საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (21 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №520 |
|
2014 წლის 1 სექტემბერი ქ.თბილისი |
|
საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს.
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერმინების გარდა, ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არასრულწლოვანი პირი – 18 წლამდე ასაკის პირი, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე‑12 მუხლის მე‑3 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა;
ბ) წარმომადგენელი – პირის კანონიერი წარმომადგენელი ან ადმინისტრაციულ წარმოებაში მინდობილობის/რწმუნებულების საფუძველზე მოქმედი პირი;
გ) კანონი - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი.
1. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო).
2. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, სააგენტოს განცხადება წარედგინება მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული განცხადების ფორმის შევსების საშუალებით.
3. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, განცხადების წარდგენის უფლება აქვს საქართველოში მყოფ სრულწლოვან ქმედუნარიან პირს, ხოლო სხვა ქვეყანაში მყოფ უცხოელს, უფლება აქვს მიმართოს სააგენტოს ელექტრონული ფორმით საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული განცხადების ფორმის შევსების საშუალებით. უცხოელი უფლებამოსილია, სააგენტოს განცხადებით მიმართოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.
4. უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლსა ან დაზარალებულ პირზე, სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში.
5. არასრულწლოვან პირთა მიერ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხი განიხილება მათი წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე. მინდობილობის/რწმუნებულების საფუძველზე მოქმედი პირის მიერ არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხზე განცხადების წარდგენისას, მოითხოვება ორივე მშობლის (თუ არასრულწლოვანს მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს - შესაბამისი მშობლის, ხოლო თუ არასრულწლოვანს არცერთი მშობელი არ ჰყავს - მისი კანონიერი წარმომადგენლის) თანხმობა. არასრულწლოვანი პირის მიერ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხზე ერთ‑ერთი მშობლის (ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის) მიერ განცხადების წარდგენისას, მეორე მშობლის (ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის) თანხმობა არ მოითხოვება, გარდა არასრულწლოვანი პირისთვის მუდმივი ცხოვრების უფლებით ბინადრობის ნებართვის მოპოვების შემთხვევებისა.
6. არასრულწლოვნის ან ქმედუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა გამოხატული უნდა იქნეს ერთ-ერთი შემდეგი ფორმით:
ა) სათანადო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით;
ბ) სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი ფორმით;
გ) პირადობის ან ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული თანხმობის ფორმის წარდგენის გზით;
დ) სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე თანხმობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატვის გზით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
7. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების შესახებ განცხადების წარდგენაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, ამ წესის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით, თუ მესამე პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
8. დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა.
9. უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტისას, სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე - ელექტრონული ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1. სააგენტო უფლებამოსილია, სხვა ქვეყანაში ინფექციური ან სხვა დაავადებათა გავრცელებისას, რომლის ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას, ამ წესით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად მოითხოვოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა.
2. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად, განცხადება და საჭირო დოკუმენტები სააგენტოში უნდა იქნეს წარდგენილი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, სახელმწიფო ენაზე. სააგენტო უფლებამოსილია, განცხადება მიიღოს არასახელმწიფო ენაზეც.
3. დოკუმენტების ასლების წარდგენის შემთხვევაში, ისინი უნდა იქნეს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით. უცხო ენაზე შესრულებული დოკუმენტი სააგენტოს წარედგინება კანონმდებლობით დადეგნილი წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს უცხოელის პასპორტი ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.
4. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო, სხვა სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნული დოკუმენტები, შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით, დედნის წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრით ან სხვა საშუალებით.
5. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას, ნათესაური კავშირის დადასტურების საჭიროების არსებობისას, ამგვარი ფაქტი შესაძლებელია, დადასტურდეს დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანისა ან სხვა მოწმობით/დოკუმენტით, მეურვის ან მზრუნველის დანიშვნის შესახებ დოკუმენტით, ხოლო ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისათვის ნათესაური კავშირი შეიძლება, ასევე, დადასტურდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტით.6. საქართველოში დაბადებულ 6 თვემდე ასაკის უცხოელებზე საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვისას, არ ვრცელდება საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება, თუ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების შესახებ განცხადების წარდგენამდე მათ არ დაუტოვებიათ საქართველოს ტერიტორია.
7. ამ წესით გათვალისწინებული, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განსახილველად დაწესებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და სააგენტოს აქვს შესაძლებლობა კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.
1. საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
გ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საიმიგრაციო ვიზა D1/D2);
დ) მუშაობისა და სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი); თუ აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დასტურდება უცხოელის ლეგალური შემოსავალი, შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც შრომითი ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები;
ე) ფოტოსურათი, ზომით 3/4;
ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
2. თავისუფალი პროფესიის ადამიანმა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
გ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საემიგრაციო ვიზა D1/D2);
დ) პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა (ცნობა პროფესიული გაერთიანებიდან ან განათლების დამადასტურებელი ცნობა (დიპლომი, სერტიფიკატი და სხვა);
ე) ცნობა ბანკიდან, რომელიც ასახავს მათ პირად ანგარიშზე რიცხულ თანხას, რომელიც არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები;
ვ) საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე უცხოელის რეკომენდაცია, პირთა ან საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ უცხოელის მიერ საქართველოში საქმიანობის განხორციელების მიზნით, შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე;
ზ) ფოტოსურათი, ზომით 3/4;
თ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
გ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საიმიგრაციო ვიზა D3);
დ) საქართველოში ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა უცხოელის სწავლის თაობაზე (სწავლის სავარაუდო ხანგრძლივობის მითითებით);
ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლისა და აღნიშნულ პირთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც სასწავლო ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები;
ვ) ფოტოსურათი, ზომით 3/4;
ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
გ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საიმიგრაციო ვიზა D4);
დ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლებისმქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც, ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები;
ვ) ფოტოსურათი, ზომით 3/4;
ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
1. საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
გ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) ფოტოსურათი, ზომით 3/4;
ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
2. უცხოელს, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და არ დაუტოვებია საქართველოს ტერიტორია, საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად არ მოეთხოვება საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენა.
სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) საქართველოს მთავრობის წევრის ინიციატივით უცხოელზე ბინადრობის ნებართვის გასაცემად:
ა.ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ა.ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
ა.გ) საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი მიმართვა;
ა.დ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს ვიზა);
ა.ე) ფოტოსურათი, ზომით 3/4;
ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლზე ან დაზარალებულზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გასაცემად - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობა;
გ) კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გასაცემად:
გ.ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
გ.ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ.გ) ფოტოსურათი, ზომით 3/4.
მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე ან შვილზე მუდმივი ცხოვრების ნებართვის გასაცემად:
ა.ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ა.ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
ა.გ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საიმიგრაციო ვიზა D4);
ა.დ) საქართველოს მოქალაქესთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ საქართველოს მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია - სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა;
ა.ვ) ფოტოსურათი, ზომით 3/4;
ა.ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
ბ) საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 6 წლის განმავლობაში მცხოვრებ უცხოელზე მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად:
ბ.ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ.ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
ბ.გ) საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 6 წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოში დროებითი ბინადრობის მოწმობის/ბინადრობის ნებართვის ასლი);
ბ.დ) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ხოლო თუ საქართველოს მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია - სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა;
ბ.ე) ფოტოსურათი, ზომით 3/4;
ბ.ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
1. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
გ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) საქართველოში არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (აუდიტორული დასკვნა);
ე) საქართველოს მთავრობის წევრის ან საქართველოში მოქმედი მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე საქართველოს 3 მოქალაქის წერილობითი რეკომენდაცია;
ვ) ფოტოსურათი, ზომით 3/4;
ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
2. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრის მიერ ამავე სახის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, სააგენტოში უნდა იქნეს წარდგენილი:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
გ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ბინადრობის ნებართვის ასლი;
ე) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ფოტოსურათი, ზომით 3/4;
ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, პირს მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა მიეცემა ავტომატურად, რის შესახებაც მიეთითება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებაში.
1. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს, ასევე, შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები.
2. განცხადების განხილვის პროცესში, სააგენტო უფლებამოსილია, მიიწვიოს განმცხადებელი და მიიღოს მისგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია და ახსნა-განმარტება. განმცხადებლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, განცხადება დატოვოს განუხილველად.
3. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოსათვის საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 დღეს.
4. თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხით, იგი უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.
5. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაცია. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.
6. საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე, უცხოელზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში, არ ხდება კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გადამოწმება.
7. უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.
8. უცხოელზე, რომელმაც მიიღო საქართველოში ბინადრობის ნებართვა, სააგენტო გასცემს შესაბამის ბინადრობის მოწმობას, რომლის ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
9. უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, უფლება აქვს, იმავე საფუძვლით, განმეორებით, წარადგინოს განცხადება პირველ განცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არანაკლებ ერთი თვის შემდეგ.
1. კანონის მე-15 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელის საქართველოში სავარაუდო ყოფნის ვადით, მაგრამ არა უმეტეს 6 წლისა.
2. საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა არანაკლებ 6 თვით და არა უმეტეს 1 წლის ვადით. მისი მოქმედების ვადის გაგრძელება შეიძლება დამატებით 5 წლამდე ვადით იმ პირობით, რომ საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის საერთო ვადა არ აღემატებოდეს 6 წელს.
3. კანონის მე-15 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა 6 წლის ვადით.
4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით.
5. პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, ბინადრობის ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით, რომლის გაგრძელება შესაძლებელია იმავე ვადით და იმავე პირობით.
6. მუდმივი ცხოვრების უფლებით გაიცემა:
ა) მუდმივი ცხოვრების ნებართვა;
ბ) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა;
გ) საქართველოში ბინადრობის ნებართვა მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით ან რომელიც 1993 წლის 31 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 31 მარტის შემდეგ არ მოხსნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან.
1. საქართველოში ბინადრობის ნებართვა ავტომატურად უქმდება მისი მოქმედების ვადის ამოწურვისას. სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება კანონის 21–ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ. უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ელექტრონული ან წერილობითი ფორმით.
2. სახელმწიფო ორგანოები და იურიდიული და/ან ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან, სააგენტოს აცნობონ უცხოელისთვის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების შესახებ.
3. საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება იმავე პირობების შესაბამისად, რა პირობებითაც მოხდა მისი გაცემა.
1. ელექტრონული ფორმით განცხადება მიიღება ამ წესით დადგენილი პრინციპებისა და პირობების შესაბამისად, ამ მუხლში განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.
2. ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას.
3. ელექტრონული ფორმით განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში, საქართველოში ბინადრობის ნებართვის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტები, ასევე, უნდა იქნეს წარდგენილი მატერიალური ფორმით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
5. განმცხადებლის ვინაობასთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღებაზე.
6. სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოში ბინადრობის ნებართვის საკითხებზე სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების გაცნობიდან 1 თვის ვადაში.
1. უცხოელებზე, რომელთა საქართველოში ბინადრობის ნებართვის/ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადა კანონის ძალაში შესვლის დღიდან 40 დღეზე ნაკლებია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის გაგრძელებისას არ ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება.
2. უცხოელებზე, რომლებიც კანონის ძალაში შესვლის დღისთვის ფლობენ საქართველოში ბინადრობის ნებართვას/ბინადრობის მოწმობას, საქართველოში ბინადრობის ნებართვის იმავე საფუძვლით გაგრძელებისას არ ვრცელდება შესაბამისი კატეგორიის ვიზის ფლობის ვალდებულება.
3. ნათესაური კავშირისა და მკურნალობის საფუძვლით საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ამ წესის ამოქმედებამდე მიღებული განცხადებების განხილვა სრულდება განცხადების მიღების დღეს მოქმედი წესით.
1
+
საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1🔗
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი“.
+
მუხლი 2🔗
„ნორმატიული აქტები შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უცხოელებზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის დამატებითი პირობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის №237 დადგენილება.
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი
+
მუხლი 1. ზოგადი დებულება🔗
საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს.გ) კანონი - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) კანონი - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი.
დ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირი – „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირები.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის დადგენილება №46 - ვებგვერდი, 30.01.2017წ.
11. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, განცხადება სააგენტოს შესაძლებელია წარედგინოს ასევე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების შენობის გარეთ (ადგილზე მომსახურება), რისთვისაც უცხოელი იხდის მომსახურების საფასურს.
3. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად განცხადების წარდგენის უფლება აქვს საქართველოში მყოფ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს, ასევე საქართველოში მყოფ არასრულწლოვანს, კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით. სხვა ქვეყანაში მყოფ უცხოელს, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უფლება აქვს, მიმართოს სააგენტოს ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული განცხადების ფორმის შევსების საშუალებით. უცხოელი უფლებამოსილია, სააგენტოს განცხადებით მიმართოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი უფლებამოსილია, ბინადრობის ნებართვის გაგრძელების მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.
4. უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება უვადო ბინადრობის ნებართვის, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე, აგრეთვე სხვა ქვეყანაში მყოფ უცხოელზე, რომელსაც სურს, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, სააგენტოს მიმართოს ელექტრონული ფორმით. ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით უცხოელი სააგენტოს მიმართავს არაუადრეს 90 დღისა ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე. ოჯახის გაერთიანების მიზნით და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოთხოვნისას, ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადა უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
9. (ამოღებულია - 11.05.2021, №209).
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №574- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 ივლისის დადგენილება №352 - ვებგვერდი, 02.08.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მაისის დადგენილება №209 – ვებგვერდი, 11.05.2021წ.
2. (ამოღებულია - 11.05.2021, №209).
31. სააგენტოში განცხადების წარდგენისას სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე უნდა იყოს დარჩენილი არანაკლებ 30 კალენდარული დღისა. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება:
ა) სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვევაზე, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ უცხოელი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
5. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას, ნათესაური კავშირის დადასტურების საჭიროების არსებობისას, ამგვარი ფაქტი შესაძლებელია, დადასტურდეს დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანისა ან სხვა მოწმობით/დოკუმენტით, მეურვის ან მზრუნველის დანიშვნის შესახებ დოკუმენტით, ხოლო ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისათვის ნათესაური კავშირი შეიძლება, ასევე, დადასტურდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტით.
ბ) კანონის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვევაზე.
32. საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხის შესახებ ცნობა ბანკის მიერ უნდა იყოს გაცემული სააგენტოსთვის წარდგენამდე არაუგვიანეს 10 კალენდარული დღით ადრე.
4. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო, სხვა სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები, გარდა საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტებისა, წარდგენილი უნდა იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნული დოკუმენტები, შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით, დედნის წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრით ან სხვა საშუალებით.
5. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას ნათესაური კავშირის დადასტურების საჭიროების არსებობისას, ამგვარი ფაქტი შესაძლებელია, დადასტურდეს დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის ან სხვა მოწმობით/დოკუმენტით, მეურვის ან მზრუნველის დანიშვნის შესახებ დოკუმენტით, ხოლო საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის ნათესაური კავშირი შეიძლება, ასევე დადასტურდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტით.
6. საქართველოში დაბადებულ 6 თვემდე ასაკის უცხოელებზე საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვევისას არ ვრცელდება საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება, თუ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების შესახებ განცხადების წარდგენამდე მათ არ დაუტოვებიათ საქართველოს ტერიტორია.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის დადგენილება №120 - ვებგვერდი, 23.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №574- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის დადგენილება №46 - ვებგვერდი, 30.01.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 ივლისის დადგენილება №352 - ვებგვერდი, 02.08.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მაისის დადგენილება №209 – ვებგვერდი, 11.05.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №395 – ვებგვერდი, 11.10.2023წ.
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებულმა შრომითმა იმიგრანტმა ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელმა უცხოელმა შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება, რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მიეთითოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციისას მინიჭებული უნიკალური კოდი;
გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი);
ე) ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებით ვერ დასტურდება უცხოელის ლეგალური შემოსავალი, შემოსავლად ასევე შეიძლება, ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა (მათ შორის, ბანკის მიერ გაცემული ცნობა), რომლის ოდენობაც, შრომითი ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები;
ვ) სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მისი დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის, ხოლო საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში, წლიური ბრუნვა არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე;
ზ) ცნობა უცხოელის დამსაქმებელ საწარმოში/დაფუძნებულ საწარმოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ უცხოელთა რაოდენობის შესახებ;
თ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით;
ი) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
2. (ამოღებულია - 30.07.2019, №352).
