წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
დანართი №1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა თანამდებობის პირებისა, მძღოლის, დამლაგებლის, დარაჯის და სხვა ტექნიკური პერსონალისა, მოეთხოვება:
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word) დამაკმაყოფილებელი ცოდნა;
გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
გ.ბ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” (I -VI თავი);
გ.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი’ (I-IV,VI, VIII, IX, XIII თავები);
გ.დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’;
გ.ე) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება;
გ.ვ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
გ.ზ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება;
გ.თ) თითოეული თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე - შესაბამისი სამართლებრივი აქტები (საჭიროებისამებრ).
2. საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 2-წლიანი საერთო შრომითი სტაჟი.
3. განყოფილების უფროსის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 1-წლიანი საერთო შრომითი სტაჟი.
4. გამგებლის წარმომადგენლის, მთავარი სპეციალისტის, წამყვანი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ საშუალო განათლება და პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები.
|
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №50, 29.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016219 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2480477-2/