თავი V — წარმომადგენლობა სასამართლოებში. მოქალაქეების მომართვებისა და ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის წესი
1. მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის სასამართლო ორგანოებში წარმომადგენლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მთავრობის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
2. საერთო სასამართლოებში განსახილველ ცალკეულ საქმეზე მთავრობის ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მთავრობის აპარატის უფროსი მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით უფლებამოსოლია გააფორმოს ხელშეკრულება სათანადო იურიდიული კვალიფიკაციის პირებთან.
3. საერთო სასამართლოებში მთავრობის წარმომადგენლის უფლებამოსილებისა და ანაზღაურების საკითხი განისაზღვრება ხელშეკრულებ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2014.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 26/09/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება