დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
| დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
|
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ7“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესი და პირობები“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესი და პირობები
|
მუხლი 1.
რეგულირების სფერო |
წინამდებარე დანართი განსაზღვრავს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესსა და პირობებს (შემდგომში − წესი). |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დოქტორანტი - საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია უნივერსიტეტის დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე; ბ) დისერტაციის ხელმძღვანელი - უნივერსიტეტის პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ემერიტუსი, რომელიც ხელმძღვანელობს დოქტორანტურის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამას ან/და კოორდინაციას უწევს დოქტორანტის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს; გ) ექსპერტი − დოქტორანტის მიერ წარდგენილი პროექტის შეფასების მიზნით ფონდის მიერ მიწვეული დამოუკიდებელი პირი; დ) პროექტი − დოქტორანტის მიერ სასწავლო-კვლევითი გრანტის მოპოვების მიზნით, ამ წესით განსაზღვრული პირობების მიხედვით ფონდში წარდგენილი სახელმწიფო ენაზე მომზადებული საკონკურსო განაცხადი; ე) პროექტის მთლიანი დაფინანსება − დოქტორანტის მიერ სასწავლო-კვლევითი გრანტის ამ წესით განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში მოთხოვნილი სასწავლო-კვლევითი გრანტის ოდენობა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს: ე.ა) სტიპენდიას; ე.ბ)სასწავლო და კვლევითი პროცესისათვის საჭირო კომპიუტერული და სხვა ტექნიკური საშუალებების შეძენას; ე.გ) ლაბორატორიული სამუშაოებისათვის საჭირო საშუალებების შეძენის ან/და საველე სამუშაოების ხარჯებს; ე.დ) პროექტის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში (კონფერენცია, კონგრესი, სემინარი, ვორკშოპი, ტრენინგი და სხვა.) მონაწილეობის ხარჯებს; ე.ე) დისერტაციის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით უცხოეთში კვლევითი ვიზიტის ხარჯებს; ე.ვ) სასწავლო და კვლევითი პროცესის წარმართვისათვის აუცილებელ სხვა ხარჯებს. ვ) პროექტის შეფასების კრიტერიუმები − ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად ექსპერტებისათვის განსაზღვრული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით; ზ) სასწავლო-კვლევითი გრანტი − ფონდის მიერ ამ წესით განსაზღვრული პირობების საფუძველზე დოქტორანტისათვის გადაცემული თანხა; თ) სტიპენდია - სახელმწიფო სტიპენდია, რომელიც მიეცემა საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ დოქტორანტს სასწავლო-კვლევითი გრანტის ფარგლებში; ი) საგრანტო კონკურსი − ფონდის მიერ ადმინისტრირებული პროცედურა რომლის მიზანია დოქტორანტების უზრუნველყოფა სასწავლო-კვლევითი გრანტით. კ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი − საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მონიტორინგის პროცედურა; ლ) საგრანტო ხელშეკრულება − სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღებ დოქტორანტს, შესაბამის უნივერსიტეტსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. მ) ფონდი - საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი; ნ) საანგარიშო პერიოდი - საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს ანგარიშს. |
მუხლი 3.
საგრანტო კონკურსის მიზანი |
საგრანტო კონკურსის მიზანია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობისათვის ამ წესით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების გზით სტიმული მისცეს:
ა) სახელმწიფოში ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებასა და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადებას; ბ) უნივერსიტეტში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივ გამოყენებას; გ) სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნას; დ) დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობას და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას. |
მუხლი 4.
საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება და დაფინანსება |
1. საგრანტო კონკურსის გამართვას, სასწავლო-კვლევითი გრანტების გაცემასა და საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს ამ წესის შესაბამისად ახორციელებს ფონდი.
2. საგრანტო კონკურსის დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფონდისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 5.
საგრანტო კონკურსის ეტაპები და პროცედურები |
საგრანტო კონკურსის ეტაპებია:
ა) საგრანტო კონკურსის გამოცხადება; ბ) პროექტების ფონდში წარდგენა; გ) პროექტების შეფასება ექსპერტთა მიერ; დ) ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შედგენილი ერთიანი რანჟირებული სიიდან, საგრანტო კონკურსის ბიუჯეტის გათვალისწინებით, გამოვლენილი პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება; ე) ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროექტების წარმდგენ დოქტორანტებთან და შესაბამის უნივერსიტეტებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება. |
მუხლი 6.
საგრანტო კონკურსის გამოცხადება |
1. ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით:
ა) ცხადდება საგრანტო კონკურსი, დგინდება კონკურსის დაწყებისა და დამთავრების თარიღები და პროექტების წარდგენის ვადები; ბ) მტკიცდება პროექტის განაცხადის ფორმა და განისაზღვრება პროექტზე დართული დოკუმენტაციის ნუსხა. გ) მტკიცდება კონკურსის შესაბამისი წლის საბიუჯეტო ასიგნებები; 2. ფონდი უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროობას ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით. |
მუხლი 7.
პროექტების ფონდში წარდგენა |
1. პროექტებისა და ფონდის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრულ პროექტზე დართული დოკუმენტაციის წარდგენა ფონდში ხორციელდება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადების დაცვით, რომლის გასვლის შემდეგ პროექტები ფონდში აღარ მიიღება.
2. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციასთან ერთად პროექტს აუცილებლად უნდა დაერთოს: ა) უნივერსიტეტიდან დოქტორანტის მხარდაჭერის წერილი; ბ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე უნივერსიტეტის მიერ დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამის ყველა კომპონენტს შორის კრედიტების განაწილებისა და დოქტორანტის მიერ მოპოვებული კრედიტების შესახებ ინფორმაცია. (მოპოვებული კრედიტების შესახებ ინფორმაცია აუცილებელია მხოლოდ მეორე და შემდგომი სემესტრის დოქტორანტის მიერ პროექტის წარდგენის შემთხვევაში). 3. ფონდი უფლებამოსილია საგრანტო კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტი: ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს; ბ) რომელიც არ შეესაბამება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროექტის განაცხადის ფორმას; გ) რომელსაც არ ერთვის ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული, ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროექტზე დასართავი დოკუმენტაცია და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადაშიც არ იქნება წარდგენილი ფონდში; დ) რომელიც შეიცავს ყალბ ინფორმაციას. |
მუხლი 8.
სასწავლო-კვლევითი გრანტის სტრუქტურა |
1. სასწავლო-კვლევითი გრანტი პროექტის მიხედვით შეიძლება მოთხოვნილ იქნეს არანაკლებ ორი და არა უმეტეს ექვსი სასწავლო სემესტრისათვის;
2. ექვსსემესტრიანი პროექტისათვის სასწავლო-კვლევითი გრანტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 63000 ლარით, ხუთსემესტრიანი პროექტისათვის - 52500 ლარით, ოთხსემესტრიანი პროექტისათვის - 42000 ლარით, სამსემესტრიანი პროექტისათვის - 31500 ლარით, ხოლო ორსემესტრიანი პროექტისათვის - 21000 (ოცდაერთი ათასი) ლარით. 3. პროექტი შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს: ა) სტიპენდია; ბ) სასწავლო და კვლევითი პროცესისათვის საჭირო კომპიუტერული და სხვა ტექნიკური საშუალებების შეძენა; გ) ლაბორატორიული სამუშაოებისათვის საჭირო საშუალებების შეძენის ან/და საველე სამუშაოების ხარჯები; დ) პროექტის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში (კონფერენცია, კონგრესი, სემინარი, ვორკშოპი, ტრენინგი და სხვა.) მონაწილეობის ხარჯები; ე) დისერტაციის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით უცხოეთში კვლევითი ვიზიტის ხარჯები; ვ) სასწავლო და კვლევითი პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი სხვა ხარჯები. 4. თუ შესაბამის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა უფასოა სტიპენდიის მაქსიმალური ყოველთვიური ოდენობა განისაზღვრება 800 (რვაასი) ლარით, ხოლო თუ შესაბამის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა ფასიანია - 1000 (ერთი ათასი) ლარით; 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 6. სასწავლო-კვლევითი გრანტის გადარიცხვა მოხდება დოქტორანტის მიერ საამისოდ გახსნილ საბანკო ანგარიშზე. 7. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხარჯები ანაზღაურდება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების/სასტუმროს ხარჯების შედგენის წესის შესაბამისად. 8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების გადარიცხვა განხორციელდება საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანშების სახით. 9. პირველ ტრანშს ფონდი გადარიცხავს ავანსის სახით საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღის ვადაში. ყოველი მომდევნო ტრანში გადაირიცხება ფონდის მიერ განხილვის აქტის საფუძველზე. 10. სასწავლო-კვლევითი გრანტით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა, იჯარა, კაპიტალური რემონტი/რეკონსტრუქცია, ასევე ავტომანქანის შეძენა. |
მუხლი 9.
პროექტების შეფასება ექსპერტთა მიერ |
1. ფონდი უზრუნველყოფს დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას.
2. თითოეულ პროექტს აფასებს არანაკლებ ორი ექსპერტი. 3. ექსპერტები პროექტებს აფასებენ ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. 4. ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს: ა) პროექტების შეფასებისათვის საჭირო ექსპერტების რაოდენობას და პროექტის საბოლოო ქულის დაანგარიშების მექანიზმს; ბ) თანაბარქულიანი პროექტებიდან უპირატესის გამოსავლენად ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ პროექტის შეფასების კრიტერიუმებს შორის პრიორიტეტულ კრიტერიუმებს. 5. არ შეიძლება ექსპერტი იყოს პირი: ა) რომელიც არის საგრანტო კონკურსის მონაწილე; ბ)რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია დოქტორანტთან ან მონაწილეობს მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში; ბ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის დაფინანსების ან დაუფინანსებლობის შემთხვევაში; გ) რომელიც არის დოქტორანტის დისერტაციის/შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი; დ) რომელიც არის დოქტორანტის ნათესავი. 6. ამ წესის მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია, ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ. 8. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ. 9. ექსპერტი შეფასებას დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით ახდენს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარ ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად და ფონდის მხრიდან რაიმე სახის ჩარევის გარეშე. 10. ექსპერტების ვინაობა კონფიდენციალურია. 11. საგრანტო კონკურსის შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს ექსპერტთა დასკვნების გაცნობას დაინტერესებული პირისათვის ექსპერტთა ვინაობის გამხელის გარეშე. |
მუხლი 10.
პროექტის შეფასების კრიტერიუმები |
ექსპერტების მიერ პროექტი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 11.
დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცება |
1. ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შემდგარი რანჟირებული სიიდან გამარჯვებულს წარმოადგენენ 85 ან უფრო მაღალქულიანი საუკეთესო შედეგების მქონე ის პროექტები, რომელთა დასაფინანსებლადაც საკმარისი იქნება საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამარჯვებული პროექტები მტკიცდება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. |
მუხლი 12.
საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება |
გამარჯვებული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცების შემდგომ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას გამარჯვებული პროექტების ავტორ დოქტორანტებთან და შესაბამის უნივერსიტეტებთან. |
მუხლი 13.
საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი |
1. ფონდი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად, ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის ანგარიშების ფორმებს. 3. ფინანსური მონიტორინგის დროს ფონდი: ა) ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული ხარჯების ხელშეკრულებასთან შესაბამისობის შემოწმებას ანგარიშის ფორმების შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე; ბ) ეყრდნობა დოქტორანტის მიერ წარდგენილი სასწავლო-კვლევითი გრანტის ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს ფოტოასლების ან ელექტრონული (დასკანერებული) სახით; გ) დოქტორანტის მიერ წარდგენილ ანგარიშზე ადგენს განხილვის აქტს, რომელშიც აისახება საანგარიშო პერიოდში გადარიცხული თანხის ხარჯვის შესაბამისობა საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან. 4. პროგრამული მონიტორინგის შემთხვევაში ფონდი ეყრდნობა იმ ინფორმაციას, რომელსაც გასცემს უნივერსიტეტი დოქტორანტის მიერ საანგარიშო პერიოდში ნაკისრი ვალდებულების (კვლევით ნაწილში) შესრულებასთან დაკავშირებით. |
მუხლი 14.
პროექტის შეწყვეტა და დასრულება |
1. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს დოქტორანტის სასწავლო-კვლევითი გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად შეწყდება პროექტი), თუ:
ა) გაუქმდა შესაბამისი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია და დოქტორანტი კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ გადავიდა დოქტორანტურის სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე; ბ) არ შესრულდა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან აღმოჩნდა მონაცემების სიყალბე; გ) დოქტორანტს შეუწყდა ან შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები; დ) დოქტორანტმა შეცვალა დისერტაციის თემა ან/და დისერტაციის ხელმძღვანელი და ექსპერტები დაასკვნიან, რომ ცვლილება/ცვლილებები არ აკმაყოფილებს დაფინანსების მოსაპოვებლად თავდაპირველად გამართული საგრანტო კონკურსის პირობებს, ასევე ისეთი ცვლილებისას, რომელიც ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის მინიჭებას განსხვავებულ დარგში/სპეციალობაში ან მიმართულებაში. 2. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად ფონდში საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში გადარიცხულ სასწავლო-კვლევითი გრანტის ხარჯვაზე ყველა ანგარიშის წარდგენისას, იმ შემთხვევაში თუ პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დოქტორანტის მიერ შესყიდული მატერიალური საშუალებები გადაეცემა შესაბამის უნივერსიტეტს, ხოლო გაუხარჯავი და ასევე არამიზნობრივად გახარჯული სახსრები ექვემდებარება ფონდისათვის დაბრუნებას. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დოქტორანტის მიერ შესყიდული ლაბორატორიული სამუშაოსათვის განკუთვნილი ხელსაწყოები (კომპიუტერული ტექნიკის გამოკლებით)/გაუხარჯავი მასალები გადაეცემა შესაბამის უნივერსიტეტს. |
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №128/ნ
2014 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ7“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესი და პირობები“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე
+
დანართი
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესი და პირობები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №59/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
+
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
წინამდებარე დანართი განსაზღვრავს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესსა და პირობებს (შემდგომში − წესი).მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესი და პირობები (შემდგომში - წესი) აწესრიგებს საგრანტო კონკურსის გამართვის, სასწავლო-კვლევითი გრანტის გაცემისა და პროექტების განხორციელების მონიტორინგის წესს.
2. საგრანტო კონკურსის მიზანია: ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა; უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დოქტორანტების თანამშრომლობის ხელშეწყობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება; წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა, მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობით საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება; საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებში სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის განხორციელება და სასწავლო პროგრამების ხარისხის ზრდა.
3. საგრანტო კონკურსი მოიცავს ევროსტატისა (EUROSTAT) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კლასიფიკაციით დადგენილ შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების (6 მიმართულებას) ქვემიმართულებებსა და დამატებით საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებას:
ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:
ა.ა) მათემატიკა;
ა.ბ) კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებები;
ა.გ) ფიზიკური მეცნიერებები;
ა.დ) ქიმიური მეცნიერებები;
ა.ე) დედამიწის და მათთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები;
ა.ვ) ბიოლოგიური მეცნიერებები;
ა.ზ) სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები:
ბ.ა) სამოქალაქო ინჟინერია;
ბ.ბ) ელექტროინჟინერია, ელექტრონული ინჟინერია, საინფორმაციო ინჟინერია;
ბ.გ) მექანიკური ინჟინერია;
ბ.დ) ქიმიური ტექნოლოგია;
ბ.ე) მასალათა ტექნოლოგია;
ბ.ვ) სამედიცინო ტექნოლოგია;
ბ.ზ) გარემოს შემსწავლელი ინჟინერია;
ბ.თ) ეკოლოგიური ბიოტექნოლოგია;
ბ.ი) სამრეწველო ბიოტექნოლოგია;
ბ.კ) ნანო-ტექნოლოგია;
ბ.ლ) სხვა საინჟინრო ტექნოლოგიები.
