ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.09.2014 ძალადაკარგული 29.09.2015
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
010320040.35.132.016234
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ქალაქ    ბათუმის   მუნიციპალიტეტის   საკრებულოს

დადგენილება  № 38

2014 წლის 23 სექტემბერი

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მინიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თანახმად დანართისა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 11 ნოემრის N36 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15/11/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.35.132.016187).
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჭეიშვილი
+



დანართი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის

 საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები


+
მუხლი 1. საერთო მოთხოვნები
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის (შემდგომში - საკრებულოს აპარატი) ნებისმიერ თანამდებობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ვ) უნარ-ჩვევები.


+
მუხლი 2. სპეციალური მოთხოვნები
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

დ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

2. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) პროფესიის მიხედვით არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

დ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) საქართველოს შრომის კოდექსი;

ზ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

3. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების თანამშრომლები

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

დ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი.

ე) საქართველოს შრომის კოდექსი;

ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

4. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილების უფროსი

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

დ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

ე) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;

ვ) საქართველოს შრომის კოდექსი;

ზ)  ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.

 

5. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილების თანამშრომლები

ა)  უმაღლესი განათლება;

ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

გ) საქართველოს შრომის კოდექსი;

დ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;

ე)  ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

6. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი

ა) უმაღლესი საბუღალტრო,  საფინანსო ან/და ეკონომიკური განათლება;

ბ) პროფესიის მიხედვით არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

ე) საქართველოს შრომის კოდექსი;

ვ) „ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და გადახდების განხორციელების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 14 ივნისის №336 ბრძანება;

ზ) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება;

თ) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანება;

ი) „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №511 ბრძანება;

კ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.

 

7. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების თანამშრომლები

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

გ) საქართველოს შრომის კოდექსი;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.

 

8. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი

ა)  უმაღლესი განათლება;

ბ)  არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;

ვ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების ცოდნა;

ზ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.

 

9. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომლები

ა)  უმაღლესი განათლება;

ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;

ე) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების ცოდნა;

ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word, Excel,) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.

 

10. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მასმედიასთან და საზოგადიოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) სასურველია არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;

გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

დ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) ორი უცხო ენის, მათ შორის, ერთ-ერთი ინგლისურის, ცოდნა;

ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel,) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

11. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლები

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

გ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

12. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საერთაშორისო ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი

ა) უმაღლესი განათლება:

ბ) სასურველია არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობებისა ან/და საპროტოკოლო ღონისძიებათა სფეროში;

გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

დ) „საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის №386 ბრძანებულება;

ე) ორი უცხო ენის (მათ შორის ერთი ინგლისური ენის) ცოდნა;

ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.

 

13. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საერთაშორისო ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების თანამშრომლები

ა) უმაღლესი განათლება:

ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

დ) „საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის №386 ბრძანებულება;

ე) ორი უცხო ენის (მათ შორის ერთი ინგლისური ენის) ცოდნა;

ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

14. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნოს უფროსი

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) სასურველია არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;

გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

დ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel,) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

15. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამდივნოს თანამშრომლები

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

16. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარგობრივი კომისიების თანამშრომლები

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

დ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დარგობრივი კომისიის დებულება;

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

17. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია)

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

გ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“  საქართველოს კანონი; 

 დ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული წესი;

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

18. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია)

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“  საქართველოს კანონი; 

 გ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული წესი;

დ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

ე) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

19. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №38, 23.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.132.016234 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2513101-1/