსებობის შემთხვევაში); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; სამართლებრივი აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; მოწმისა და დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (არსებობის შემთხვევაში); საჭიროების შემთხვევაში: ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერა, შენიშვნა, რომელშიც შეიძლება აღინიშნოს სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გარემოებები ან/და დოკუმენტები. 5. საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდზე მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული, სამართალდამრღვევის უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე, ჯარიმის გადახდის წესი და პირობები. შენიშვნა: საჯარიმო ქვითრის ელექტრონული ფორმიდან გამომდინარე, შესაძლებელია მასში ასახული არ იყო ამ მუხლით დადგენილი ყველა მონაცემი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მარტის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 23.03.2020წ. |
| მუხლი 5 |
1. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით შედგენილი საჯარიმო ქვითარი (დანართი №3) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას.
2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან: ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე; ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა. 3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდისა და მიმღები მოლარის მონაცემებისა. 4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღნიშნება: მისი შედგენის თარიღი; საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (იურიდიული პირი) სახელი და გვარი (სახელწოდება), დაბადების თარიღი (რეგისტრაციის თარიღი), პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი) და მისამართი (იურიდიული მისამართი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ტექნიკური პასპორტის ნომერი, გაცემის თარიღი; მიმღები მოლარე; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ოქმის წარმდგენის სახელი, გვარი, ხელმოწერა; ოქმის ჩამბარებლის სახელი, გვარი, ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე უარი. 5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება: მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი. 6. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 7. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გადაეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. |
| მუხლი 51 |
1. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით შედგენილი საჯარიმო ქვითარი (დანართი №17) ივსება ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების (გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა) სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზაზე დაყრისას, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას.
2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან: ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე; ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა. 3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდის და მიმღები მოლარის მონაცემებისა. 4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღნიშნება: მისი შედგენის თარიღი; საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და მისამართი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ტექნიკური პასპორტის ნომერი, გაცემის თარიღი; მიმღები მოლარე; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ოქმის წარმდგენის სახელი, გვარი, ხელმოწერა; ოქმის ჩამბარებლის სახელი, გვარი, ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე უარი. 5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება: მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი. 6. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 7. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გადაეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ. |
| მუხლი 6 |
1. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (დანართი №4) შეიძლება გამოიცეს ელექტრონული ფორმით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას.
2. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსია, რომელიც აღნიშნულ პირს ეგზავნება მისამართზე რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს. 3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი. 4. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე შედგენილ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (იურიდიული პირი) სახელი და გვარი (სახელწოდება), დაბადების თარიღი (რეგისტრაციის თარიღი), პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი) და მისამართი (იურიდიული მისამართი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ტექნიკური პასპორტის ნომერი, გაცემის თარიღი; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი და ხელმოწერა. |
| მუხლი 61 |
1. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (დანართი №18) შეიძლება გამოიცეს ელექტრონული ფორმით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების (გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა) სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზაზე დაყრისას, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას.
2. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსია, რომელიც აღნიშნულ პირს ეგზავნება მისამართზე რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. 3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი. 4. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე შედგენილ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (იურიდიული პირი) სახელი და გვარი (სახელწოდება), დაბადების თარიღი (რეგისტრაციის თარიღი), პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი) და მისამართი (იურიდიული მისამართი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ტექნიკური პასპორტის ნომერი, გაცემის თარიღი; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი და ხელმოწერა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ. |
| მუხლი 7 |
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №5) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას და ადგილზე არ ხდება ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენელის თანამდებობა, სახელი, გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი); ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი, სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარი. 3. სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილს. ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №140 - ვებგვერდი, 28.12.2018წ. |
| მუხლი 8 |
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №6) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ საქმის ადგილზე განხილვა არ ხდება და მას იხილავს ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში (დანართი №6) აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი, სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები (თუ ისინი არიან); დამრღვევის ახსნა-განმარტება და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. |
| მუხლი 81 |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17415 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ამ წესის მე-8 მუხლით დამტკიცებული №6 დანართით გათვალისწინებულ ოქმის ფორმას ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირი, ხოლო ამ წესის მე-20 მუხლით დამტკიცებული №15 დანართით გათვალისწინებულ დადგენილებას კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გამოსცემს ამავე ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი სამმართველოს უფროსი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ. |
| მუხლი 82 |
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №19) ივსება ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ საქმის ადგილზე განხილვა არ ხდება, სამართალდარღვევა საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლევას და საქმის მასალები განსახილველად ეგზავნება ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში (დანართი №19) აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან), ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი); ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან); მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარი. 3. სამართალდარღვევის ოქმის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ. |
| მუხლი 9 |
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №7) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 861, 1141 და 1142 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში (დანართი №7) აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის სახელი, გვარი და თანამდებობა; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (მათ შორის, პირადი ნომერი); დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები (თუ ისინი არიან); ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისგმებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მცურავი ობიექტის მონაცემები (თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია მცურავი ობიექტის გამოყენებით), მათ შორის IMO-ის (საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, რომელიც მცურავ ობიექტებს ანიჭებს სარეგისტრაციო ნომერს) ნომერი; მოწმის სახელი, გვარი და მისამართი (თუ არის); ოქმზე თანდართული დოკუმენტები, მათ შორის, სამართალდამრღვევის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტება და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 10 ივლისის ბრძანება №95 - ვებგვერდი,13.07.2020წ. |
| მუხლი 10 |
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევების ჩადენისას ივსება სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №8), თუ ეს წესი არ ითვალისწინებს სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენას.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგება ორი ნაწილისაგან: ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე; ბ) ნაწილი II – სამართალდარღვევის ოქმის ყუა. 3. სამართალდარღვევის ოქმის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდისა და მიმღები მოლარის მონაცემებისა. 4. სამართალდარღვევის ოქმის I ნაწილში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი (სახელწოდება), დაბადების თარიღი (რეგისტრაციის თარიღი), მისამართი (იურიდიული მისამართი), მოქალაქეობა, მართვის მოწმობის სერია და ნომერი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი, ან პასპორტის ნომერი ან საიდენტიფიკაციო კოდი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის შემოწმების შეთხვევაში შემოწმების შედეგი, რომელიც ადასტურებს მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტს; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); მიმღები მოლარე, მისი ხელმოწერა და თარიღი, საბანკო კოდი; ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარი. 5. სამართალდარღვევის ოქმის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება: მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; ჯარიმის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი. 6. სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს სამართალდარღვევის ოქმის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. |
| მუხლი 11 |
1. ადმინისტრაციული დაკავების შესახებ შედგება ოქმი (დანართი №9), რომელშიც აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი; ცნობები დაკავებული პიროვნების შესახებ; დაკავების დრო და მოტივი, ინფორმაცია დაკავებულის პირადი გასინჯვის და ნივთების გასინჯვის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ინფორმაცია დაკავების, პირადი გასინჯვის ან/და ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილი ნივთების და დოკუმენტების ჩამორთმევის შესახებ (მათი არსებობის შემთხვევაში).
2. ადმინისტრაციული დაკავების ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენელი თანამდებობის პირი და დაკავებული. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი. 3. ადმინისტრაციული დაკავების ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით. 4. ადმინისტრაციული დაკავების ოქმი დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმსა და სხვა მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად უფლებამოსილ სასამართლოს, ხოლო მეორე – გადაეცემა დაკავებულს. |
| მუხლი 12 |
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, პირის პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის შემთხვევაში შედგება ოქმი (დანართი №10), რომელშიც აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც ხორციელდება პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა; გასინჯვის დრო და მოტივი, ინფორმაცია პირადი გასინჯვის ან/და ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილი ნივთების და დოკუმენტების ჩამორთმევის შესახებ (მათი არსებობის შემთხვევაში); პირადი გასინჯვის ჩამტარებელი უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა; პირადი გასინჯვისას დამსწრე პირების სახელი და გვარი, ხელმოწერა; პირის ნივთების გასინჯვის ჩამტარებელი უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა; პირის ნივთების გასინჯვისას დამსწრე პირების სახელი და გვარი, ხელმოწერა.
2. პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენელი თანამდებობის პირი და პირი, რომლის მიმართაც განხორციელდა პირადი და ნივთების გასინჯვა. თუ პირი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი. 3. პირადი და ნივთების გასინჯვის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით. 4. პირადი და ნივთების გასინჯვის ოქმი დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმსა და სხვა მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად უფლებამოსილ სასამართლოს, ხოლო მეორე გადაეცემა პირს, რომლის მიმართაც განხორციელდა პირადი და ნივთების გასინჯვა. |
| მუხლი 13 |
1. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმა (დანართი №11) შეიძლება შეივსოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის სახით გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერება.
2. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებით ნებართვას ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი და მასში აღინიშნება: შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი) სამართალდარღვევის ოქმის ნომერი; მართვის უფლების შესაბამისი კატეგორია; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; მოქმედების ვადა; ნებართვის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. 3. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმაში გადაიხაზება ის კატეგორია, რომელიც დამრღვევს არ აქვს მინიჭებული. 4. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა შეიცავს ბეჭდის ადგილს. ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირის მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას. 5. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევს. |
| მუხლი 131 |
1. საჯარიმო ქვითარი (დანართი №20) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ ჯარიმას, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.
2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან: ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე; ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა. 3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდის და მიმღები მოლარის მონაცემებისა. 4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); მიმღები მოლარე, მისი ხელმოწერა და თარიღი, საბანკო კოდი; ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარი; ოქმზე თანდართული დოკუმენტები, მათ შორის, სამართალდამრღვევის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტება და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. 5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება: მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი. 6. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს იმ უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმის გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 7. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე – გადაეცემა დამრღვევს. 8. №20 დანართით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისა და ადგილზე შეფარდების უფლებამოსილება აქვთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 თებერვლის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 17.02.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №162 - ვებგვერდი,04.12.2020წ. |
| მუხლი 132 |
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №21) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ საქმის ადგილზე განხილვა არ ხდება, საქმე საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას და მას იხილავს ადმინისტრაციული ორგანო.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში (დანართი №21) აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები (თუ ისინი არიან); დამრღვევის ახსნა-განმარტება და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. 3. №21 დანართით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ №22 დანართით განსაზღვრული დადგენილების გამოტანის უფლებამოსილება გააჩნიათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 თებერვლის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 17.02.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №162 - ვებგვერდი,04.12.2020წ. |
| მუხლი 133 |
1. დადგენილება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (დანართი №22) გამოიცემა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, როდესაც დარღვევის საქმე ადგილზე არ განიხილება და მას იხილავს ადმინისტრაციული ორგანო.
2. დადგენილებაში (დანართი №22) აღინიშნება: მისი გამოცემის თარიღი და ადგილი; სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს სახელწოდება; საქმის განმხილველი სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა; დამრღვევი პირის სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი; დარღვევის ჩადენის თარიღი და კანონის მუხლი, ნაწილი/პუნქტი, ქვეპუნქტი; დარღვევის არსი; დადგენილების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი; პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა; დადგენილების გასაჩივრების უფლება; თანამდებობის პირის ხელმოწერა და მითითება დადგენილების ჩაბარების თაობაზე. 3. დადგენილების (დანართი №22) მე-5 გრაფაში მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლის კონკრეტული ნაწილი, რომლით გათვალისწინებული ქმედებაც იქნა ჩადენილი ან რომლის მოთხოვნაც დაირღვა. 4. დადგენილების (დანართი №22) გასაჩივრებისა და დამრღვევი პირის კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებების შესახებ მიეთითება დადგენილების მე-2 გვერდზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 თებერვლის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 17.02.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №162 - ვებგვერდი,04.12.2020წ. |
| მუხლი 134 |
1. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და დადგენილება (№20, №21 და №22 დანართები) ტარდება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №23).
2. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვის ჟურნალში აღინიშნება: რეგისტრაციის თარიღი და ოქმის ნომერი; ვის მიერ და როდის იქნა შედგენილი; დამრღვევის სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადგილი; ვის მიერ და როდის იქნა განხილული ადმინისტრაციული საქმე, განხილვის შედეგები; დადგენილების ნომერი და თარიღი; დადგენილების ჩაბარების (გადაგზავნის) თარიღი; ოქმის/დადგენილების აღსასრულებლად მიქცევის თარიღი; ოქმის/დადგენილების აღსრულების თარიღი; შენიშვნა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 თებერვლის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 17.02.2016წ. |
| მუხლი 14 |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას, თუ სამართალდამრღვევს სურს, საჯარიმო ქვითარს დაურთოს ახსნა-განმარტება, ივსება სპეციალური ფორმა (დანართი №12). |
| მუხლი 15 |
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაიცემა დადგენილი ნიმუშის ცნობა (დანართი N13).
2. ცნობა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი დაერთვება სამართალდარღვევის ოქმს, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევს. 3. ცნობა ძალაშია მისი გაცემიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. |
| მუხლი 16 |
1. ოქმში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.
2. ოქმის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს: ა) ინდივიდუალურ ნომერს (9 ციფრი), რომელიც ანათებს ულტრაიისფერი დანათებისას; ბ) დამცავ საკონტროლო ნიშანს, რომელზეც სპეციალური ფირის დადებისას იკითხება: „MIA“; გ) ექსკლუზიური რღვეული სიმეტრიის დამცავი ბადე; დ) გილიოშური ელემენტი „როზეტი“, რომელიც დაბეჭდილია ანტიკოპირებადი საღებავით; ე) ხაზის ნაცვლად გამოყენებულია მიკროტექსტი, სადაც იკითხება: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“. 3. ოქმის ბოლო გვერდის უკანა მარჯვენა კუთხეში დაიტანება ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი). საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის ბრძანება N126 - ვებგვერდი, 24.02.2015წ. |
| მუხლი 17 |
1. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ფორმები ივსება სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ.
2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით, გარდა ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით. 3. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, მოწმეებისა და დაზარალებულების არსებობის შემთხვევაში ასევე - აღნიშნული პირები. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი, მოწმე ან დაზარალებული უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. 4. ოქმი დგება ორ ეგზემპლარად, გარდა ელექტრონული საჯარიმო ქვითრებისა. ოქმის ერთი ეგზემპლარი ინახება ოქმის შემდგენელ თანამდებობის პირთან, ხოლო თუ საქმის განხილვა ადგილზე არ ხდება ან დარღვევა საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს. ოქმის მეორე ეგზემპლარი გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, რაზედაც ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. 5. საბანკო ან სხვა დაწესებულება სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო ბანკისათვის სამართალდამრღვევის მიერ ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის ბრძანება N126 - ვებგვერდი, 24.02.2015წ. |
| მუხლი 18 |
1. ამ ბრძანებით დამტკიცებულ ოქმებს გააჩნია ანბანური სერია და ციფრობრივი ნუმერაცია.
2. ამ ბრძანებით დამტკიცებული ოქმების ციფრობრივი ნუმერაცია განისაზღვრება ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით. 3. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს შემდეგი ანბანური სერიის მქონე ოქმების ფორმების დამზადებასა და განაწილებას: ა) №1 დანართი – „აგ“ ან „აუ“; ბ) №3 დანართი – „აფ“ ან „აქ“; გ) №4 დანართი – „ავ“ ან „აზ“; დ) №5 დანართი – „აღ“ ან „აყ“; ე) №6 დანართი – „აკ“ ან „ალ“; ვ) №8 დანართი – „აშ“ ან „აჩ“; ზ) №9 დანართი – „აო“ ან „აპ“; თ) №10 დანართი – „აჟ“ ან „არ“; ი) №11 დანართი – „ას“ ან „ატ“; კ) №16 დანართი – „ეა“ ან „ებ“; ლ) №17 დანართი – „ეგ“ ან „ედ“; მ) №18 დანართი – „ეე“ ან „ევ“; ნ) №19 დანართი – „ეზ“ ან „ეთ“; ო) №26 დანართი – „ზბ“ ან „ზგ“. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ოქმებს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ანაწილებს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილ მოსამსახურეებზე, აგრეთვე უზრუნველყოფს სამინისტროს გენერალური ინსპექციის, სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სხვა დანაყოფების ოქმებით მომარაგებას. აღნიშნული ოქმებით მომარაგების თაობაზე სამინისტროს გენერალური ინსპექცია, სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტი, სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სხვა დანაყოფი წერილობით მიმართავს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, რომელიც ვალდებულია გასცეს მოთხოვნილი რაოდენობის ოქმი მიმართვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში. (გავრცელდეს 2016 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 5.სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და ტერიტორიული ორგანოები უზრუნველყოფენ შემდეგი ანბანური სერიის მქონე ოქმების ფორმების დამზადებასა და განაწილებას: ა) N1 დანართი – „ბბ“ ან „ბპ“; ბ) N5 დანართი – „ბჟ“ ან „ბრ“; გ) N6 დანართი – „ბე“ ან „ბვ“; დ) N8 დანართი – „ბს“ ან „ბტ“; ე) N9 დანართი – „ბი“ ან „ბკ“; ვ) N10 დანართი – „ბლ“ ან „ბმ“; ზ) N11 დანართი – „ბნ“ ან „ბო“; თ) №16 დანართი – „ვა“ ან „ვბ“; ი) №17 დანართი – „ვგ“ ან „ვდ“; კ) №18 დანართი – „ვე“ ან „ვვ“; ლ) №19 დანართი – „ვზ“ ან „ვთ“; მ) №26 დანართი – „თა“ ან „თბ“. მ) №26 დანართი – „თბ“ ან „თგ“. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ოქმების საჭირო რაოდენობით დაბეჭდვისა და სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილ მოსამსახურეებზე განაწილების პროცესს საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. ოქმების დაბეჭდვისათვის უფლებამოსილება გააჩნია როგორც სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, ასევე ტერიტორიულ ორგანოს. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო უშუალოდ მის მიერ ოქმების დაბეჭდვის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ოქმების დუბლირებული ნუმერაციით დაბეჭდვის გამორიცხვის მიზნით, წერილობითი თანხმობის მისაღებად მიმართავს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, რომელიც ვალდებულია, აღნიშნული თანხმობა გასცეს ასეთი მიმართვიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღის განმავლობაში. ოქმების დაბეჭდვისა და მიღების შემდეგ სამინისტროს ტერიტორიული ორგანო დაუყოვნებლივ ახორციელებს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წერილობით ინფორმირებას. სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისაგან ოქმების გამოთხოვის შემთხვევაში, მოთხოვნილი რაოდენობის ოქმი უნდა გაიცეს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიმართვიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში. 7. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილ მოსამსახურეებზე უზრუნველყოფს შემდეგი ანბანური სერიის მქონე ოქმების ფორმების დამზადებასა და განაწილებას: ა) №1 დანართი – „დკ“ ან „დლ“; ბ) №6 დანართი – „და“ ან „დბ“; გ) №7 დანართი – „დგ“; დ) №8 დანართი – „დდ“ ან „დე“; ე) №9 დანართი – „დვ“ ან „დზ“; ვ) №10 დანართი – „დთ“ ან „დი“. 71. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს შემდეგი ანბანური სერიის მქონე ოქმის ფორმების დამზადებასა და განაწილებას: ა) №20 დანართი – „სა“ ან „სბ“; ბ) №21 დანართი – „სგ“ ან „სდ“. 8. ბრძანებით დამტკიცებული დანართების (გარდა ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა) დაბეჭდილ ვერსიებში აუცილებელია მითითებულ იქნეს შესაბამისი დანართის ნუმერაცია. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის ბრძანება N126 - ვებგვერდი, 24.02.2015წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 თებერვლის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 17.02.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მაისის ბრძანება №292 - ვებგვერდი,02.06.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მარტის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №162 - ვებგვერდი,04.12.2020წ. |
| მუხლი 19 |
1. რეაგირების ოქმი (დანართი №14) ივსება შემთხვევის ადგილზე მისული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ. ოქმში აღინიშნება ინფორმაცია ადგილზე არსებული ვითარების, ფაქტობრივი გარემოებების, მოსამსახურის მიერ მიღებული ზომების, შემთხვევასთან დაკავშირებული პირების, მათ შორის, დამსწრეებისა (მათი არსებობის შემთხვევაში) და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ოქმის ფორმა შედგეს ამ ბრძანებით დამტკიცებული ფორმისაგან განსხვავებულად, თითოეულ პუნქტში მხოლოდ დამატებითი ხაზების მითითებით.
2. რეაგირების ოქმი პრიორიტეტულად უნდა შედგეს იმ ადგილზე, სადაც მოხდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ რეაგირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. 3. რეაგირების ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ან/და დამსწრე პირები (არსებობის შემთხვევაში). 4. რეაგირების ოქმით გათვალისწინებული შენიშვნის გრაფა ივსება მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ და დამსწრე პირის ოქმზე ხელმოწერა არ გულისხმობს შენიშვნაში მითითებული ინფორმაციის დადასტურებას. 5. შემთხვევის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღების სათანადო აუცილებლობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე უფლებამოსილია, შემთხვევასთან დაკავშირებულ პირს ჩამოართვას წერილობითი ახსნა-განმარტება, რომელიც შეიძლება დაერთოს რეაგირების ოქმს. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული ოქმი და მასზე თანდართული დოკუმენტაცია ინფორმირებისა და სათანადო რეაგირების მიზნით ეგზავნება მოსამსახურის უფლებამოსილ ხელმძღვანელს. 7. რეაგირების ოქმის შედგენისა და სხვაგვარი დამუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. რეაგირების ოქმის გაცნობა მესამე პირისათვის დასაშვებია მხოლოდ აღნიშნული კანონის მოთხოვნათა დაცვით. 8. რეაგირების ოქმის შედგენა არ არის სავალდებულო, როდესაც ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ ხდება სამართალდარღვევის ოქმის ან სხვა ოქმის ფორმის შედგენა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 5 მარტის ბრძანება N163 - ვებგვერდი, 06.03.2015წ.
|
| მუხლი 20 |
1. დადგენილება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (დანართი №15) გამოიცემა ადმინისტრაციული კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც დარღვევის საქმე ადგილზე არ განიხილება და მას იხილავს ადმინისტრაციული ორგანო.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 5 მარტის ბრძანება N163 - ვებგვერდი, 06.03.2015წ. |
+
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისბრძანება №625
2014 წლის 15 აგვისტო ქ. თბილისიადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე, 240-ე, 241-ე, 242-ე, 244-ე, 245-ე, 246-ე, 248-ე და 249-ე მუხლების, ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-11, მე-13 და მე-15 ნაწილების, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ.+
მუხლი 1
თანდართული რედაქციით დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ.
+ მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანება. |
+
მუხლი 3ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან. შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე + დანართი+ მუხლი 1 |
1. ეს წესი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმებს და მათი შევსება-წარმოების პროცედურებს.
2. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებას და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის განხორციელებას, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ.
+ მუხლი 2 |
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმები ივსება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ. |
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კომპეტენციის ფარგლებში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები არიან:
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა (შემდგომ – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია) და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) კომპეტენციის ფარგლებში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები არიან:
ა) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები;
ბ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები;
გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეები;
დ) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები;
ე) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები;
ვ) ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეები; (გავრცელდეს 2016 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ვ1) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეები; (გავრცელდეს 2016 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ზ) სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეები.
ზ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეები.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული კონკრეტული უფლებამოსილი პირების თანამდებობათა ნუსხა განსაზღვროს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება).
4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ფორმებში მოცემული „სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები“ უფლებამოსილი პირის მიერ ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ პირი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია.
5. ადმინისტრაციული დაკავების დროს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დაკავებულს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით, ზეპირად (სიტყვიერად) განუმარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული უფლებები, რაც აღინიშნება ადმინისტრაციული დაკავების ოქმში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №816 - ვებგვერდი, 23.10.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის ბრძანება №126 - ვებგვერდი, 24.02.2015წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №162 - ვებგვერდი,04.12.2020წ.
+
მუხლი 3
1. საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №1) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.
2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე.
ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.
3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდისა და მიმღები მოლარის მონაცემებისა.
4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის შემოწმების შეთხვევაში შემოწმების შედეგი, რომელიც ადასტურებს მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტს; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); მიმღები მოლარე, მისი ხელმოწერა და თარიღი, საბანკო კოდი; ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარი.
5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება - მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი.
6. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
7. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევს.
+ მუხლი 31🔗1. საჯარიმო ქვითარი (დანართი №16) ივსება ნარჩენების მართვის კოდექსის (ნმკ) 47-ე მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ ჯარიმას, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. 2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან: ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე; ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა. 3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდის და მიმღები მოლარის მონაცემებისა. 4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი; მართვის მოწმობის სერია და ნომერი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან), ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან); მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); მიმღები მოლარე, მისი ხელმოწერა და თარიღი, საბანკო კოდი; ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარი. 5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება: მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი. 6. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 7. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ.+ მუხლი 32🔗1. საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №26) ივსება საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. 2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან: ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე; ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა. 3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდისა და მიმღები მოლარის მონაცემებისა.4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი (არსებობის შემთხვევაში), ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; სამართლებრივი აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი (არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); მიმღები მოლარე, მისი ხელმოწერა და თარიღი, საბანკო კოდი; ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარი. 5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება – მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; სამართლებრივი აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი. 6. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 7. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევს.8. საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდზე მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული, სამართალდამრღვევის უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე, ჯარიმის გადახდის წესი და პირობები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მარტის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 23.03.2020წ. + მუხლი 4 |
1. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №2) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.
2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსია. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს. 3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი. 4. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; შესამცირებელი ქულის ოდენობა, თუ აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იწვევს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის შემცირებას; მართვის მოწმობაზე დარჩენილი ქულის ოდენობა, თუ აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იწვევს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის შემცირებას; ინფორმაცია მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის ამოწურვის გამო მართვის უფლების 1 წლის ვადით შეჩერების შესახებ; მოწმისა და დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (არსებობის შემთხვევაში); საჭიროების შემთხვევაში, ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერა; შენიშვნა, რომელშიც შეიძლება აღინიშნოს სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გარემოებები ან/და დოკუმენტები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №334 - ვებგვერდი, 30.06.2017წ. მუხლი 41🔗1. ელექტრონული დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №24) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების სახით, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. 2. ელექტრონული დადგენილება ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული დადგენილების ამობეჭდილი ვერსია. ელექტრონულ დადგენილებასა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ დადგენილებას. 3. ელექტრონულ დადგენილებას ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი. 4. ელექტრონულ დადგენილებაში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ელექტრონული დადგენილების შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები სამართალდამრღვევი პირის შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; დაკისრებული სახდელი; სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების თარიღი; მოწმისა და დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (არსებობის შემთხვევაში); საჭიროების შემთხვევაში, დადგენილების შემდგენელი უფლებამოსილი პირისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერა; შენიშვნა, რომელშიც შეიძლება აღინიშნოს სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გარემოებები ან/და დოკუმენტები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №140 - ვებგვერდი, 28.12.2018წ. მუხლი 42🔗1. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №25) ივსება ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. 2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი იმავდროულად არის სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსია. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს. 3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი. 4. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან), ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან); მოწმისა და დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (არსებობის შემთხვევაში); საჭიროების შემთხვევაში, ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერა; შენიშვნა, რომელშიც შეიძლება აღინიშნოს სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გარემოებები ან/და დოკუმენტები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 8 ივნისის ბრძანება №46 - ვებგვერდი, 11.06.2019წ. მუხლი 43🔗1. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №27) ივსება საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. 2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსია. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს. 3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი. 4. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი (არსებობის შემთხვევაში), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი (არსებობის შემთხვევაში); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; სამართლებრივი აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; მოწმისა და დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (არსებობის შემთხვევაში); საჭიროების შემთხვევაში: ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერა, შენიშვნა, რომელშიც შეიძლება აღინიშნოს სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გარემოებები ან/და დოკუმენტები. 5. საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდზე მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული, სამართალდამრღვევის უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე, ჯარიმის გადახდის წესი და პირობები. შენიშვნა: საჯარიმო ქვითრის ელექტრონული ფორმიდან გამომდინარე, შესაძლებელია მასში ასახული არ იყო ამ მუხლით დადგენილი ყველა მონაცემი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მარტის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 23.03.2020წ. + მუხლი 5 |
1. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით შედგენილი საჯარიმო ქვითარი (დანართი №3) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას.
2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;
ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.
3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდისა და მიმღები მოლარის მონაცემებისა.
4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღნიშნება: მისი შედგენის თარიღი; საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (იურიდიული პირი) სახელი და გვარი (სახელწოდება), დაბადების თარიღი (რეგისტრაციის თარიღი), პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი) და მისამართი (იურიდიული მისამართი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ტექნიკური პასპორტის ნომერი, გაცემის თარიღი; მიმღები მოლარე; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ოქმის წარმდგენის სახელი, გვარი, ხელმოწერა; ოქმის ჩამბარებლის სახელი, გვარი, ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე უარი.
5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება: მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი.
6. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
7. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გადაეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.
+ მუხლი 51🔗1. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით შედგენილი საჯარიმო ქვითარი (დანართი №17) ივსება ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების (გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა) სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზაზე დაყრისას, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას. 2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან: ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე; ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა. 3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდის და მიმღები მოლარის მონაცემებისა. 4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღნიშნება: მისი შედგენის თარიღი; საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და მისამართი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ტექნიკური პასპორტის ნომერი, გაცემის თარიღი; მიმღები მოლარე; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ოქმის წარმდგენის სახელი, გვარი, ხელმოწერა; ოქმის ჩამბარებლის სახელი, გვარი, ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე უარი. 5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება: მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი. 6. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 7. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გადაეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ.+ მუხლი 6 |
1. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (დანართი №4) შეიძლება გამოიცეს ელექტრონული ფორმით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას.
2. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსია, რომელიც აღნიშნულ პირს ეგზავნება მისამართზე რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს.
3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი. 4. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე შედგენილ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (იურიდიული პირი) სახელი და გვარი (სახელწოდება), დაბადების თარიღი (რეგისტრაციის თარიღი), პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი) და მისამართი (იურიდიული მისამართი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ტექნიკური პასპორტის ნომერი, გაცემის თარიღი; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი და ხელმოწერა.+ მუხლი 61🔗1. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (დანართი №18) შეიძლება გამოიცეს ელექტრონული ფორმით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების (გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა) სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზაზე დაყრისას, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას. 2. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსია, რომელიც აღნიშნულ პირს ეგზავნება მისამართზე რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი. 4. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე შედგენილ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (იურიდიული პირი) სახელი და გვარი (სახელწოდება), დაბადების თარიღი (რეგისტრაციის თარიღი), პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი) და მისამართი (იურიდიული მისამართი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ტექნიკური პასპორტის ნომერი, გაცემის თარიღი; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი და ხელმოწერა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ.+ მუხლი 7 |
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №5) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას და ადგილზე არ ხდება ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენელის თანამდებობა, სახელი, გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი); ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი, სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარი.
3. სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილს. ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №140 - ვებგვერდი, 28.12.2018წ. + მუხლი 8 |
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №6) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ საქმის ადგილზე განხილვა არ ხდება და მას იხილავს ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში (დანართი №6) აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი, სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები (თუ ისინი არიან); დამრღვევის ახსნა-განმარტება და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
+ მუხლი 81🔗საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17415 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ამ წესის მე-8 მუხლით დამტკიცებული №6 დანართით გათვალისწინებულ ოქმის ფორმას ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირი, ხოლო ამ წესის მე-20 მუხლით დამტკიცებული №15 დანართით გათვალისწინებულ დადგენილებას კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გამოსცემს ამავე ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი სამმართველოს უფროსი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ.+ მუხლი 82🔗1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №19) ივსება ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ საქმის ადგილზე განხილვა არ ხდება, სამართალდარღვევა საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლევას და საქმის მასალები განსახილველად ეგზავნება ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში (დანართი №19) აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან), ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი); ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან); მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარი. 3. სამართალდარღვევის ოქმის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ.+ მუხლი 9 |
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №7) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 861, 1141 და 1142 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში (დანართი №7) აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის სახელი, გვარი და თანამდებობა; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (მათ შორის, პირადი ნომერი); დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები (თუ ისინი არიან); ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისგმებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მცურავი ობიექტის მონაცემები (თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია მცურავი ობიექტის გამოყენებით), მათ შორის IMO-ის (საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, რომელიც მცურავ ობიექტებს ანიჭებს სარეგისტრაციო ნომერს) ნომერი; მოწმის სახელი, გვარი და მისამართი (თუ არის); ოქმზე თანდართული დოკუმენტები, მათ შორის, სამართალდამრღვევის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტება და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 10 ივლისის ბრძანება №95 - ვებგვერდი,13.07.2020წ. + მუხლი 10 |
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევების ჩადენისას ივსება სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №8), თუ ეს წესი არ ითვალისწინებს სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენას.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;
ბ) ნაწილი II – სამართალდარღვევის ოქმის ყუა.
3. სამართალდარღვევის ოქმის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდისა და მიმღები მოლარის მონაცემებისა.
4. სამართალდარღვევის ოქმის I ნაწილში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი (სახელწოდება), დაბადების თარიღი (რეგისტრაციის თარიღი), მისამართი (იურიდიული მისამართი), მოქალაქეობა, მართვის მოწმობის სერია და ნომერი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი, ან პასპორტის ნომერი ან საიდენტიფიკაციო კოდი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის შემოწმების შეთხვევაში შემოწმების შედეგი, რომელიც ადასტურებს მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტს; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); მიმღები მოლარე, მისი ხელმოწერა და თარიღი, საბანკო კოდი; ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარი.
5. სამართალდარღვევის ოქმის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება: მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; ჯარიმის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი.
6. სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს სამართალდარღვევის ოქმის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
+ მუხლი 11 |
1. ადმინისტრაციული დაკავების შესახებ შედგება ოქმი (დანართი №9), რომელშიც აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი; ცნობები დაკავებული პიროვნების შესახებ; დაკავების დრო და მოტივი, ინფორმაცია დაკავებულის პირადი გასინჯვის და ნივთების გასინჯვის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ინფორმაცია დაკავების, პირადი გასინჯვის ან/და ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილი ნივთების და დოკუმენტების ჩამორთმევის შესახებ (მათი არსებობის შემთხვევაში).
2. ადმინისტრაციული დაკავების ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენელი თანამდებობის პირი და დაკავებული. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი.
3. ადმინისტრაციული დაკავების ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით.
4. ადმინისტრაციული დაკავების ოქმი დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმსა და სხვა მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად უფლებამოსილ სასამართლოს, ხოლო მეორე – გადაეცემა დაკავებულს.
+ მუხლი 12 |
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, პირის პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის შემთხვევაში შედგება ოქმი (დანართი №10), რომელშიც აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც ხორციელდება პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა; გასინჯვის დრო და მოტივი, ინფორმაცია პირადი გასინჯვის ან/და ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილი ნივთების და დოკუმენტების ჩამორთმევის შესახებ (მათი არსებობის შემთხვევაში); პირადი გასინჯვის ჩამტარებელი უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა; პირადი გასინჯვისას დამსწრე პირების სახელი და გვარი, ხელმოწერა; პირის ნივთების გასინჯვის ჩამტარებელი უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა; პირის ნივთების გასინჯვისას დამსწრე პირების სახელი და გვარი, ხელმოწერა.
2. პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენელი თანამდებობის პირი და პირი, რომლის მიმართაც განხორციელდა პირადი და ნივთების გასინჯვა. თუ პირი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი.
3. პირადი და ნივთების გასინჯვის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით.
4. პირადი და ნივთების გასინჯვის ოქმი დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმსა და სხვა მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად უფლებამოსილ სასამართლოს, ხოლო მეორე გადაეცემა პირს, რომლის მიმართაც განხორციელდა პირადი და ნივთების გასინჯვა.
+ მუხლი 13 |
1. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმა (დანართი №11) შეიძლება შეივსოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის სახით გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერება.
2. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებით ნებართვას ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი და მასში აღინიშნება: შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი) სამართალდარღვევის ოქმის ნომერი; მართვის უფლების შესაბამისი კატეგორია; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; მოქმედების ვადა; ნებართვის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
3. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმაში გადაიხაზება ის კატეგორია, რომელიც დამრღვევს არ აქვს მინიჭებული.
4. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა შეიცავს ბეჭდის ადგილს. ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირის მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას.
5. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევს.
+ მუხლი 131🔗 |
1. საჯარიმო ქვითარი (დანართი №20) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ ჯარიმას, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.
3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდის და მიმღები მოლარის მონაცემებისა.
3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდის და მიმღები მოლარის მონაცემებისა.
4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); მიმღები მოლარე, მისი ხელმოწერა და თარიღი, საბანკო კოდი; ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარი; ოქმზე თანდართული დოკუმენტები, მათ შორის, სამართალდამრღვევის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტება და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. 5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება: მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი.
6. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს იმ უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმის გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
7. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე – გადაეცემა დამრღვევს.
8. №20 დანართით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისა და ადგილზე შეფარდების უფლებამოსილება აქვთ „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №371 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 35-ე მუხლით განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ პირებს.
8. №20 დანართით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისა და ადგილზე შეფარდების უფლებამოსილება აქვთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 თებერვლის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 17.02.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №162 - ვებგვერდი,04.12.2020წ.
+
მუხლი 132🔗
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №21) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ საქმის ადგილზე განხილვა არ ხდება, საქმე საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას და მას იხილავს ადმინისტრაციული ორგანო.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში (დანართი №21) აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები (თუ ისინი არიან); დამრღვევის ახსნა-განმარტება და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
3. №21 დანართით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება გააჩნიათ სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორებს, ხოლო ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანის უფლებამოსილება – „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №371 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 35-ე მუხლით განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ პირებს.
3. №21 დანართით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ №22 დანართით განსაზღვრული დადგენილების გამოტანის უფლებამოსილება გააჩნიათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 თებერვლის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 17.02.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №162 - ვებგვერდი,04.12.2020წ.
+
მუხლი 133🔗
1. დადგენილება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (დანართი №22) გამოიცემა „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №371 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 35-ე მუხლის შესაბამისად, როდესაც დარღვევის საქმე ადგილზე არ განიხილება და მას იხილავს ადმინისტრაციული ორგანო.
2. დადგენილებაში (დანართი №22) აღინიშნება: მისი გამოცემის თარიღი და ადგილი; სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს სახელწოდება; საქმის განმხილველი სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა; დამრღვევი პირის სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი; დარღვევის ჩადენის თარიღი და კანონის მუხლი, ნაწილი/პუნქტი, ქვეპუნქტი; დარღვევის არსი; დადგენილების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი; პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა; დადგენილების გასაჩივრების უფლება; თანამდებობის პირის ხელმოწერა და მითითება დადგენილების ჩაბარების თაობაზე.
3. დადგენილების (დანართი №22) მე-5 გრაფაში მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლის კონკრეტული ნაწილი, რომლით გათვალისწინებული ქმედებაც იქნა ჩადენილი ან რომლის მოთხოვნაც დაირღვა.
4. დადგენილების (დანართი №22) გასაჩივრებისა და დამრღვევი პირის კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებების შესახებ მიეთითება დადგენილების მე-2 გვერდზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 თებერვლის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 17.02.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №162 - ვებგვერდი,04.12.2020წ.
+
მუხლი 134🔗
1. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და დადგენილება (№20, №21 და №22 დანართები) ტარდება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №23). 2. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვის ჟურნალში აღინიშნება: რეგისტრაციის თარიღი და ოქმის ნომერი; ვის მიერ და როდის იქნა შედგენილი; დამრღვევის სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადგილი; ვის მიერ და როდის იქნა განხილული ადმინისტრაციული საქმე, განხილვის შედეგები; დადგენილების ნომერი და თარიღი; დადგენილების ჩაბარების (გადაგზავნის) თარიღი; ოქმის/დადგენილების აღსასრულებლად მიქცევის თარიღი; ოქმის/დადგენილების აღსრულების თარიღი; შენიშვნა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას, თუ სამართალდამრღვევს სურს, საჯარიმო ქვითარს დაურთოს ახსნა-განმარტება, ივსება სპეციალური ფორმა (დანართი №12). |
+
მუხლი 15
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაიცემა დადგენილი ნიმუშის ცნობა (დანართი N13).
2. ცნობა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი დაერთვება სამართალდარღვევის ოქმს, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევს.
3. ცნობა ძალაშია მისი გაცემიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
+ მუხლი 16 |
1. ოქმში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.
2. ოქმის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:
ა) ინდივიდუალურ ნომერს (9 ციფრი), რომელიც ანათებს ულტრაიისფერი დანათებისას; ბ) დამცავ საკონტროლო ნიშანს, რომელზეც სპეციალური ფირის დადებისას იკითხება: „MIA“; გ) ექსკლუზიური რღვეული სიმეტრიის დამცავი ბადე; დ) გილიოშური ელემენტი „როზეტი“, რომელიც დაბეჭდილია ანტიკოპირებადი საღებავით;ე) ხაზის ნაცვლად გამოყენებულია მიკროტექსტი, სადაც იკითხება: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“. 3. ოქმის ბოლო გვერდის უკანა მარჯვენა კუთხეში დაიტანება ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი). საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის ბრძანება N126 - ვებგვერდი, 24.02.2015წ.+ მუხლი 17 |
1. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ფორმები ივსება სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ.
2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით, გარდა ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით. 3. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, მოწმეებისა და დაზარალებულების არსებობის შემთხვევაში ასევე - აღნიშნული პირები. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი, მოწმე ან დაზარალებული უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. 4. ოქმი დგება ორ ეგზემპლარად, გარდა ელექტრონული საჯარიმო ქვითრებისა. ოქმის ერთი ეგზემპლარი ინახება ოქმის შემდგენელ თანამდებობის პირთან, ხოლო თუ საქმის განხილვა ადგილზე არ ხდება ან დარღვევა საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს. ოქმის მეორე ეგზემპლარი გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, რაზედაც ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. 5. საბანკო ან სხვა დაწესებულება სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო ბანკისათვის სამართალდამრღვევის მიერ ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის ბრძანება N126 - ვებგვერდი, 24.02.2015წ.+ მუხლი 18🔗1. ამ ბრძანებით დამტკიცებულ ოქმებს გააჩნია ანბანური სერია და ციფრობრივი ნუმერაცია. 2. ამ ბრძანებით დამტკიცებული ოქმების ციფრობრივი ნუმერაცია განისაზღვრება ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით. 3. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს შემდეგი ანბანური სერიის მქონე ოქმების ფორმების დამზადებასა და განაწილებას: |
ა) №1 დანართი – „აბ“ ან „აგ“;
ა) №1 დანართი – „აგ“ ან „აუ“;
ბ) №3 დანართი – „ად“ ან „აე“;
ბ) №3 დანართი – „აფ“ ან „აქ“;
გ) №4 დანართი – „ავ“ ან „აზ“;
დ) №5 დანართი – „ათ“ ან „აი“;
დ) №5 დანართი – „აღ“ ან „აყ“;
ე) №6 დანართი – „აკ“ ან „ალ“;
ვ) №8 დანართი – „ამ“ ან „ან“;
ვ) №8 დანართი – „აშ“ ან „აჩ“;
ზ) №9 დანართი – „აო“ ან „აპ“;
თ) №10 დანართი – „აჟ“ ან „არ“;
ი) №11 დანართი – „ას“ ან „ატ“;
კ) №16 დანართი – „ეა“ ან „ებ“;
ლ) №17 დანართი – „ეგ“ ან „ედ“;
მ) №18 დანართი – „ეე“ ან „ევ“;
ნ) №19 დანართი – „ეზ“ ან „ეთ“ ;
ო) №26 დანართი – „ზა“ ან „ზბ“.
ო) №26 დანართი – „ზბ“ ან „ზგ“.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ოქმებს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ანაწილებს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილ მოსამსახურეებზე, აგრეთვე უზრუნველყოფს სამინისტროს გენერალური ინსპექციის, სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სხვა დანაყოფების ოქმებით მომარაგებას. აღნიშნული ოქმებით მომარაგების თაობაზე სამინისტროს გენერალური ინსპექცია, სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტი, სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სხვა დანაყოფი წერილობით მიმართავს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, რომელიც ვალდებულია გასცეს მოთხოვნილი რაოდენობის ოქმი მიმართვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში. (გავრცელდეს 2016 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
5.სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და ტერიტორიული ორგანოები უზრუნველყოფენ შემდეგი ანბანური სერიის მქონე ოქმების ფორმების დამზადებასა და განაწილებას:
ა) N1 დანართი – „ბა“ ან „ბბ“;
ა) N1 დანართი – „ბბ“ ან „ბპ“;
ბ) N5 დანართი – „ბგ“ ან „ბდ“;
ბ) N5 დანართი – „ბჟ“ ან „ბრ“;
გ) N6 დანართი – „ბე“ ან „ბვ“;
დ) N8 დანართი – „ბზ“ ან „ბთ“;
დ) N8 დანართი – „ბს“ ან „ბტ“;
ე) N9 დანართი – „ბი“ ან „ბკ“;
ვ) N10 დანართი – „ბლ“ ან „ბმ“;
ზ) N11 დანართი – „ბნ“ ან „ბო“;
თ) №16 დანართი – „ვა“ ან „ვბ“;
ი) №17 დანართი – „ვგ“ ან „ვდ“;
კ) №18 დანართი – „ვე“ ან „ვვ“;
ლ) №19 დანართი – „ვზ“ ან „ვთ“;
მ) №26 დანართი – „თა“ ან „თბ“.
მ) №26 დანართი – „თბ“ ან „თგ“.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ოქმების საჭირო რაოდენობით დაბეჭდვისა და სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილ მოსამსახურეებზე განაწილების პროცესს საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. ოქმების დაბეჭდვისათვის უფლებამოსილება გააჩნია როგორც სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, ასევე ტერიტორიულ ორგანოს. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო უშუალოდ მის მიერ ოქმების დაბეჭდვის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ოქმების დუბლირებული ნუმერაციით დაბეჭდვის გამორიცხვის მიზნით, წერილობითი თანხმობის მისაღებად მიმართავს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, რომელიც ვალდებულია, აღნიშნული თანხმობა გასცეს ასეთი მიმართვიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღის განმავლობაში. ოქმების დაბეჭდვისა და მიღების შემდეგ სამინისტროს ტერიტორიული ორგანო დაუყოვნებლივ ახორციელებს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წერილობით ინფორმირებას. სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისაგან ოქმების გამოთხოვის შემთხვევაში, მოთხოვნილი რაოდენობის ოქმი უნდა გაიცეს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიმართვიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში.
7. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილ მოსამსახურეებზე უზრუნველყოფს შემდეგი ანბანური სერიის მქონე ოქმების ფორმების დამზადებასა და განაწილებას:
ა) №6 დანართი – „და“ ან „დბ“;
ა) №1 დანართი – „დკ“ ან „დლ“;
ბ) №7 დანართი – „დგ“;
ბ) №6 დანართი – „და“ ან „დბ“;
გ) №8 დანართი – „დდ“ ან „დე“;
გ) №7 დანართი – „დგ“;
დ) №9 დანართი – „დვ“ ან „დზ“;
დ) №8 დანართი – „დდ“ ან „დე“;
ე) №10 დანართი – „დთ“ ან „დი“.
ე) №9 დანართი – „დვ“ ან „დზ“;
71. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო უზრუნველყოფს შემდეგი ანბანური სერიის მქონე ოქმის ფორმების დამზადებასა და განაწილებას:
ვ) №10 დანართი – „დთ“ ან „დი“.
ა) №20 დანართი – „გა“ ან „გბ“;
71. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს შემდეგი ანბანური სერიის მქონე ოქმის ფორმების დამზადებასა და განაწილებას:
ბ) №21 დანართი – „გგ“ ან „გდ.
ა) №20 დანართი – „სა“ ან „სბ“;
ბ) №21 დანართი – „სგ“ ან „სდ“.
8. ბრძანებით დამტკიცებული დანართების (გარდა ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა) დაბეჭდილ ვერსიებში აუცილებელია მითითებულ იქნეს შესაბამისი დანართის ნუმერაცია. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის ბრძანება N126 - ვებგვერდი, 24.02.2015წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №162 - ვებგვერდი,04.12.2020წ.
+
მუხლი 19
1. რეაგირების ოქმი (დანართი №14) ივსება შემთხვევის ადგილზე მისული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ. ოქმში აღინიშნება ინფორმაცია ადგილზე არსებული ვითარების, ფაქტობრივი გარემოებების, მოსამსახურის მიერ მიღებული ზომების, შემთხვევასთან დაკავშირებული პირების, მათ შორის, დამსწრეებისა (მათი არსებობის შემთხვევაში) და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ოქმის ფორმა შედგეს ამ ბრძანებით დამტკიცებული ფორმისაგან განსხვავებულად, თითოეულ პუნქტში მხოლოდ დამატებითი ხაზების მითითებით.
2. რეაგირების ოქმი პრიორიტეტულად უნდა შედგეს იმ ადგილზე, სადაც მოხდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ რეაგირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
3. რეაგირების ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ან/და დამსწრე პირები (არსებობის შემთხვევაში).
4. რეაგირების ოქმით გათვალისწინებული შენიშვნის გრაფა ივსება მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ და დამსწრე პირის ოქმზე ხელმოწერა არ გულისხმობს შენიშვნაში მითითებული ინფორმაციის დადასტურებას.
5. შემთხვევის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღების სათანადო აუცილებლობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე უფლებამოსილია, შემთხვევასთან დაკავშირებულ პირს ჩამოართვას წერილობითი ახსნა-განმარტება, რომელიც შეიძლება დაერთოს რეაგირების ოქმს.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული ოქმი და მასზე თანდართული დოკუმენტაცია ინფორმირებისა და სათანადო რეაგირების მიზნით ეგზავნება მოსამსახურის უფლებამოსილ ხელმძღვანელს.
7. რეაგირების ოქმის შედგენისა და სხვაგვარი დამუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. რეაგირების ოქმის გაცნობა მესამე პირისათვის დასაშვებია მხოლოდ აღნიშნული კანონის მოთხოვნათა დაცვით.
8. რეაგირების ოქმის შედგენა არ არის სავალდებულო, როდესაც ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ ხდება სამართალდარღვევის ოქმის ან სხვა ოქმის ფორმის შედგენა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 5 მარტის ბრძანება N163 - ვებგვერდი, 06.03.2015წ.
+ მუხლი 20 |
1. დადგენილება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (დანართი №15) გამოიცემა ადმინისტრაციული კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც დარღვევის საქმე ადგილზე არ განიხილება და მას იხილავს ადმინისტრაციული ორგანო.
2. დადგენილებაში (დანართი №15) აღინიშნება: მისი გამოცემის თარიღი და ადგილი; საქმის განხილვისათვის უფლებამოსილი დანაყოფის სახელწოდება; საქმის განმხილველი მოსამსახურის სახელი, გვარი და თანამდებობა; დამრღვევი პირის სახელი, გვარი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი; დარღვევის ჩადენის თარიღი და კანონის მუხლი, ნაწილი/პუნქტი, ქვეპუნქტი; დარღვევის არსი; დადგენილების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი; პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა; დადგენილების გასაჩივრების უფლება; თანამდებობის პირის ხელმოწერა და მითითება დადგენილების ჩაბარების თაობაზე.
3. დადგენილების მე-5 გრაფაში მიეთითება იმ კანონის სახელწოდება და კონკრეტული მუხლი, პუნქტი/ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლით გათვალისწინებული ქმედებაც იქნა ჩადენილი ან რომლის მოთხოვნაც დაირღვა.
4. დადგენილების გასაჩივრებისა და დამრღვევი პირის კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებების შესახებ მიეთითება დადგენილების მე-2 გვერდზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 5 მარტის ბრძანება N163 - ვებგვერდი, 06.03.2015წ. |
+
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №625
2014 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე, 240-ე, 241-ე, 242-ე, 244-ე, 245-ე, 246-ე, 248-ე და 249-ე მუხლების, ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-11, მე-13 და მე-15 ნაწილების, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ.
+
მუხლი 1
თანდართული რედაქციით დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანება.
+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან.
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე
+
დანართი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ.
+
მუხლი 1
1. ეს წესი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმებს და მათი შევსება-წარმოების პროცედურებს.
2. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებას და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის განხორციელებას, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ.
+
მუხლი 2
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმები ივსება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა (შემდგომ – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია) და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) კომპეტენციის ფარგლებში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები არიან:
ა) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები;
ბ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები;
გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეები;
დ) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები;
ე) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები;
ვ) ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეები; (გავრცელდეს 2016 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ვ1) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეები; (გავრცელდეს 2016 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ზ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეები.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული კონკრეტული უფლებამოსილი პირების თანამდებობათა ნუსხა განსაზღვროს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება).
4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ფორმებში მოცემული „სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები“ უფლებამოსილი პირის მიერ ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ პირი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია.
5. ადმინისტრაციული დაკავების დროს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დაკავებულს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით, ზეპირად (სიტყვიერად) განუმარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული უფლებები, რაც აღინიშნება ადმინისტრაციული დაკავების ოქმში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №816 - ვებგვერდი, 23.10.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის ბრძანება №126 - ვებგვერდი, 24.02.2015წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 თებერვლის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 17.02.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მაისის ბრძანება №292 - ვებგვერდი,02.06.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №162 - ვებგვერდი,04.12.2020წ.
+
მუხლი 3
1. საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №1) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.
2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე.
ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.
3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდისა და მიმღები მოლარის მონაცემებისა.
4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის შემოწმების შეთხვევაში შემოწმების შედეგი, რომელიც ადასტურებს მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტს; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); მიმღები მოლარე, მისი ხელმოწერა და თარიღი, საბანკო კოდი; ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარი.
5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება - მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი.
6. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
7. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევს.
+
მუხლი 31
1. საჯარიმო ქვითარი (დანართი №16) ივსება ნარჩენების მართვის კოდექსის (ნმკ) 47-ე მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ ჯარიმას, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.
2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;
ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.
3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდის და მიმღები მოლარის მონაცემებისა.
4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი; მართვის მოწმობის სერია და ნომერი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან), ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან); მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); მიმღები მოლარე, მისი ხელმოწერა და თარიღი, საბანკო კოდი; ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარი.
5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება: მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი.
6. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
7. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ.
+
მუხლი 32
1. საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №26) ივსება საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.
2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;
ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.
3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდისა და მიმღები მოლარის მონაცემებისა.
4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი (არსებობის შემთხვევაში), ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; სამართლებრივი აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი (არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); მიმღები მოლარე, მისი ხელმოწერა და თარიღი, საბანკო კოდი; ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარი.
5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება – მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; სამართლებრივი აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი.
6. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
7. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევს.
8. საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდზე მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული, სამართალდამრღვევის უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე, ჯარიმის გადახდის წესი და პირობები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მარტის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 23.03.2020წ.
+
მუხლი 4
1. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №2) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.
2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსია. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს.
3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი.
4. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; შესამცირებელი ქულის ოდენობა, თუ აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იწვევს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის შემცირებას; მართვის მოწმობაზე დარჩენილი ქულის ოდენობა, თუ აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იწვევს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის შემცირებას; ინფორმაცია მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის ამოწურვის გამო მართვის უფლების 1 წლის ვადით შეჩერების შესახებ; მოწმისა და დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (არსებობის შემთხვევაში); საჭიროების შემთხვევაში, ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერა; შენიშვნა, რომელშიც შეიძლება აღინიშნოს სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გარემოებები ან/და დოკუმენტები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №334 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.
მუხლი 41🔗
1. ელექტრონული დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №24) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების სახით, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.
2. ელექტრონული დადგენილება ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული დადგენილების ამობეჭდილი ვერსია. ელექტრონულ დადგენილებასა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ დადგენილებას.
3. ელექტრონულ დადგენილებას ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.
4. ელექტრონულ დადგენილებაში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ელექტრონული დადგენილების შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები სამართალდამრღვევი პირის შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; დაკისრებული სახდელი; სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების თარიღი; მოწმისა და დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (არსებობის შემთხვევაში); საჭიროების შემთხვევაში, დადგენილების შემდგენელი უფლებამოსილი პირისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერა; შენიშვნა, რომელშიც შეიძლება აღინიშნოს სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გარემოებები ან/და დოკუმენტები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №140 - ვებგვერდი, 28.12.2018წ.
მუხლი 42🔗
1. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №25) ივსება ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.
2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი იმავდროულად არის სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსია. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს.
3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი.
4. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან), ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან); მოწმისა და დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (არსებობის შემთხვევაში); საჭიროების შემთხვევაში, ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერა; შენიშვნა, რომელშიც შეიძლება აღინიშნოს სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გარემოებები ან/და დოკუმენტები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 8 ივნისის ბრძანება №46 - ვებგვერდი, 11.06.2019წ.
მუხლი 43🔗
1. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №27) ივსება საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.
2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსია. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს.
3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი.
4. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი (არსებობის შემთხვევაში), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი (არსებობის შემთხვევაში); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; სამართლებრივი აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; მოწმისა და დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (არსებობის შემთხვევაში); საჭიროების შემთხვევაში: ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერა, შენიშვნა, რომელშიც შეიძლება აღინიშნოს სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გარემოებები ან/და დოკუმენტები.
5. საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდზე მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული, სამართალდამრღვევის უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე, ჯარიმის გადახდის წესი და პირობები.
შენიშვნა: საჯარიმო ქვითრის ელექტრონული ფორმიდან გამომდინარე, შესაძლებელია მასში ასახული არ იყო ამ მუხლით დადგენილი ყველა მონაცემი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მარტის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 23.03.2020წ.
+
მუხლი 5
1. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით შედგენილი საჯარიმო ქვითარი (დანართი №3) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას.
2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;
ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.
3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდისა და მიმღები მოლარის მონაცემებისა.
4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღნიშნება: მისი შედგენის თარიღი; საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (იურიდიული პირი) სახელი და გვარი (სახელწოდება), დაბადების თარიღი (რეგისტრაციის თარიღი), პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი) და მისამართი (იურიდიული მისამართი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ტექნიკური პასპორტის ნომერი, გაცემის თარიღი; მიმღები მოლარე; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ოქმის წარმდგენის სახელი, გვარი, ხელმოწერა; ოქმის ჩამბარებლის სახელი, გვარი, ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე უარი.
5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება: მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი.
6. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
7. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გადაეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.
+
მუხლი 51
1. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით შედგენილი საჯარიმო ქვითარი (დანართი №17) ივსება ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების (გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა) სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზაზე დაყრისას, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას.
2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;
ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.
3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდის და მიმღები მოლარის მონაცემებისა.
4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღნიშნება: მისი შედგენის თარიღი; საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და მისამართი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ტექნიკური პასპორტის ნომერი, გაცემის თარიღი; მიმღები მოლარე; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ოქმის წარმდგენის სახელი, გვარი, ხელმოწერა; ოქმის ჩამბარებლის სახელი, გვარი, ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე უარი.
5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება: მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი.
6. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
7. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გადაეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ.
+
მუხლი 6
1. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (დანართი №4) შეიძლება გამოიცეს ელექტრონული ფორმით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას.
2. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსია, რომელიც აღნიშნულ პირს ეგზავნება მისამართზე რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს.
3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი.
4. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე შედგენილ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (იურიდიული პირი) სახელი და გვარი (სახელწოდება), დაბადების თარიღი (რეგისტრაციის თარიღი), პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი) და მისამართი (იურიდიული მისამართი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ტექნიკური პასპორტის ნომერი, გაცემის თარიღი; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი და ხელმოწერა.
+
მუხლი 61
1. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (დანართი №18) შეიძლება გამოიცეს ელექტრონული ფორმით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების (გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა) სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზაზე დაყრისას, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას.
2. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსია, რომელიც აღნიშნულ პირს ეგზავნება მისამართზე რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი.
4. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე შედგენილ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (იურიდიული პირი) სახელი და გვარი (სახელწოდება), დაბადების თარიღი (რეგისტრაციის თარიღი), პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი) და მისამართი (იურიდიული მისამართი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ტექნიკური პასპორტის ნომერი, გაცემის თარიღი; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი და ხელმოწერა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ.
+
მუხლი 7
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №5) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას და ადგილზე არ ხდება ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენელის თანამდებობა, სახელი, გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი); ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი, სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარი.
3. სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილს. ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №140 - ვებგვერდი, 28.12.2018წ.
+
მუხლი 8
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №6) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ საქმის ადგილზე განხილვა არ ხდება და მას იხილავს ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში (დანართი №6) აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი, სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები (თუ ისინი არიან); დამრღვევის ახსნა-განმარტება და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
+
მუხლი 81
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17415 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ამ წესის მე-8 მუხლით დამტკიცებული №6 დანართით გათვალისწინებულ ოქმის ფორმას ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირი, ხოლო ამ წესის მე-20 მუხლით დამტკიცებული №15 დანართით გათვალისწინებულ დადგენილებას კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გამოსცემს ამავე ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი სამმართველოს უფროსი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ.
+
მუხლი 82
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №19) ივსება ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ საქმის ადგილზე განხილვა არ ხდება, სამართალდარღვევა საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლევას და საქმის მასალები განსახილველად ეგზავნება ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში (დანართი №19) აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან), ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი); ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან); მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარი.
3. სამართალდარღვევის ოქმის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ.
+
მუხლი 9
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №7) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 861, 1141 და 1142 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში (დანართი №7) აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის სახელი, გვარი და თანამდებობა; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (მათ შორის, პირადი ნომერი); დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები (თუ ისინი არიან); ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისგმებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მცურავი ობიექტის მონაცემები (თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია მცურავი ობიექტის გამოყენებით), მათ შორის IMO-ის (საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, რომელიც მცურავ ობიექტებს ანიჭებს სარეგისტრაციო ნომერს) ნომერი; მოწმის სახელი, გვარი და მისამართი (თუ არის); ოქმზე თანდართული დოკუმენტები, მათ შორის, სამართალდამრღვევის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტება და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 10 ივლისის ბრძანება №95 - ვებგვერდი,13.07.2020წ.
მუხლი 91🔗
1. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №71) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 861 და 1142 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.
2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსია. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს.
3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი.
4. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი); მცურავი საშუალების სარეგისტრაციო ნომერი, მათ შორის, IMO-ის (საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, რომელიც მცურავ საშუალებებს ანიჭებს სარეგისტრაციო ნომერს) ნომერი ან/და სახელწოდება (არსებობის შემთხვევაში); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; სამართლებრივი აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; მოწმისა და დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (არსებობის შემთხვევაში); საჭიროების შემთხვევაში: ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერა.
5. საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდზე მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული, სამართალდამრღვევის უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე, ჯარიმის გადახდის წესი და პირობები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №65 - ვებგვერდი,12.11.2021წ.
+
მუხლი 10
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევების ჩადენისას ივსება სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №8), თუ ეს წესი არ ითვალისწინებს სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენას.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;
ბ) ნაწილი II – სამართალდარღვევის ოქმის ყუა.
3. სამართალდარღვევის ოქმის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდისა და მიმღები მოლარის მონაცემებისა.
4. სამართალდარღვევის ოქმის I ნაწილში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი (სახელწოდება), დაბადების თარიღი (რეგისტრაციის თარიღი), მისამართი (იურიდიული მისამართი), მოქალაქეობა, მართვის მოწმობის სერია და ნომერი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი, ან პასპორტის ნომერი ან საიდენტიფიკაციო კოდი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის შემოწმების შეთხვევაში შემოწმების შედეგი, რომელიც ადასტურებს მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტს; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); მიმღები მოლარე, მისი ხელმოწერა და თარიღი, საბანკო კოდი; ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარი.
5. სამართალდარღვევის ოქმის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება: მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; ჯარიმის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი.
6. სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს სამართალდარღვევის ოქმის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
+
მუხლი 11
1. ადმინისტრაციული დაკავების შესახებ შედგება ოქმი (დანართი №9), რომელშიც აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი; ცნობები დაკავებული პიროვნების შესახებ; დაკავების დრო და მოტივი, ინფორმაცია დაკავებულის პირადი გასინჯვის და ნივთების გასინჯვის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ინფორმაცია დაკავების, პირადი გასინჯვის ან/და ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილი ნივთების და დოკუმენტების ჩამორთმევის შესახებ (მათი არსებობის შემთხვევაში).
2. ადმინისტრაციული დაკავების ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენელი თანამდებობის პირი და დაკავებული. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი.
3. ადმინისტრაციული დაკავების ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით.
4. ადმინისტრაციული დაკავების ოქმი დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმსა და სხვა მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად უფლებამოსილ სასამართლოს, ხოლო მეორე – გადაეცემა დაკავებულს.
+
მუხლი 12
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, პირის პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის შემთხვევაში შედგება ოქმი (დანართი №10), რომელშიც აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც ხორციელდება პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა; გასინჯვის დრო და მოტივი, ინფორმაცია პირადი გასინჯვის ან/და ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილი ნივთების და დოკუმენტების ჩამორთმევის შესახებ (მათი არსებობის შემთხვევაში); პირადი გასინჯვის ჩამტარებელი უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა; პირადი გასინჯვისას დამსწრე პირების სახელი და გვარი, ხელმოწერა; პირის ნივთების გასინჯვის ჩამტარებელი უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა; პირის ნივთების გასინჯვისას დამსწრე პირების სახელი და გვარი, ხელმოწერა.
2. პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენელი თანამდებობის პირი და პირი, რომლის მიმართაც განხორციელდა პირადი და ნივთების გასინჯვა. თუ პირი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი.
3. პირადი და ნივთების გასინჯვის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით.
4. პირადი და ნივთების გასინჯვის ოქმი დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმსა და სხვა მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად უფლებამოსილ სასამართლოს, ხოლო მეორე გადაეცემა პირს, რომლის მიმართაც განხორციელდა პირადი და ნივთების გასინჯვა.
+
მუხლი 13
1. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმა (დანართი №11) შეიძლება შეივსოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის სახით გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერება.
2. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებით ნებართვას ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი და მასში აღინიშნება: შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი) სამართალდარღვევის ოქმის ნომერი; მართვის უფლების შესაბამისი კატეგორია; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; მოქმედების ვადა; ნებართვის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
3. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმაში გადაიხაზება ის კატეგორია, რომელიც დამრღვევს არ აქვს მინიჭებული.
4. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა შეიცავს ბეჭდის ადგილს. ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირის მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას.
5. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევს.
+
მუხლი 131
1. საჯარიმო ქვითარი (დანართი №20) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ ჯარიმას, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.
2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;
ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.
3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდის და მიმღები მოლარის მონაცემებისა.
4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); მიმღები მოლარე, მისი ხელმოწერა და თარიღი, საბანკო კოდი; ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარი; ოქმზე თანდართული დოკუმენტები, მათ შორის, სამართალდამრღვევის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტება და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება: მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი.
6. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს იმ უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმის გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
7. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე – გადაეცემა დამრღვევს.
8. №20 დანართით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისა და ადგილზე შეფარდების უფლებამოსილება აქვთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 თებერვლის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 17.02.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №162 - ვებგვერდი,04.12.2020წ.
+
მუხლი 132
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №21) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ საქმის ადგილზე განხილვა არ ხდება, საქმე საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას და მას იხილავს ადმინისტრაციული ორგანო.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში (დანართი №21) აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები (თუ ისინი არიან); დამრღვევის ახსნა-განმარტება და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
3. №21 დანართით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ №22 დანართით განსაზღვრული დადგენილების გამოტანის უფლებამოსილება გააჩნიათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 თებერვლის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 17.02.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №162 - ვებგვერდი,04.12.2020წ.
+
მუხლი 133
1. დადგენილება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (დანართი №22) გამოიცემა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, როდესაც დარღვევის საქმე ადგილზე არ განიხილება და მას იხილავს ადმინისტრაციული ორგანო.
2. დადგენილებაში (დანართი №22) აღინიშნება: მისი გამოცემის თარიღი და ადგილი; სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს სახელწოდება; საქმის განმხილველი სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა; დამრღვევი პირის სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი; დარღვევის ჩადენის თარიღი და კანონის მუხლი, ნაწილი/პუნქტი, ქვეპუნქტი; დარღვევის არსი; დადგენილების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი; პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა; დადგენილების გასაჩივრების უფლება; თანამდებობის პირის ხელმოწერა და მითითება დადგენილების ჩაბარების თაობაზე.
3. დადგენილების (დანართი №22) მე-5 გრაფაში მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლის კონკრეტული ნაწილი, რომლით გათვალისწინებული ქმედებაც იქნა ჩადენილი ან რომლის მოთხოვნაც დაირღვა.
4. დადგენილების (დანართი №22) გასაჩივრებისა და დამრღვევი პირის კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებების შესახებ მიეთითება დადგენილების მე-2 გვერდზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 თებერვლის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 17.02.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №162 - ვებგვერდი,04.12.2020წ.
+
მუხლი 134
1. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და დადგენილება (№20, №21 და №22 დანართები) ტარდება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №23).
2. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვის ჟურნალში აღინიშნება: რეგისტრაციის თარიღი და ოქმის ნომერი; ვის მიერ და როდის იქნა შედგენილი; დამრღვევის სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადგილი; ვის მიერ და როდის იქნა განხილული ადმინისტრაციული საქმე, განხილვის შედეგები; დადგენილების ნომერი და თარიღი; დადგენილების ჩაბარების (გადაგზავნის) თარიღი; ოქმის/დადგენილების აღსასრულებლად მიქცევის თარიღი; ოქმის/დადგენილების აღსრულების თარიღი; შენიშვნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 თებერვლის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 17.02.2016წ.
+
მუხლი 14
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას, თუ სამართალდამრღვევს სურს, საჯარიმო ქვითარს დაურთოს ახსნა-განმარტება, ივსება სპეციალური ფორმა (დანართი №12).
+
მუხლი 15
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაიცემა დადგენილი ნიმუშის ცნობა (დანართი N13).
2. ცნობა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი დაერთვება სამართალდარღვევის ოქმს, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევს.
3. ცნობა ძალაშია მისი გაცემიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
+
მუხლი 16
1. ოქმში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.
2. ოქმის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:
ა) ინდივიდუალურ ნომერს (9 ციფრი), რომელიც ანათებს ულტრაიისფერი დანათებისას;
ბ) დამცავ საკონტროლო ნიშანს, რომელზეც სპეციალური ფირის დადებისას იკითხება: „MIA“;
გ) ექსკლუზიური რღვეული სიმეტრიის დამცავი ბადე;
დ) გილიოშური ელემენტი „როზეტი“, რომელიც დაბეჭდილია ანტიკოპირებადი საღებავით;
ე) ხაზის ნაცვლად გამოყენებულია მიკროტექსტი, სადაც იკითხება: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“.
3. ოქმის ბოლო გვერდის უკანა მარჯვენა კუთხეში დაიტანება ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის ბრძანება N126 - ვებგვერდი, 24.02.2015წ.
+
მუხლი 17
1. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ფორმები ივსება სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ.
2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით, გარდა ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით.
3. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, მოწმეებისა და დაზარალებულების არსებობის შემთხვევაში ასევე - აღნიშნული პირები. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი, მოწმე ან დაზარალებული უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
4. ოქმი დგება ორ ეგზემპლარად, გარდა ელექტრონული საჯარიმო ქვითრებისა. ოქმის ერთი ეგზემპლარი ინახება ოქმის შემდგენელ თანამდებობის პირთან, ხოლო თუ საქმის განხილვა ადგილზე არ ხდება ან დარღვევა საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს. ოქმის მეორე ეგზემპლარი გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, რაზედაც ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
5. საბანკო ან სხვა დაწესებულება სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო ბანკისათვის სამართალდამრღვევის მიერ ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის ბრძანება N126 - ვებგვერდი, 24.02.2015წ.
+
მუხლი 18
1. ამ ბრძანებით დამტკიცებულ ოქმებს გააჩნია ანბანური სერია და ციფრობრივი ნუმერაცია.
2. ამ ბრძანებით დამტკიცებული ოქმების ციფრობრივი ნუმერაცია განისაზღვრება ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით.
3. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს შემდეგი ანბანური სერიის მქონე ოქმების ფორმების დამზადებასა და განაწილებას:
ა) №1 დანართი – „აგ“ ან „აუ“;
ბ) №3 დანართი – „აფ“ ან „აქ“;
გ) №4 დანართი – „ავ“ ან „აზ“;
დ) №5 დანართი – „აღ“ ან „აყ“;
ე) №6 დანართი – „აკ“ ან „ალ“;
ვ) №8 დანართი – „აშ“ ან „აჩ“;
ზ) №9 დანართი – „აო“ ან „აპ“;
თ) №10 დანართი – „აჟ“ ან „არ“;
ი) №11 დანართი – „ას“ ან „ატ“;
კ) №16 დანართი – „ეა“ ან „ებ“;
ლ) №17 დანართი – „ეგ“ ან „ედ“;
მ) №18 დანართი – „ეე“ ან „ევ“;
ნ) №19 დანართი – „ეზ“ ან „ეთ“ ;
ო) №26 დანართი – „ზბ“ ან „ზგ“.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ოქმებს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ანაწილებს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილ მოსამსახურეებზე, აგრეთვე უზრუნველყოფს სამინისტროს გენერალური ინსპექციის, სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სხვა დანაყოფების ოქმებით მომარაგებას. აღნიშნული ოქმებით მომარაგების თაობაზე სამინისტროს გენერალური ინსპექცია, სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტი, სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სხვა დანაყოფი წერილობით მიმართავს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, რომელიც ვალდებულია გასცეს მოთხოვნილი რაოდენობის ოქმი მიმართვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში. (გავრცელდეს 2016 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
5.სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და ტერიტორიული ორგანოები უზრუნველყოფენ შემდეგი ანბანური სერიის მქონე ოქმების ფორმების დამზადებასა და განაწილებას:
ა) N1 დანართი – „ბბ“ ან „ბპ“;
ბ) N5 დანართი – „ბჟ“ ან „ბრ“;
გ) N6 დანართი – „ბე“ ან „ბვ“;
დ) N8 დანართი – „ბს“ ან „ბტ“;
ე) N9 დანართი – „ბი“ ან „ბკ“;
ვ) N10 დანართი – „ბლ“ ან „ბმ“;
ზ) N11 დანართი – „ბნ“ ან „ბო“;
თ) №16 დანართი – „ვა“ ან „ვბ“;
ი) №17 დანართი – „ვგ“ ან „ვდ“;
კ) №18 დანართი – „ვე“ ან „ვვ“;
ლ) №19 დანართი – „ვზ“ ან „ვთ“;
მ) №26 დანართი – „თა“ ან „თბ“.
მ) №26 დანართი – „თბ“ ან „თგ“.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ოქმების საჭირო რაოდენობით დაბეჭდვისა და სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილ მოსამსახურეებზე განაწილების პროცესს საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. ოქმების დაბეჭდვისათვის უფლებამოსილება გააჩნია როგორც სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, ასევე ტერიტორიულ ორგანოს. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო უშუალოდ მის მიერ ოქმების დაბეჭდვის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ოქმების დუბლირებული ნუმერაციით დაბეჭდვის გამორიცხვის მიზნით, წერილობითი თანხმობის მისაღებად მიმართავს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, რომელიც ვალდებულია, აღნიშნული თანხმობა გასცეს ასეთი მიმართვიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღის განმავლობაში. ოქმების დაბეჭდვისა და მიღების შემდეგ სამინისტროს ტერიტორიული ორგანო დაუყოვნებლივ ახორციელებს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წერილობით ინფორმირებას. სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისაგან ოქმების გამოთხოვის შემთხვევაში, მოთხოვნილი რაოდენობის ოქმი უნდა გაიცეს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიმართვიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში.
7. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილ მოსამსახურეებზე უზრუნველყოფს შემდეგი ანბანური სერიის მქონე ოქმების ფორმების დამზადებასა და განაწილებას:
ა) №1 დანართი – „დკ“ ან „დლ“;
ბ) №6 დანართი – „და“ ან „დბ“;
გ) №7 დანართი – „დგ“;
დ) №8 დანართი – „დდ“ ან „დე“;
ე) №9 დანართი – „დვ“ ან „დზ“;
ვ) №10 დანართი – „დთ“ ან „დი“.
71. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს შემდეგი ანბანური სერიის მქონე ოქმის ფორმების დამზადებასა და განაწილებას:
ა) №20 დანართი – „სა“ ან „სბ“;
ბ) №21 დანართი – „სგ“ ან „სდ“.
8. ბრძანებით დამტკიცებული დანართების (გარდა ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა) დაბეჭდილ ვერსიებში აუცილებელია მითითებულ იქნეს შესაბამისი დანართის ნუმერაცია.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის ბრძანება N126 - ვებგვერდი, 24.02.2015წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 თებერვლის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 17.02.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 11 მაისის ბრძანება №237 - ვებგვერდი,13.05.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მაისის ბრძანება №292 - ვებგვერდი,02.06.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მარტის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 23.03.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №162 - ვებგვერდი,04.12.2020წ.
+
მუხლი 19
1. რეაგირების ოქმი (დანართი №14) ივსება შემთხვევის ადგილზე მისული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ. ოქმში აღინიშნება ინფორმაცია ადგილზე არსებული ვითარების, ფაქტობრივი გარემოებების, მოსამსახურის მიერ მიღებული ზომების, შემთხვევასთან დაკავშირებული პირების, მათ შორის, დამსწრეებისა (მათი არსებობის შემთხვევაში) და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ოქმის ფორმა შედგეს ამ ბრძანებით დამტკიცებული ფორმისაგან განსხვავებულად, თითოეულ პუნქტში მხოლოდ დამატებითი ხაზების მითითებით.
2. რეაგირების ოქმი პრიორიტეტულად უნდა შედგეს იმ ადგილზე, სადაც მოხდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ რეაგირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
3. რეაგირების ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ან/და დამსწრე პირები (არსებობის შემთხვევაში).
4. რეაგირების ოქმით გათვალისწინებული შენიშვნის გრაფა ივსება მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ და დამსწრე პირის ოქმზე ხელმოწერა არ გულისხმობს შენიშვნაში მითითებული ინფორმაციის დადასტურებას.
5. შემთხვევის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღების სათანადო აუცილებლობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე უფლებამოსილია, შემთხვევასთან დაკავშირებულ პირს ჩამოართვას წერილობითი ახსნა-განმარტება, რომელიც შეიძლება დაერთოს რეაგირების ოქმს.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული ოქმი და მასზე თანდართული დოკუმენტაცია ინფორმირებისა და სათანადო რეაგირების მიზნით ეგზავნება მოსამსახურის უფლებამოსილ ხელმძღვანელს.
7. რეაგირების ოქმის შედგენისა და სხვაგვარი დამუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. რეაგირების ოქმის გაცნობა მესამე პირისათვის დასაშვებია მხოლოდ აღნიშნული კანონის მოთხოვნათა დაცვით.
8. რეაგირების ოქმის შედგენა არ არის სავალდებულო, როდესაც ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ ხდება სამართალდარღვევის ოქმის ან სხვა ოქმის ფორმის შედგენა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 5 მარტის ბრძანება N163 - ვებგვერდი, 06.03.2015წ.
+
მუხლი 20
1. დადგენილება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (დანართი №15) გამოიცემა ადმინისტრაციული კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც დარღვევის საქმე ადგილზე არ განიხილება და მას იხილავს ადმინისტრაციული ორგანო.
2. დადგენილებაში (დანართი №15) აღინიშნება: მისი გამოცემის თარიღი და ადგილი; საქმის განხილვისათვის უფლებამოსილი დანაყოფის სახელწოდება; საქმის განმხილველი მოსამსახურის სახელი, გვარი და თანამდებობა; დამრღვევი პირის სახელი, გვარი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი; დარღვევის ჩადენის თარიღი და კანონის მუხლი, ნაწილი/პუნქტი, ქვეპუნქტი; დარღვევის არსი; დადგენილების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი; პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა; დადგენილების გასაჩივრების უფლება; თანამდებობის პირის ხელმოწერა და მითითება დადგენილების ჩაბარების თაობაზე.
3. დადგენილების მე-5 გრაფაში მიეთითება იმ კანონის სახელწოდება და კონკრეტული მუხლი, პუნქტი/ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლით გათვალისწინებული ქმედებაც იქნა ჩადენილი ან რომლის მოთხოვნაც დაირღვა.
4. დადგენილების გასაჩივრებისა და დამრღვევი პირის კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებების შესახებ მიეთითება დადგენილების მე-2 გვერდზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 5 მარტის ბრძანება N163 - ვებგვერდი, 06.03.2015წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“, №625, 15.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 020080160.22.034.016347 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2459253-12/