გ) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები:
გ.ა) ფუნდამენტური მედიცინა;
გ.ბ) კლინიკური მედიცინა;
გ.გ) ჯანმრთელობის მეცნიერებანი;
გ.დ) სამედიცინო ბიოტექნოლოგია;
გ.ე) მედიცინის სხვა დარგები.
დ) აგრარული მეცნიერებები:
დ.ა) სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და მეთევზეობა;
დ.ბ) მეცხოველეობა და მერძევეობა;
დ.გ) ვეტერინარული მეცნიერებანი;
დ.დ) სასოფლო-სამეურნეო ბიოტექნოლოგიები;
დ.ე) სხვა აგრარული მეცნიერებები.
ე) სოციალური მეცნიერებები:
ე.ა) ფსიქოლოგია;
ე.ბ) ეკონომიკა და ბიზნესი;
ე.გ) განათლების მეცნიერებანი;
ე.დ) სოციოლოგია;
ე.ე) სამართალი;
ე.ვ) პოლიტიკური მეცნიერებები;
ე.ზ) სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფია;
ე.თ) მედია და კომუნიკაცია;
ე.ი) სხვა სოციალური მეცნიერებები.
ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები:
ვ.ა) ისტორია და არქეოლოგია;
ვ.ბ) ენები და ლიტერატურა;
ვ.გ) ფილოსოფია, ეთიკა და რელიგია;
ვ.დ) ხელოვნება (ხელოვნება, ხელოვნების ისტორია, საშემსრულებლო ხელოვნება, მუსიკა);
ვ.ე) სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებები.
ზ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები (აქ შედის ყველა სამეცნიერო ქვემიმართულება, რომელიც მოიცავს კვლევებს საქართველოს შესახებ. მაგ. ქართველოლოგია, პოლიტიკური მეცნიერებები, ისტორია, სოციოლოგია, ეთნოლოგია, გეოგრაფია, ენა, ლიტერატურა, რელიგია, კულტურის კვლევები და სხვა).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №59/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
+
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღები – საგრანტო კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული და დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის ავტორი დოქტორანტი;
ბ) გენერალური დირექტორი – ფონდის გენერალური დირექტორი, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება და საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
გ) დამოუკიდებელი ექსპერტი (შემდგომში – ექსპერტი) / დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ი (შემდგომში – ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ი) – პირი / პირთა ჯგუფ(ებ)ი, რომელიც აფასებს საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტებს;
დ) დოქტორანტი - საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ე) დისერტაციის ხელმძღვანელი - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალი, რომელიც ხელმძღვანელობს დოქტორანტის სასწავლო-კვლევით პროექტს;
ვ) დისერტაციის თანახელმძღვანელი (შემდგომში - თანახელმძღვანელი) – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალი, რომელიც სამეცნიერო კონსულტირებას უწევს დოქტორანტს კვლევის პროცესში;
ზ) კონსულტანტი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალი, რომელიც სამეცნიერო კონსულტირებას უწევს დოქტორანტს კვლევის პროცესში;
თ) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება სასწავლო-კვლევითი გრანტის სახსრების ჩარიცხვა;
ი) პროექტი − დოქტორანტის მიერ სასწავლო-კვლევითი გრანტის მოპოვების მიზნით, ამ წესით განსაზღვრული პირობების მიხედვით ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
კ) პროექტის ბიუჯეტი - პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით;
ლ) პროექტის ბიუჯეტის დასაბუთება – პროექტით გათვალისწინებული კვლევისა და სასწავლო-კვლევითი აქტივობების განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების შინაარსობრივი დასაბუთება;
მ) პროექტის შეფასების კრიტერიუმები − ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად ექსპერტებისათვის განსაზღვრული, ამ წესით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით;
ნ) საანგარიშო პერიოდი - საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღები ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს ანგარიშს;
ო) საბოლოო ანგარიში – საბოლოო ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარმოდგენილ საბოლოო პროგრამულ ანგარიშს.
პ) საგრანტო ხელშეკრულება − სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღებს, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
ჟ) საგრანტო კონკურსი − ფონდის მიერ ადმინისტრირებული პროცედურა, რომლის მიზანია დოქტორანტების უზრუნველყოფა სასწავლო-კვლევითი გრანტით;
რ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი − საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის შუალედური და საბოლოო პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა;
ს) სასწავლო-კვლევითი გრანტი − ფონდის მიერ ამ წესით განსაზღვრული პირობების საფუძველზე დოქტორანტისათვის გადაცემული თანხა;
ტ) სტიპენდია - საგრანტო კონკურსში გამარჯვებული დოქტორანტის ყოველთვიური საგრანტო დაფინანსება;
უ) ტრანში - პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრეტული საანგარიშო პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები;
ფ) ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
ქ) შუალედური ანგარიში – საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ, სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარმოდგენილი პროგრამული და ფინანსური ანგარიში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №59/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №41/ნ - ვებგვერდი, 29.03.2018წ.
+
მუხლი 3. საგრანტო კონკურსის მიზანი🔗
საგრანტო კონკურსის მიზანია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობისათვის ამ წესით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების გზით სტიმული მისცეს:მუხლი 3. საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება
1. სასწავლო-კვლევითი გრანტის გაცემას ახორციელებს ფონდი საგრანტო კონკურსის წესით. საგრანტო კონკურსი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
2. საგრანტო კონკურსს აცხადებს და ადმინისტრირებას უწევს ფონდი ამ წესითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით.
