ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 |
|
2014 წლის 5 სექტემბერი დ. ასპინძა |
|
+
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად;
+
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და ამოქმედდეს 2014 წლის 03 ნოემბრიდან.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე
+
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და ამოქმედდეს 2014 წლის 03 ნოემბრიდან.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე
1. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის საახელმწიფო შესყიდვების სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მომზადებას, გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადებების მომზადება- გამოქვეყნებას და სათანადო დოკუმენტაციის წარმოებას.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ,,საქართველოს კონსტიტუციით“, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს კანონით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის 9 ბრძანებით ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული შესყიდვის, და ელექტრონული შესყიდვის ჩატარების წესის შესახებ“, წინამდებარე დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ,,საქართველოს კონსტიტუციით“, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს კანონით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის 9 ბრძანებით ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული შესყიდვის, და ელექტრონული შესყიდვის ჩატარების წესის შესახებ“, წინამდებარე დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით .
4. სამსახურის იურიდიული მისამართია - დაბა ასპინძა, თამარის ქ.N3.
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა🔗
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის - გამარტივებული შესყიდვების განყოფილებისაგან.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე - სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. მისი უფლებამოსილებები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-60 მუხლით, გამგეობის დებულებითა და სამსახურის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციით.
3. სამსახურის უფროსი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებისას მოქმედებს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის და გამგეობის დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი. 5. სამსახურს ყავს განყოფილების უფროსი და მთავარი სპეციალისტი. 6.მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე განისაზღვრება გამგეობის დებულების და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო ფუნქციები კი განისაზღვრება შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციებით. 7. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, ატესტაციის, სამსახურებრივი გადაყვანის და სამსახურებრივი დაწინაურების წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.ნ) მოქმედი კანონმდებლობით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
ა) სამსახურის მმართველობის სფეროებსა და ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად, დადგენილი წესით მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურაში შემავალი სამსახურებისაგან, შესაბამისი სახელმწიფო ინსტანციებისაგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
ბ) მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;
გ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები;
2. სამსახურის მოვალეობები:
ა) გაწეულ საქმიანობასა და დარგში არსებულ მდგომარეობაზე დადგენილი წესით წარადგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაციები მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე;
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები, არ დაუშვას თავისი ფუნქციების არაკეთილსინდისიერი და არაჯეროვანი შესრულება;
გ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ვალდებულებანი.
ა) ადგილობრივ ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების სახელმწიფო შესყიდვების გეგმის პროექტის მომზადება;
გ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად ხელშეკრულებების პროექტების მომზადება.
3. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას, გამგებლის დავალებით ასრულებს ერთ-ერთი მოსამსახურე.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.12.2017.
- როდის იქნა მიღებული „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 05.09.2014. მიმღები ორგანო — ასპინძის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №30. სარეგისტრაციო კოდი — 010260000.35.140.016117.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.12.2017.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.12.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №30, 05.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.140.016117 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2490548/