თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2014 წლის 3 სექტემბერი ქ. თელავი |
|
1. ეს დებულება ადგენს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს;
2. მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის.
ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოების მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან;
გ) საშუალების მიცემა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები თვითმმართველი ერთეულის ორგანოებს და თანამდებობის პირებს თვითმმართველ ერთეულში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ;
დ) თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინების უზრუნველყოფა.
3. თელავის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ოფიციალური მისამართია telavi-temi.ge.
1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ) ინფორმაციის განთავსებას;
დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებისა და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას შესაბამისი ადრესატისათვის;
ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.
3. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მოთხოვნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვებგვერდზე განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების, მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისათვის.
1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება, იგი საჯარო და უსასყიდლოა.
2. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
3. ვებგვერდის შევსების წყაროებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტრესურსები;
ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები.
4. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მუდმივი (ყოველდღიური);
ბ) პერიოდული (ყოველკვირეული, ყოველთვიური);
გ) ერთჯერადი.
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები და ორგანიზაციები ადმინისტრაციულ სამსახურს აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით.
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე ადმინისტრაციული სამსახური.
3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია:
ა) მუდმივად განახლებადი – ყოველი დღის 13.00 სთ;
ბ) ყოველკვირეული – ყოველი სამშაბათის 13.00 სთ;
გ) ყოველთვიური – ყოველი თვის 15 რიცხვის 13.00 სთ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა მოიცავს: მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების, ჩატარებული ტენდერების, აუქციონების, საჯარო ინფრომაციის, მუნიციპალიტეტში მომხდარი სიახლეებისა და სხვა ინფორმაციის შესახებ.
+
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის თანდართული დებულება.
+
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი
+
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი
2. მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა:
გ) საშუალების მიცემა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები თვითმმართველი ერთეულის ორგანოებს და თანამდებობის პირებს თვითმმართველ ერთეულში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ;
დ) თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინების უზრუნველყოფა.
1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს: ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას; ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას; გ) ინფორმაციის განთავსებას; დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებისა და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას შესაბამისი ადრესატისათვის; ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან. 3. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მოთხოვნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვებგვერდზე განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების, მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისათვის.4. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მუდმივი (ყოველდღიური); ბ) პერიოდული (ყოველკვირეული, ყოველთვიური); გ) ერთჯერადი.1. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა მოიცავს: მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების, ჩატარებული ტენდერების, აუქციონების, საჯარო ინფრომაციის, მუნიციპალიტეტში მომხდარი სიახლეებისა და სხვა ინფორმაციის შესახებ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.04.2018.
- როდის იქნა მიღებული „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 03.09.2014. მიმღები ორგანო — თელავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №19. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.163.016200.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.04.2018.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.04.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“, №19, 03.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016200 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2486344/