3. ფონდი უზრუნველყოფს:
ა) საგრანტო კონკურსის გამოცხადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) საგრანტო კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და გამოცხადებას, აგრეთვე საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშების ფორმების დამტკიცებას;
გ) ექსპერტთა და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ პროექტების შეფასებისთვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას;
დ) ექსპერტებისაგან და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენას, დამტკიცებას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანას;
ე) გამარჯვებული პროექტების დაფინანსებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს, დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №59/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №41/ნ - ვებგვერდი, 29.03.2018წ.
+
მუხლი 4. საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება და დაფინანსება🔗
1. საგრანტო კონკურსის გამართვას, სასწავლო-კვლევითი გრანტების გაცემასა და საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს ამ წესის შესაბამისად ახორციელებს ფონდი.მუხლი 4. სუბიექტები
1. საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები.
2. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
3. დაუშვებელია საგრანტო კონკურსში ერთი და იმავე პირის მიერ ერთზე მეტი განაცხადის წარდგენა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №59/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
+
მუხლი 5. საგრანტო კონკურსის ეტაპები და პროცედურები🔗
საგრანტო კონკურსის ეტაპებია:მუხლი 5. ძირითადი ფინანსური მოთხოვნები
1. სასწავლო-კვლევითი გრანტის მინიმალური ხანგრძლივობა განისაზღვრება 6 თვით, ხოლო მაქსიმალური – 36 თვით.
2. 36-თვიანი პროექტისათვის სასწავლო-კვლევითი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 63000 ლარს, 30-თვიანი პროექტისათვის - 52500 ლარს, 24-თვიანი პროექტისათვის - 42000 ლარს, 18-თვიანი პროექტისთვის - 31500 ლარს, 12-თვიანი პროექტისათვის - 21000 ლარს, ხოლო 6-თვიანი პროექტისთვის - 10500 ლარს.
3. დასაშვები წლიური ბიუჯეტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 21 000 ლარს.
4. დოქტორანტმა, რომელსაც პროექტის წარდგენის მომენტში შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი და რომელსაც:
ა) არ აქვს დახურული არცერთი სემესტრი სასწავლო-კვლევითი გრანტი შეიძლება მოითხოვს არაუმეტეს 36-თვიანი პროექტისათვის;
ბ) დახურული აქვს ერთი სემესტრი, სასწავლო-კვლევითი გრანტი შეიძლება მოითხოვს არაუმეტეს 30-თვიანი პროექტისათვის;
გ) დახურული აქვს ორი სემესტრი, სასწავლო-კვლევითი გრანტი შეიძლება მოითხოვს არაუმეტეს 24-თვიანი პროექტისათვის;
დ) დახურული აქვს სამი სემესტრი, სასწავლო-კვლევითი გრანტი შეიძლება მოითხოვს არაუმეტეს 18-თვიანი პროექტისათვის;
+
მუხლი 6. საგრანტო კონკურსის გამოცხადება🔗
1. ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით:ე) დახურული აქვს ოთხი სემესტრი, სასწავლო-კვლევითი გრანტი შეიძლება მოითხოვს არაუმეტეს 12-თვიანი პროექტისათვის;
ვ) დახურული აქვს ხუთი სემესტრი, სასწავლო-კვლევითი გრანტი შეიძლება მოითხოვს არაუმეტეს 6-თვიანი პროექტისათვის.
5. აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე დოქტორანტმა, რომელიც არის:
ა) პირველი სემესტრის სტუდენტი, სასწავლო-კვლევითი გრანტი შეიძლება მოითხოვს არაუმეტეს 30-თვიანი პროექტისათვის;
ბ) მეორე სემესტრის სტუდენტი, სასწავლო-კვლევითი გრანტი შეიძლება მოითხოვს არაუმეტეს 24-თვიანი პროექტისათვის;
გ) მესამე სემესტრის სტუდენტი, სასწავლო-კვლევითი გრანტი შეიძლება მოითხოვს არაუმეტეს 18-თვიანი პროექტისათვის;
დ) მეოთხე სემესტრის სტუდენტი, სასწავლო-კვლევითი გრანტი შეიძლება მოითხოვს არაუმეტეს 12-თვიანი პროექტისათვის;
ე) მეხუთე სემესტრის სტუდენტი, სასწავლო-კვლევითი გრანტი შეიძლება მოითხოვს არაუმეტეს 6-თვიანი პროექტისათვის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №59/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №41/ნ - ვებგვერდი, 29.03.2018წ.
+
მუხლი 7. პროექტების ფონდში წარდგენა🔗
1. პროექტებისა და ფონდის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრულ პროექტზე დართული დოკუმენტაციის წარდგენა ფონდში ხორციელდება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადების დაცვით, რომლის გასვლის შემდეგ პროექტები ფონდში აღარ მიიღება.მუხლი 6. პროექტის ბიუჯეტი
1. პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს:
ა) სტიპენდია;
ბ) სასწავლო და კვლევითი პროცესის ტექნიკური აღჭურვის, ლაბორატორიული საშუალებების ან/და საველე სამუშაოების ხარჯი;
გ) პროექტის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის ხარჯი (კონფერენცია, კონგრესი, ვორქშოპი, სემინარი და სხვა);
დ) დისერტაციის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით უცხოეთში კვლევითი ვიზიტის ხარჯები;
ე) სასწავლო და კვლევითი პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი სხვა ხარჯები.
2. სტიპენდიის სახით დოქტორანტმა წელიწადში შეიძლება მოითხოვოს დასაშვები წლიური ბიუჯეტის ოდენობის არაუმეტეს 50%; 6-თვიანი პროექტის შემთხვევაში არაუმეტეს 5250 ლარი; ყოველთვიური სტიპენდია არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 6-თვიანი პროექტებისთვის დაფინანსებული დოქტორანტების კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. დოქტორანტურის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში შესაძლებელია კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა იყოს წელიწადში 12 თვე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხარჯები ანაზღაურდება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების/სასტუმროს ხარჯების შედგენის წესის შესაბამისად.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების გადარიცხვა განხორციელდება საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანშების სახით.
6. პირველ ტრანშს ფონდი გადარიცხავს ავანსის სახით საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღის ვადაში. ყოველი მომდევნო ტრანში გადაირიცხება ფონდის მიერ განხილვის აქტის საფუძველზე.
7. სასწავლო-კვლევითი გრანტით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა, იჯარა, კაპიტალური რემონტი/რეკონსტრუქცია, ასევე ავტომანქანის შეძენა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №59/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
+
მუხლი 8. სასწავლო-კვლევითი გრანტის სტრუქტურა🔗
1. სასწავლო-კვლევითი გრანტი პროექტის მიხედვით შეიძლება მოთხოვნილ იქნეს არანაკლებ ორი და არა უმეტეს ექვსი სასწავლო სემესტრისათვის;მუხლი 7. საგრანტო კონკურსის ეტაპები
საგრანტო კონკურსის ძირითადი ეტაპებია:
ა) საგრანტო კონკურსის გამოცხადება;
ბ) პროექტების ფონდში წარდგენა;
გ) პროექტების შეფასება ექსპერტთა და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მეშვეობით;
დ) ექსპერტთა და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის შეფასების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება;
ე) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №59/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №41/ნ - ვებგვერდი, 29.03.2018წ.
+
მუხლი 8. პროექტების ფონდში წარდგენა
1. პროექტისა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პროექტზე დასართავი დოკუმენტაციის წარდგენა ფონდში ხორციელდება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადების დაცვით, რომლის გასვლის შემდეგ ფონდში წარდგენილი პროექტები საკონკურსოდ აღარ განიხილება.
2. ფონდი უფლებამოსილია საგრანტო კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე საგრანტო კონკურსიდან მოხსნას პროექტი:
ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს;
ბ) რომელიც არ შეესაბამება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროექტის განაცხადის ფორმას;
გ) რომელსაც არ ერთვის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პროექტზე დასართავი დოკუმენტაცია და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში არ იქნება წარდგენილი ფონდში.
დ) შეიცავს ყალბ ინფორმაციას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №59/ნ - ვებგვერდი,10.06.2016წ.
+
მუხლი 9. პროექტების შეფასება ექსპერტთა მიერ🔗
1. ფონდი უზრუნველყოფს დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას.მუხლი 9. პროექტების შეფასება ექსპერტთა და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მეშვეობით
1. ფონდი უზრუნველყოფს ექსპერტთა და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ, პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას.
2. საგრანტო კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგისტრირებული პროექტები შესაფასებლად გადაეცემა დამოუკიდებელ ადგილობრივ ან/და უცხოელ ექსპერტებს და/ან დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შემდგარ ჯგუფ(ებ)ს. პროექტის შეფასება უნდა განახორციელოს სულ ცოტა ორმა ექსპერტმა. ფონდს შეფასების შედეგი წარედგინება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.
3. თითოეულ დოქტორანტს უფლება აქვს დაასახელოს მისი პროექტის შეფასებისთვის არასასურველი 3 ექსპერტის ვინაობა და ფონდი უზრუნველყოფს დასახელებული ექსპერტების არიდებას.
4. ექსპერტები და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ი პროექტებს აფასებენ ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
5. გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს:
ა) პროექტის საბოლოო ქულის დაანგარიშების მექანიზმს;
ბ) თანაბარქულიანი პროექტებიდან უპირატესის გამოსავლენად ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ პროექტის შეფასების კრიტერიუმებს შორის პრიორიტეტულ კრიტერიუმებს.
6. არ შეიძლება ექსპერტი და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის წევრი იყოს პირი:
ა) რომელიც არის საგრანტო კონკურსის მონაწილე;
ბ) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია დოქტორანტთან ან მონაწილეობს მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში;
გ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის დაფინანსების ან დაუფინანსებლობის შემთხვევაში;
დ) რომელიც არის დოქტორანტის დისერტაციის/შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი;
ე) რომელიც არის დოქტორანტის ნათესავი.
7. ამ წესის მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია, გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.
9. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ექსპერტის და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის წევრის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს ექსპერტის და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ.
10. ექსპერტი და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ი შეფასებას ახდენს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარი ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად და ფონდის მხრიდან რაიმე სახის ჩარევის გარეშე.
11. (ამოღებულია - 31.05.2017, №82/ნ).
111. ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის წევრთა ვინაობა კონფიდენციალურია.
12. საგრანტო კონკურსის შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს ექსპერტთა და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის დასკვნების გაცნობას დაინტერესებული პირისათვის ექსპერტთა ვინაობის გამხელის გარეშე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №59/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №41/ნ - ვებგვერდი, 29.03.2018წ.
+
მუხლი 10. პროექტის შეფასების კრიტერიუმები
1. ექსპერტების და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ პროექტი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
№
კრიტერიუმები და განმარტებები
C-
C
C+
B-
B
B+
A-
1.
A
A+
შეფასება (A/B/C) კრიტერიუმის მიხედვით
1. სამეცნიერო - კვლევითი პროექტი
1
2
3
4
5
6
7
1-5
8
6-8
9
მინიმუმ 1
მაქსიმუმ 9 ქულა
1.1. კვლევითი თემის/საკითხის აქტუალობა, კვლევის სიახლე და ინოვაციურობა, პრობლემის ფორმულირება
1.2. კვლევის მიზნები და ამოცანები
1.3. კვლევის მეთოდოლოგია
1.4. კვლევის მოსალოდნელი შედეგების სამეცნიერო ღირებულება და/ან კვლევის შედეგების პოტენციური პრაქტიკული გამოყენებადობა და გავრცელების (დისემინაციის) გეგმა
1.5. ინტერდისციპლინურობა
1-5
6-8
2. აკადემიური კომპონენტი
1-5
6-8
1-5
მინიმუმ 1
მაქსიმუმ 9 ქულა
2.1. დოქტორანტის მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით პროექტებში, სამეცნიერო პროდუქტიულობა და სტატიები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
2.2. დოქტორანტის აკადემიური პროგრესი (ტრანსკრიპტში ასახული ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამის სავალდებულო საგნებისა და კომპონენტების გავლის შესახებ)
2.3. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელისა და კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კომპეტენციის შესაბამისობა კვლევით თემასთან
2.4. პროექტის საერთაშორისო და ადგილობრივი თანამშრომლობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დოქტორანტის უცხოეთში ვიზიტის შესაბამისობა საკვლევ თემასთან
6-8
1-2
3-4
5-6
2.
3. პროექტის მენეჯმენტი და განხორციელებადობა
1-6
მინიმუმ 1
მაქსიმუმ 9 ქულა
3.1. პროექტის გეგმა-გრაფიკის (ეტაპების, ვადებისა და განხორციელების გზების) განხორციელებადობა და შესაბამისობა კვლევის მიზნებსა და ამოცანებთან
3.2. პროექტის ბიუჯეტის შესაბამისობა კვლევის მიზნებსა და ამოცანებთან
3.3. წამყვანი/თანამონაწილე ორგანიზაციის მატერიალური, ტექნიკური და ინტელექტუალური გარემოს/რესურსების შესაბამისობა პროექტის მიზნებსა და ამოცანებთან
1-5
6-8
ქულების ჯამი :
მინიმუმ - 3
მაქსიმუმ - 27 ქულა
შემაჯამაბელი შეფასება პროექტის შესახებ (ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის შემაჯამებელი შეფასება სამივე კრიტერიუმის მიხედვით მინიჭებული ქულების შესაბამისად);
□ A
□ B
□ C
შემაჯამებელი კომენტარი პროექტის შესახებ (ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის შემაჯამებელი კომენტარი სამივე კრიტერიუმის მიხედვით მინიჭებული ქულების შესაბამისად):
2. შეფასების სამი კრიტერიუმიდან (1 - სამეცნიერო-კვლევითი პროექტი; 2 - აკადემიური კომპონენტი; 3 - პროექტის მენეჯმენტი და განხორციელებადობა) თითოეული ფასდება 9-ქულიანი სისტემით (1-9), სადაც 1-3 ქულა შეესაბამება C კატეგორიის შეფასებას, 4-6 ქულა შეესაბამება B კატეგორიის შეფასებას, ხოლო 7-9 ქულა შეესაბამება A კატეგორიის შეფასებას. ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 27 ქულა.
კრიტერიუმებში ქულებით შეფასება განიმარტება შემდეგნაირად:
შეფასება ქულით
შეფასება ABC კატეგორიით
1-5
შეფასება
6-8
განმარტება
1
C-
სრულიად შეუსაბამო
პროექტი არ პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, ან პროექტი ვერ ფასდება არასაკმარისი ინფორმაციის გამო
3.
2
C
ნაწილობრივ
შეუსაბამო
პროექტი არაადეკვატურად პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, გართულებულია პროექტის შეფასება არასაკმარისი ინფორმაციის გამო.
3
C+
სუსტი
პროექტი მცირედ პასუხობს, შეუსაბამოა ამ კონკრეტულ კრიტერიუმთან, შეინიშნება სერიოზული, არსებითი სუსტი მხარეები.
4
B-
1-6
დამაკმაყოფილებელი
პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი უზუსტობები და სუსტი მხარეები
5
B
საშუალო
პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ დასაბუთება არადამაკმაყოფილებელია
6
B+
1-5
საკმაოდ კარგი
6-8
პროექტი მთლიანობაში პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ დასაბუთება არასაკმარისია
7
A-
კარგი
პროექტი კარგად პასუხობს კრიტერიუმს, დასაბუთება დამაკმაყოფილებელია, მაგრამ აუცილებელია გარკვეული გაუმჯობესება.
8
A
ძალიან კარგი
პროექტი ძალიან კარგად, ზუსტად პასუხობს კრიტერიუმს. არის ორიგინალური და აქვს მაღალი სამეცნიერო პოტენციალი, თუმცა შესაძლებელია გარკვეულწილად დახვეწა.
9
A+
საუკეთესო
გამორჩეული, მაღალი სამეცნიერო პოტენციალის მქონე პროექტი, რომელიც საუკეთესოდ პასუხობს კრიტერიუმს.
3. შემაჯამებელი შეფასება პროექტის შესახებ ეფუძნება და შესაბამისობაში უნდა იყოს შეფასების სამივე კრიტერიუმში 9-ქულიანი (1-9) სისტემით შეფასებასთან და განიმარტება შემდეგნაირად:
ქულა
+
მუხლი 11. დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცება🔗
1. ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შემდგარი რანჟირებული სიიდან გამარჯვებულს წარმოადგენენ 85 ან უფრო მაღალქულიანი საუკეთესო შედეგების მქონე ის პროექტები, რომელთა დასაფინანსებლადაც საკმარისი იქნება საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი.ABC კატეგორია
21-27
A
10-20
B
3-9
C
4. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 18 ან მეტი ქულა. თუ პროექტის შეფასება პირველ და მეორე კრიტერიუმში არის „C“, პროექტი არ განიხილება დასაფინანსებლად, მიუხედავად ჯამური ქულების ოდენობისა.
5. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად პირველ, შემდგომ მეორე და მესამე კრიტერიუმში.
აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №59/ნ -ვებგვერდი, 10.06.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №41/ნ - ვებგვერდი, 29.03.2018წ.
+
მუხლი 12. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება🔗
გამარჯვებული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცების შემდგომ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას გამარჯვებული პროექტების ავტორ დოქტორანტებთან და შესაბამის უნივერსიტეტებთან.მუხლი 11. პროექტების დამტკიცება და საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება
1. გამარჯვებული პროექტები მტკიცდება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. სამეცნიერო მიმართულებებისა და ქვემიმართულებების მიხედვით საგრანტო კონკურსის ბიუჯეტის გადანაწილებას განსაზღვრავს გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.
3. პროექტების დამტკიცების შემდგომ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას გამარჯვებული პროექტების ავტორ დოქტორანტებთან და შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
4. საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტთან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №59/ნ -ვებგვერდი,10.06.2016წ.
+
მუხლი 13. საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი🔗
1. ფონდი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.მუხლი 12. საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი
1. ფონდი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების შესრულების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის ანგარიშების ფორმებს.
3. ფინანსური მონიტორინგის დროს ფონდი:
ა) ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული ხარჯების ხელშეკრულებასთან შესაბამისობის შემოწმებას ანგარიშის ფორმების შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე;
ბ) ეყრდნობა დოქტორანტის მიერ წარდგენილი სასწავლო-კვლევითი გრანტის ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს ორიგინალი საბუთის სახით;
გ) დოქტორანტის მიერ წარდგენილ ანგარიშზე ადგენს განხილვის აქტს, რომელშიც აისახება საანგარიშო პერიოდში გადარიცხული თანხის ხარჯვის შესაბამისობა საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.
4. პროგრამული მონიტორინგის შემთხვევაში ფონდი ამოწმებს დაფინანსებული პროექტის დაგეგმილი მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების შესრულებას სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღების მხრიდან წარმოდგენილი შუალედური და საბოლოო ანგარიშის საფუძველზე.
5. ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას:
ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას;
ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება შესაბამის ანგარიშზე დაბრუნებას;
გ) ნაშთად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული გაუხარჯავი რესურსი, რომელიც შესაძლებელია დაიხარჯოს მომდევნო საანგარიშო პერიოდში;
დ) გადახარჯვად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით, იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა აღემატება ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებული რესურსის, გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების საფუძველს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №59/ნ -ვებგვერდი, 10.06.2016წ.
+
მუხლი 14. პროექტის შეწყვეტა და დასრულება🔗
1. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს დოქტორანტის სასწავლო-კვლევითი გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად შეწყდება პროექტი), თუ:მუხლი 13. პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება
1. პროექტი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად ფონდის წესდებით და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს დოქტორანტის სასწავლო-კვლევითი გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად შეწყდება პროექტი), თუ:
ა) გაუქმდა შესაბამისი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია და დოქტორანტი კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ გადავიდა დოქტორანტურის სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ბ) არ შესრულდა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან აღმოჩნდა მონაცემების სიყალბე;
გ) დოქტორანტს შეუწყდა ან შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები;
დ) დოქტორანტმა შეცვალა დისერტაციის თემა და მოწვეული ექსპერტი დაასკვნის, რომ ცვლილება/ცვლილებები არ აკმაყოფილებს დაფინანსების მოსაპოვებლად თავდაპირველად გამართული საგრანტო კონკურსის პირობებს, ასევე ისეთი ცვლილებისას, რომელიც ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის მინიჭებას განსხვავებულ დარგში/სპეციალობაში ან მიმართულებაში.
3. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე, პროექტის დახურვის მომენტში წარმოდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები, ფონდის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებზე დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები, მხარეთა შორის გაფორმებულია შედარების აქტი და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დოქტორანტის მიერ შესყიდული მატერიალური საშუალებები გადაეცემა შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ხოლო გაუხარჯავი და ასევე არამიზნობრივად გახარჯული სახსრები ექვემდებარება ფონდისათვის დაბრუნებას.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დოქტორანტმა მის მიერ შესყიდული ხელსაწყოები და აპარატურა (კომპიუტერული ტექნიკის გამოკლებით), ასევე გაუხარჯავი ლაბორატორიული და სხვა მასალები უნდა გადასცეს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. დოქტორანტი ვალდებულია სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე დააბრუნოს მისთვის გადარიცხული აუთვისებელი თანხა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №59/ნ-ვებგვერდი,10.06.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №41/ნ - ვებგვერდი, 29.03.2018წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, №128/ნ, 30.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 430150000.22.022.016863 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2509589-2/