ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს წევრის საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში ფაქტობრივი დასწრების (თითოეულ სამუშაო დღეზე) მონაცემების შესაბამისად.
3. ამ მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად საკრებულოს აპარატის უფროსი ყოველთვიურად ამზადებს ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) წინა თვის პირველი რიცხვიდან მიმდინარე თვის პირველ რიცხვამდე არსებული მდგომარეობით, არაუგვიანეს ყოველი თვის 5 რიცხვისა და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.
4. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა საკრებულოს სხდომებში, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს ფრაქციების და საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობისათვის თითოეულ სამუშაო დღეზე განისაზღვროს 50 (ორმოცდაათი) ლარით, მაგრამ თვეში არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.
5. საკრებულოს თავმჯდომარე ბრძანებით განსაზღვრავს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობას თითოეული საკრებულოს წევრისათვის საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) შესაბამისად.
6. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახური, არაუგვიანეს ხარჯების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვისა უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №33, 12.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.117.016211 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.01.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2501031-1/