თავი VI — მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტისათვის რეკვიზიტების მინიჭებისა და მისი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის გადაგზავნის წესი
1. მთავრობის სხდომაზე მიღებულ და ხელმოწერილ სამართლებრივ აქტს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, დადგენილი წესით, რეკვიზიტებს ანიჭებს იმავე ან მეორე სამუშაო დღეს.
2. მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე მიღებული სამართლებრივი აქტი, ელექტრონული ხელმოწერის შემდეგ, რეკვიზიტის მისანიჭებლად, ავტომატურად ეგზავნება მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.
3. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამა მთავრობის სამართლებრივ აქტზე ელექტრონული ხელმოწერისთანავე გამოსახავს საქართველოს სახელმწიფო გერბს, მიღების ადგილს და პრემიერ-მინისტრის ხელმოწერა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 22.07.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 14/02/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება