თავი III — მთავრობის სხდომის გამართვის, პროექტის მთავრობის სხდომაზე მიღებისა და მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტისათვის რეკვიზიტების მინიჭების წესი
1. მთავრობის სხდომაზე მიღებულ და ხელმოწერილ სამართლებრივ აქტს მთავრობის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული დადგენილი წესით რეკვიზიტებს ანიჭებს იმავე ან მეორე დღეს.
2. მთავრობის დადგენილება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პროცედურის შემდეგ, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, იგზავნება სსიპ – ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოსაქვეყნებლად. მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები ეგზავნება ინიციატორ უწყებებს.
3. მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა, იტვირთება მთავრობის ვებგვერდზ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2014.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 26/09/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება