ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, ოდენობის (განაკვეთის) განსაზღვრის და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
წინამდებარე ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს
მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა, ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.
ა) მესაკუთრის მონაცემები;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ) გადასახდელი თანხა;
დ) გადახდის ვადა;
ე) გადახდის ადგილი.
მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში, უნაღდო ანგარიშსწორების წესით. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
ქ. ახალციხის ტერიტორიაზე დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება იურიდიული პირებისათვის: მ= გ X რ. მ - ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის. (ლარი) გ - მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი) რ - ზომის ერთეულის ფაქტიური რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.). |
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, ოდენობის (განაკვეთის) განსაზღვრის და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, №31, 22.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.173.016031 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2473001-1/