ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
ეკონომიკური პოლიტიკის და ინფრასტრუქტურის სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” საფუძველზე შექმნილი, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას, უზრუნველყოფს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას, ადგილობრივი ქონების შექმნას და განკარგვას, ეკონომიკური სტრატეგიისა და საინვესტიციო პოლიტიკის გატარებას, კაპიტალური მშენებლობის პროექტირებას.
სამსახურს გააჩნია ბეჭედი.
1.სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ტექნიკური ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება;
ბ) ეკონომიკური დაგეგმვისა და მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილება.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის პერიოდში, უფროსის უფლება-მოვალეობებს გამგებლის ბრძანებით ახორციელებს სამსახურის ერთ ერთი განყოფილების უფროსი.
3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მთავარი სპეციალისტებისაგან.
4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლება-მოვალეობები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოავალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი.
5. განყოფილების მთავარი სპეციალისტების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და გამგეობის დებულებით. განყოფილების მთავარი სპეციალისტების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით.
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას;
ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;
დ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას;
ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;
ზ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე.
თ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
ი) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;
კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
1. სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
გ) წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;
დ) წარუდგენს მუნიციპალიტეტი გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ე) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის;
ვ) წარმოადგენს სამსახურს მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას;
ზ) ესწრება თათბირებს ასევე, საკრებულოს სხდომებს;
თ)ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ი) ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს;
კ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
ლ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
მ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ნ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.
2. სამსახურის განყოფილების უფროსი
ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;
ბ) პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
დ)ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურის უფროსის დავალებათ შესრულებაზე;
ე) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ვ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
ზ)ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
3. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის, მუნიციპალიტეტის გამგებლის და მისი მოადგილეების წინაშე.
1. სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისგან;
გ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
დ) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
ე) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით;
ვ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
2. სამსახურის თანამშრომელი მოვალეა:
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობით, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებლივი აქტების შესაბამისად;
ბ) ხელი მოაწეროს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას;
გ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
დ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი;
ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ვ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, ასევე ზემდგომი თანამდებობრივი პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;
ზ) გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებით გამოყენება. იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
თ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებლივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;
ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარებისა და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;
გ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
დ) ტერიტორიის კეთილმოწყობის, მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;
ე) ხულოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამების შედგენას, შესრულებას, მონიტორინგს;
ვ) შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას;
ზ) შესრულებული სამუშაოების ინსპექტირებას, მიღება-ჩაბარებას;
თ) შემსრულებული ორგანიზაციების და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლა- ვიზირებას;
ი) სახელშეკრულებო, ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებას, მშენებლობის პრიორიტეტების განსაზღვრისათვის წინადადებების მომზადებას;
კ) სატენდერო კომისიებში მონაწილეობის მიღებას;
ლ) მშენებლობა რეაბილიტაციის სახელშეკრულებო პირობების დაცვაზე სისტემატიურ კონტროლს;
მ) შემსრულებელი პირების მიერ სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შემთხვევაში მათ მიმართ სათანადო ღონისძიებების გატარებისათვის წინადადებების დროულ შემოტანას;
ნ) კაპიტალური მშენებლობის საკითხებზე სამსახურში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და პასუხების მომზადებას;
ო) წყალმომარაგების (მათ შორის ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის კოორდინაციას;
პ) წინადადებების შემუშავებას ტერიტორიების დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის საკითხებზე, შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვისა და ორგანიზების კოორდინაციას;
ჟ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;
რ) ტერიტორიის კეთილმოწყობის განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ს) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
ტ) წინადადებების დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;
უ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურების მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;
ფ) მოქმედი კანონმდებლობით და მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
1. ეკონომიკური დაგეგმვისა და მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (მათ შორის - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების) რეგისტრაციისათვის წინადადებების შემუშავებას, ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობასა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას;
ბ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით;
გ) საკრებულოს თანხმობით მუნიციპალიტეტის უძრავი და მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით და უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გადაცემას;
დ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე;
ე) თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონების ობიექტების ნუსხის პროექტის შედგენას;
ვ) გასხვისებული ადგილობრივი ქონების გამოყენებისა და გასხვისებისგან გამომდინარე დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულების კონტროლს, საჭიროების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების მიღებას კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;
თ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას. ქონების დაცვასა და მის მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლის განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში;
ი) წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტების პროექტების მომზადებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადმოცემის შესახებ, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადმოცემას. გადმოცემის პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას კომპეტენციის ფარგლებში;
კ) ადგილობრივი მოსაკრებლების გადამხდელთა ბაზის შექმნას და მათ მიერ შესასრულებელი ვალდებულებების პერიოდულ ანალიზს;
ლ) ადგილობრივი მოსაკრებლების თაობაზე წინადადებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას;
მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის გამგეობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
1. სამსახურის დებულებას ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო;
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №18, 05.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016145 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2491994-1/