თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვის და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.09.2014 ძალადაკარგული 19.02.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№32
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.154.016183
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2014 წლის 8 სექტემბერი

დ. თიანეთი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვის და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის,  ქონების მართვის და  ტრანსპორტის სამსახურის“ თანდართული დებულება;
+
მუხლი 2
   დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №27 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის  ეკონომიკის,  ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ქონების მართვის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (ს.ს.კ010.260.020.35.154.000.385)
+
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური
+



დანართი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის,  ქონების მართვის და  ტრანსპორტის სამსახურის

დებულება


+
მუხლი 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის  გამგეობის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვის და ტრანსპორტის სამსახური
      
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვის და ტრანსპორტის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების  და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

+
მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები
      
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;
დ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;
ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;
ვ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;
ზ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
თ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, შენობებისა და მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზების შეთანხმებას;
ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;
კ) საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;
ლ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;
მ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის კონსოლიდაციასა და დაინტერესებული უწყებისათვის/პირებისათვის  მიწოდებას;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას;
ო) მუნიციპალიტეტში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაციონალურად გამოყენების, ხარისხიანი თესლის, ნერგის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადებას და მიწოდებას დაინტერესებული უწყებისათვის/პირებისათვის;
პ) მუნიციპალიტეტში არსებული აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესწავლას და მათი სრულფასოვანი ათვისებისათვის სათანადო ღონისძიებების დასახვას, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის მართვას;
ჟ) სახნავი მიწების, მრავალწლიანი ნარგავების, სათიბებისა და საძოვრებით დაკავებული ფართობების შესახებ ინფორმაციების მოპოვებას;
რ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამის ნებართვის გაცემას;
ს) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
ტ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურეობის ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურეობის მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;
უ) ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;
ფ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
ქ) წინადადებების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის საკითხებზე, შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და  ორგანიზებას;
ღ) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურეობის ორგანიზების საკითხებზე;
ყ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და მათი შესრულების  კოორდინაციას;
შ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარემოს დაბინძურების წყაროების გამოკვლევას, მონიტორინგს, გამწმენდი ნაგებობების ეფექტურობის დადგენას;
ჩ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამდინარე მდინარეების და მათ სანაპირო ზოლზე მიმდინარე ნეგატიური (გარემოს დაბინძურების) სტიქიური პროცესების პრევენციული ღონისძიებებისათვის რეკომენდაციების შემუშავებას მათი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების  ან  შერბილების  მიზნით;
ც) სასარგებლო წიაღისეულით მოსარგებლე, ლიცენზიის მქონე პირების აღრიცხვას, და მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშების აღრიცხვას და ასახვას ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
ძ) მოპოვებულ მონაცემთა სისტემატიზაციას, ელექტრონულ ვერსიაში გადაყვანას და უსაფრთხო შენახვის უზრუნველყოფას;
წ) მის კომპეტენციის ფარგლებში მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების მიღებას, შესაბამისი წინადადებების შემუშავებას და წარდგენას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან შემდგომი რეაგირების მიზნით;
ჭ) საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგების ორგანიზებას, დასახლებებში სახლების ნუმერაციის დაგეგმარების და განხორციელების ორგანიზებას;
ხ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების  განხორციელებას.

+
მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა
      
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან: 
ა) მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის საკითხებში;
ბ) მთავარი სპეციალისტი მუნიციპალური ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში;
გ) მთავარი სპეციალისტი გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების  საკითხებში;
დ) მთავარი სპეციალისტი ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების საკითხებში.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მთ. სპეციალისტი.
3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და გამგეობის დებულების მე-17 მუხლით. მათი ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

+
მუხლი 4. მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის საკითხებში.
მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის საკითხებში უზრუნველყოფს:
ა) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების  შემუშავებას;
ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;
დ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების პროექტების ხელშეწყობისათვის მუნიციპალიტეტის მონაწილეობით წინადადებების მომზადებას და დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;
ვ) მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას;
ზ) საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;
თ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის  მიწოდებას;
ი) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის კონსოლიდაციასა და დაინტერესებული უწყებისათვის/პირებისათვის მიწოდებას;
კ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას;
ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაციონალურად  გამოყენების, ხარისხიანი თესლის, ნერგის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებისათვის  სათანადო რეკომენდაციების მომზადებას და მიწოდებას დაინტერესებული უწყებისათვის/პირებისათვის;
მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესწავლას და მათი სრულფასოვანი ათვისებისათვის სათანადო ღონისძიებების დასახვას;
ნ) სახნავი მიწების, მრავალწლიანი ნარგავების, სათიბებისა და საძოვრებით დაკავებული ფართობების შესახებ ინფორმაციების მოპოვებას.

+
მუხლი 5. მთავარი  სპეციალისტი მუნიციპალური ქონების და მიწის მართვის საკითხებში
      
მთავარი სპეციალისტი მუნიციპალური ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას;
ბ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით;
გ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;
დ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე;
ე) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;
ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;
ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, შენობებისა და მიწის საკადასტრო  აზომვითი   ნახაზების   შეთანხმებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

+
მუხლი 6. მთავარი სპეციალისტი გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების საკითხებში
       
მთ. სპეციალისტი გარემოს დაცვის, ტრანსპორტის მომსახურეობის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების მართვის საკითხებში დადგენილი წესით  უზრუნველყოფს:
ა) ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;
ბ) წინადადებების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის საკითხებზე, შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და  ორგანიზებას;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარემოს დაბინძურების წყაროების კვლევას, მონიტორინგს, გამწმენდი ნაგებობების ეფექტურობის დადგენას;
დ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და მათი შესრულების კოორდინაციას;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამდინარე მდინარეების და მათ სანაპირო ზოლზე მიმდინარე ნეგატიური (გარემოს დაბინძურების) სტიქიური პროცესების პრევენციული ღონისძიებებისათვის რეკომენდაციების შემუშავებას მათი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების ან შერბილების  მიზნით;
ვ) მის კომპეტენციას  მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების მიღებას, შესაბამისი წინადადებების შემუშავებას და წარდგენას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან შემდგომი რეაგირების მიზნით;
ზ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამისი ნებართვის  გაცემას;
თ) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
ი) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურეობის ტრანსპორტის ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურეობის მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;
კ) საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების          მოწესრიგების ორგანიზებას, დასახლებებში სახლების  ნუმერაციის დაგეგმარების და განხორციელების ორგანიზებას;
ლ) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე.

+
მუხლი 7. მთავარი სპეციალისტი ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების საკითხებში
      
მთავარი სპეციალისტი ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების საკითხებში უზრუნველყოფს:
ა) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ბ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას; 
გ) მუნიციპალიტეტის საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნას და განახლებას; 
დ) წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში;
ე) წინადადებების შემუშავებას გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე;
ვ) გარე ვაჭრობისა და რეკლამის განთავსების წესებზე ზედამხედველობას; 
ზ) რეკლამის განთავსების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის შეგროვების წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა საქმეებზე ოქმების შედგენას;
თ) სასარგებლო წიაღისეულით მოსარგებლე, ლიცენზიის მქონე პირების აღრიცხვას, და მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშების აღრიცხვას და ასახვას ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
ი) ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას;
კ) მიწათსარგებლობის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას;
ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვის და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №32, 08.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016183 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2492994-1/