ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.09.2014 ძალადაკარგული 26.02.2021
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.134.016142
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2014 წლის 1 სექტემბერი

დაბა ქედა

 

ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა  და  „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №39 - ვებგვერდი, 03.09.2018წ.


+
მუხლი 1
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება თანახმად დანართისა.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეგურამ ანანიძე
+



დანართი

 

ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება ადგენს ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის (შემდგომში - ვებგვერდი) შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა) ქედის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;
ბ) ქედის მუნიციპალიტეტის მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
3. ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.keda.ge.

+
მუხლი 2. ვებგვერდის ადმინისტრირება
1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს მერიის ადმინისტრაციული სამსახური.
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ) ინფორმაციის განთავსებას;
დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას მერისათვის;
ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №39 - ვებგვერდი, 03.09.2018წ.


+
მუხლი 3.  ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი
1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.
2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.
3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ) ქედის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირები;
გ) ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ)  მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ-რესურსები;
ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;
ვ)  ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.
5.  ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მუდმივად განახლებადი;
ბ) ყოველკვირეული;
გ) ყოველთვიური.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №39 - ვებგვერდი, 03.09.2018წ.


+
მუხლი 4. ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება
1. მერიის სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ ქედის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის  იურიდიული პირების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებების, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და ინტერნეტრესურსების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურისთვის მიწოდებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განსათავსებლად.
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე მერიის ადმინისტრაციული სამსახური.
3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია:
ა) მუდმივად განახლებადის – ყოველი დღის 12.00 სთ.
ბ) ყოველკვირეულის – ყოველი სამშაბათის 12.00 სთ.
გ) ყოველთვიურის – ყოველი თვის 15 რიცხვის 12.00 სთ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება მერის გადაწყვეტილების შესაბამისად.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №39 - ვებგვერდი, 03.09.2018წ.


+
მუხლი 5. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა
ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია:
ა) მთავარი;
ბ) ქედის შესახებ;
გ) საკრებულო;
დ) მერია;
ე) გენდერული თანასწორობის საბჭო;
ვ) საჯარო ინფორმაცია;
ზ) პროგრამები/პროექტები;
თ) აუქციონები/ტენდერები;
ი) კონტაქტი.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №39 - ვებგვერდი, 03.09.2018წ.


+
მუხლი 6. ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა
1. ქედის შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) გეოგრაფია და ბუნება;
ბ) სიმბოლიკა;
გ) ტერიტორიული დაყოფა;
დ) საპატიო ქედელები.
2. საკრებულოს შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) თავმჯდომარე;
ბ) თავმჯდომარის მოადგილე;
გ) საკრებულოს წევრები;
დ) ფრაქციები;
ე)  კომისიები;
ვ) აპარატი;
ზ) სამართლებრივი აქტები.
3. მერიის შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) მერი;
ბ) მერის მოადგილეები;
გ) სამსახურები;
დ) მერის წარმომადგენლები;
ე) მუნიციპალური ორგანიზაციები;
ვ) მერის სტრუქტურა.
4. გენდერული თანასწორობის საბჭოს შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) საბჭოს შემადგენლობა;
ბ) დებულება;
5. საჯარო ინფორმაციის შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი;
ბ) კანონმდებლობა;
გ) ანგარიში;
დ) ბიუჯეტი.
6. პროგრამებისა და პროექტების შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) პროგრამები;
ბ) პროექტები.
7. აუქციონებისა და ტენდერების შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) აუქციონები;
ბ) ტენდერები.
8. კონტაქტის შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) საკრებულო;
ბ) მერია.
9. ტურისტულ გზამკლევში განთავსებულია  შემდეგ ინფორმაცია: რა უნდა იცოდეთ (გეოგრაფია და ბუნება, ტურიზმი და მოგზაურობა, საინფორმაციო ცენტრი), სანახაობა (თაღოვანი ხიდები, ციხე-კოშკები, ღირსშესანიშნავი ადგილები), განთავსება (საოჯახო სასტუმროები, კოტეჯები), კვების ობიექტები (რესტორნები, კაფეები, სხვა), სპორტი და განათლება (სპორტი, განათლება), მედიცინა და ბანკები (სამედიცინო მომსახურება, ბანკები).
10. გვერდით სივრცეებში თავსდება ზოგადი ინფორმაცია, ფოტოგალერეა, ვიდეოგალერეა, განცხადებები, ელქტრონული პეტიცია,  სასარგებლო ბმულები და სხვა.
11. კონტაქტში თავსდება მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ელ. ფოსტის მისამართები, ტელეფონის ნომრები და სხვა საკონტაქტო მონაცემები.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №39 - ვებგვერდი, 03.09.2018წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“, №23, 01.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016142 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2481831-1/