21. თუ შეუძლებელია განცხადებაში მითითებული კოდის მეშვეობით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში შრომითი მიგრანტის რეგისტრაციის ფაქტის გადამოწმება, სააგენტო უფლებამოსილია, განმცხადებელს მოსთხოვოს ამავე სამინისტროში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. როდესაც დამსაქმებელი/დაფუძნებული საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობის ნაცვლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს კომპეტენტური ორგანოს/პირის მიერ გაცემული სათანადო ცნობა ან ცნობები, რომლითაც/რომლებითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ:
ა) უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) ცნობის გაცემის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე არ არის 50 000 ლარზე ნაკლები, ხოლო უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში – 35 000 ლარზე ნაკლები.
4. თუ ობიექტურად შეუძლებელია ამ მუხლის პირველი – მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ცნობების წარდგენა, მათ ნაცვლად უცხოელმა სააგენტოში შეიძლება, წარადგინოს სხვა ნებისმიერი ცნობა ან მტკიცებულება, რომელიც უდავოდ ადასტურებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების არსებობას.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №574- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 ივლისის დადგენილება №352 - ვებგვერდი, 02.08.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №481 – ვებგვერდი, 07.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აპრილის დადგენილება №167 – ვებგვერდი, 05.04.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №395 – ვებგვერდი, 11.10.2023წ.
გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით;
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №574- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აპრილის დადგენილება №167 – ვებგვერდი, 05.04.2022წ.
გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით;
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №574- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აპრილის დადგენილება №167 – ვებგვერდი, 05.04.2022წ.
გ) საქართველოში კანონიერად ყიფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით;
2. უცხოელს, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და არ დაუტოვებია საქართველოს ტერიტორია, საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად არ მოეთხოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენა.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №574- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აპრილის დადგენილება №167 – ვებგვერდი, 05.04.2022წ.
ა.დ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ა.ე) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით;
გ.გ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით;
დ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გასაცემად:
დ.ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
დ.ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
დ.გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ.დ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ.ე) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით;
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №574- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აპრილის დადგენილება №167 – ვებგვერდი, 05.04.2022წ.
ა) საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე ან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე მუდმივი ცხოვრების ნებართვის გასაცემად:
ა.გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ა.ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ საქართველოს მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია – სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა;
ა.ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით;
ბ) საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 10 წლის განმავლობაში მცხოვრებ უცხოელზე მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად:
ბ.გ) საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოში დროებითი ბინადრობის მოწმობის/ბინადრობის ნებართვის ასლი);
ბ.დ) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ხოლო თუ საქართველოს მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია – სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა;
ბ.ე) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით;
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №574- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მაისის დადგენილება №209 – ვებგვერდი, 11.05.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აპრილის დადგენილება №167 – ვებგვერდი, 05.04.2022წ.
გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) საქართველოში არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიცირებული აუდიტორის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნა) ან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს;
დ1) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული სერტიფიცირებული შემფასებლის დასკვნა);
ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით;
11. 300 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი ვალდებულია, ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის ფლობის პერიოდში ყოველწლიურად, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ყოველი წლის ამოწურვამდე, სააგენტოს სსიპ − შემოსავლების სამსახურიდან წარუდგინოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან წლიური ბრუნვის შესახებ, რომლითაც დასტურდება საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის წლიური ბრუნვა. 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირი ვალდებულია, შეინარჩუნოს საკუთრების უფლება იმ უძრავ ნივთზე, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზეც გაიცა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა ან კანონის 21-ე მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვით ჩანაცვლებულ უძრავ ნივთზე.
გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით;
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №574- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 ივლისის დადგენილება №352 - ვებგვერდი, 02.08.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აპრილის დადგენილება №167 – ვებგვერდი, 05.04.2022წ.
მუხლი 121. დროებითი ბინადრობის ნებართვა🔗
უცხოელზე, რომელიც „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არის მსხვერპლი და რომლის დაცვის უზრუნველსაყოფად გამოცემულია შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი ან/და რომლის მიმართ განხორციელებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები ან/და რომელიც სარგებლობს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ან კრიზისული ცენტრის მომსახურებებით, დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №574- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №395 – ვებგვერდი, 11.10.2023წ.
მუხლი 122. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა🔗
1. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, უცხოელის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნივთის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულება);
ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით;
ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
2. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის მეუღლისა და შვილის/შვილების მიერ ამავე სახის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა იქნეს წარდგენილი:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ბინადრობის ნებართვის ასლი;
ე) მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით;
ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №574- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 ივლისის დადგენილება №352 - ვებგვერდი, 02.08.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მაისის დადგენილება №209 – ვებგვერდი, 11.05.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აპრილის დადგენილება №167 – ვებგვერდი, 05.04.2022წ.
მუხლი 123. უვადო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები🔗
1. უვადო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა, რომელიც 5 წლის განმავლობაში ფლობდა საქართველოში 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე გაცემულ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების 5-წლიანი ვადის ამოწურვამდე სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
გ) საქართველოში 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის მოწმობის/ბინადრობის ნებართვის ასლი;
დ) ინფორმაცია საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემიდან მე-5 წლის ბრუნვის შესახებ, რომლითაც დასტურდება მის მიერ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მე-5 წელს არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ბრუნვა;
ე) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით;
ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
2. უვადო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა, რომელიც 5 წლის განმავლობაში ფლობდა საქართველოში 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების 5-წლიანი ვადის ამოწურვამდე სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
გ) საქართველოში 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის მოწმობის/ბინადრობის ნებართვის ასლი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − საჯარო რეესტრი) მიერ გაცემული ცნობა ამავე ბინადრობის ნებართვის მიღებიდან ჯამურად 5 წლის განმავლობაში იმ უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზეც მიიღო მან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა ან კანონის 21-ე მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვით ჩანაცვლებული უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ;
დ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით;
ე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრის მიერ უვადო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ბინადრობის ნებართვის ასლი;
ე) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით;
ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
4. თუ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი სააგენტოს უვადო ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნით მიმართავს, მას სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე უნარჩუნდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 ივლისის დადგენილება №352 - ვებგვერდი, 02.08.2019წ.
2. (ამოღებულია - 11.05.2021, №209).
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მაისის დადგენილება №209 – ვებგვერდი, 11.05.2021წ.
მუხლი 131. ბინადრობის ნებართვის საფუძვლების არსებობის შემოწმება🔗
1. ბინადრობის ნებართვის საფუძვლების არსებობის შესამოწმებლად სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გადაამოწმოს დოკუმენტში მითითებული ინფორმაცია ადგილზე გასვლის გზით, როგორც ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ასევე ბინადრობის ნებართვის გაცემიდან 1 წლის განმავლობაში.
2. ბინადრობის ნებართვის საფუძვლების არსებობის შემოწმების მიზნით, სააგენტო ასევე უფლებამოსილია, მიიწვიოს განმცხადებელი და მიიღოს მისგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია და ახსნა-განმარტება. განმცხადებლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, განცხადება დატოვოს განუხილველად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტოს წარმომადგენელი უფლებამოსილია, გავიდეს განმცხადებლის მიერ დოკუმენტში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებთან დაკავშირებულ ადგილზე, დაათვალიეროს იგი, ასევე დაუსვას განმცხადებელსა და სხვა პირებს კითხვები დოკუმენტში მითითებული ინფორმაციის შესახებ და მოითხოვოს ამ ფაქტებისა და გარემოებების შესახებ დამატებითი დოკუმენტები/ინფორმაცია. გამოკითხული პირი ვალდებულია, დოკუმენტში მითითებული ფაქტებისა და გარემოებების შესახებ განმარტება მისცეს კარნახისა და სხვა პირების ჩარევის გარეშე.
4. იმ შემთხვევაში, თუ ბინადრობის ნებართვის საფუძვლების არსებობა ვერ დასტურდება დოკუმენტში მითითებულ ადგილზე პირის არყოფნის გამო ან ბინადრობის ნებართვის საფუძვლების არსებობის დასადასტურებლად საჭიროა დამატებითი ინფორმაცია, სააგენტოს წარმომადგენლი უფლებამოსილია, ადგილზე გავიდეს განმეორებით წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 30 დღის ვადაში. დოკუმენტში მითითებულ ადგილზე სააგენტოს წარმომადგენლის განმეორებით გასვლისას პირის არყოფნის შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის კანონის მე-15 მუხლით დადგენილი მოთხოვნები დაცული არ არის, რაც საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.
5. ადგილზე გასვლის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სააგენტოს წარმომადგენლები და გამოკითხული პირი/პირები. სააგენტოს წარმომადგენლები ვალდებულნი არიან, გამოკითხულ პირს/პირებს გააცნონ ოქმის შინაარსი.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მაისის დადგენილება №209 – ვებგვერდი, 11.05.2021წ.
მუხლი 14. ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადები🔗
1. კანონის მე-15 მუხლის:
ა) „ა“ – „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვები (გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) პირველად გაიცემა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით;
ბ) „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა და გრძელდება 6 წლის ვადით;
გ) „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 3 წლის ვადით;
დ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ბინადრობის ნებართვა, თუ უცხოელის საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი, პირველად გაიცემა 5 წლამდე ვადით;
ე) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით;
ვ) „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს და თითოეულ ჯერზე გაგრძელდეს 1 წლის ვადით;
ზ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუდმივი ცხოვრების ნებართვა და „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უვადო ბინადრობის ნებართვა გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით.
3. ამ მუხლის პირველი (გარდა პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა შეიძლება, გაგრძელდეს არა უმეტეს 12 წლამდე, უცხოელის საქართველოში სავარაუდო ყოფნის ვადით, იმავე პირობების შესაბამისად, რა პირობებითაც მოხდა იმ ნებართვის გაცემა, რომლის ვადის გაგრძელებასაც ითხოვს უცხოელი.
4. პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, ბინადრობის ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით, რომლის გაგრძელება შესაძლებელია იმავე ვადითა და იმავე პირობით, შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვის გაგრძელების შემთხვევაში, არ ხდება კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გადამოწმება და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე არ ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება.
5. მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით, ან რომელიც 1993 წლის 31 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 31 მარტის შემდეგ არ მოხსნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან, ბინადრობის ნებართვა გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №574- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 ივლისის დადგენილება №352 - ვებგვერდი, 02.08.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მაისის დადგენილება №209 – ვებგვერდი, 11.05.2021წ.
მუხლი 15. საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტისა და გაგრძელების პირობები. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება🔗
1. საქართველოში ბინადრობის ნებართვა ავტომატურად უქმდება მისი მოქმედების ვადის ამოწურვისას. სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ. უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.“;
4. სააგენტო ვალდებულია, კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის ან იმავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემიდან 2 კვირის ვადაში საჯარო რეესტრს მიაწოდოს მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) და ინფორმაცია იმ უძრავი ნივთის საკადასტრო კოდის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზეც მიიღო უცხოელმა მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა.
5. საჯარო რეესტრი ვალდებულია, სააგენტოს შეატყობინოს იმ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზეც გაიცა მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა. ასეთი შეტყობინება უნდა განხორციელდეს აღნიშნულ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში.
6. დამსაქმებელი ვალდებულია, ბინადრობის ნებართვის მქონე დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, ამის შესახებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 5 დღის ვადაში შეატყობინოს სააგენტოს.
7. თუ უცხოელი ინარჩუნებს საკუთრების უფლებას იმ უძრავ ნივთზე, რომლის საფუძველზეც მასზე გაცემულ იქნა კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისას იგი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ უცხოელს შეუწყდება შესაბამის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება.
8. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება იმ შემთხვევაში, თუ ამ ნებართვის მქონე უცხოელი სააგენტოს არ წარუდგენს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ან აღნიშნული ინფორმაციით უცხოელს არ უდასტურდება საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №574- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 ივლისის დადგენილება №352 - ვებგვერდი, 02.08.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მაისის დადგენილება №209 – ვებგვერდი, 11.05.2021წ.
3. ელექტრონული ფორმით განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში საქართველოში ბინადრობის ნებართვის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტები, გარდა ფოტოსურათისა, ასევე უნდა იქნეს წარდგენილი მატერიალური ფორმით.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აპრილის დადგენილება №167 – ვებგვერდი, 05.04.2022წ.
3. ნათესაური კავშირისა და მკურნალობის საფუძვლით საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ამ წესის ამოქმედებამდე მიღებული განცხადებების განხილვა სრულდება განცხადების მიღების დღეს მოქმედი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.08.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 01.09.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №520. სარეგისტრაციო კოდი — 010120000.10.003.018140.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 9 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.08.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 21 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.08.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“, №520, 01.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010120000.10.003.018140 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2483468/