საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
პასუხისმგებელ პირს/პირებს
_______________________________________________
(იურიდიული პირის დასახელება)
_______________________________________________
(იურიდიული პირის წარმომადგენლის სახელი, გვარი)
_______________________________________________
(მოქალაქის სახელი, გვარი)
_______________________________________________ (მისამართი)
_______________________________________________
(ტელ/მობ ნომერი)
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ
_________________________________________________________________________________
(მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება)
ინფორმაცია ელექტრონული სახით.
ასევე გთხოვთ:
1. მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ელ.ფოსტის ----------------------------- მისამართზე;
2. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე და თანხმობას ვაცხადებთ გადავიხადოთ თანხა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობით;
3. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ წარმოდგენილ მეხსიერების ბარათზე/კომპაქტურ-დისკზე;
4. მოთხოვნილი ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ პრინტერზე. თანხმობას ვაცხადებთ გადავიხადოთ თანხა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობით.
(შენიშვნა: მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა)
დაინტერესებული პირი (განმცხადებელი) ___________________________
თარიღი: ___. ___. _______ წ.
+
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №44
2014 წლის 30 სექტემბერი
ქ. წალენჯიხა
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი დანართი №1–ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი დანართი №2–ის შესაბამისად.
+
მუხლი 3
დამტკიცდეს ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის განცხადების ნიმუში დანართი №3–ის შესაბამისად.
+
მუხლი 31 დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა (დანართი №4).🔗
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 09.03.2018წ.
+
მუხლი 4 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.🔗
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია
+
დანართი №1
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. წინამდებარე წესი არეგულირებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის ზუსტ და დროულ მიწოდებას ვებგვერდზე პროაქტიულად განთავსების მიზნით.
2. წინამდებარე წესი არეგულირებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის ზუსტ და დროულ მიწოდებას ვებგვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 09.03.2018წ.
+
მუხლი 2. ვებგვერდის ადმინისტრირება🔗
1. ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი ახორციელებს:
2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის მისამართია:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებას.
3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდის მისამართია:
მუხლი 2. ვებგვერდის ადმინისტრირებასაჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ფორმა, გამოქვეყნების ადგილი და გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირები
1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები უზრუნველყოფენ ნუსხით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას:
ა) ელექტრონული ფორმით - მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების ელექტრონულ რესურსზე;
ბ) ბეჭდური ფორმით - მუნიციპლიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში განთავსებულ საჯარო განცხადებების დაფაზე.
2. ელექტრონული ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის დაწესებულებების ვებ-გვერდებზე.
3. ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება საჯარო განცხადებების დაფების გამოყენებით, რომელიც უნდა განთავსდეს დასახლებების უბნების მიხედვით, უბანში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე არანაკლებ ერთი საინფორმაციო განცხადების დაფის ოდენობით.
4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი.
5. მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადების დაფაზე ინფორმაციის განახლებაზე პასუხისმგებელია შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი.
6. იმ შემთხვევაში, თუ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და მისი სრულად გამოქვეყნება ვერ ხერხდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების და იურიდიული პირების შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას ან/და მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადებების დაფებზე, აუცილებელია აღნიშნულ ადგილებში მიეთითოს დოკუმენტის შესაბამისი რეკვიზიტები (სათაური, მიმღები ორგანო, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 05.02.2016წ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 09.03.2018წ.
+
მუხლი 3. ინფორმაციის გამოყენება
1. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა.
2. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
3. ვებგვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით.
4. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის კატეგორიების მითითება ვებგვერდზე სავალდებულოა.
+
მუხლი 4. ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება
1. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი – მუნიციპალიტეტის საკრებულოში საორგანიზაციო განყოფილება და მუნიციპალიტეტის გამგეობაში საორგანიზაცო, საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილება, ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ვებგვერდების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირები.
1. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი-მუნიციპალიტეტის საკრებულოში საორგანიზაციო განყოფილება და მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო, საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილება, ხოლო ვებგვერდზე ინფორმაციის დროულ განთავსებასა და რედაქტირებაზე-მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ვებგვერდების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირები.
2. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება „პროაქტიული გამოქვეყნება“, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია.
3. პროაქტიული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებაზე კონტროლს ახორციელებენ საკრებულოს აპარატის უფროსი და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
3. 3. პროაქტიული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებაზე კონტროლს ახორციელებენ საკრებულოს აპარატის უფროსი და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
4. პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება PDF ფორმატში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 09.03.2018წ.
+
მუხლი 5. ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია
ა) ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოსა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი);
გ) ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შესახებ ანგარიში;
დ) ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის, მოადგილის (მოადგილეების), სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები;
ე) ადმინისტრაციული ორგანოსა და მისი სტრუქტურულ ერთეულების, ადმინისტრაციულ ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი;
ვ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი;
ზ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ადგილობრივი შესყიდვების წლიური გეგმა;
თ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია;
ი) ინფორმაცია იმ მოსაკრებლების ან საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინება ხდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ.
ინფორმაციის ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ პირს მიეწოდება ამ დადგენილების დანართი №4-ით გათვალისწინებული ინფორმაცია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 05.02.2016წ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 09.03.2018წ.
+
დანართი №2
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი
+
მუხლი 1. ზოგადი დებულება
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას.
+
მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის გაცემა
1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა (ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია.
2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ განცხადებაში მითითებული საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმის მიხედვით.
3. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას მხარის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი მიწოდება დადგენილი სხვა ფორმების მიხედვით და შესაბამისად გადაახდევინოს მოსაკრებელი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით.
+
მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა
1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მოთხოვნის თაობაზე წერილობით განცხადებას უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. აღნიშნული განცხადება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა დარეგისტრირდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილებაში (კანცელარიაში) ან/ და გაიგზავნოს მოთხოვნა ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: განცხადება თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №3), თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ხოლო განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა დარეგისტრირდეს გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში (კანცელარიაში) ან/და გაიგზავნოს მოთხოვნა ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე - განცხადებასთან თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №3),დასკანერებული დოკუმენტების თანხლებით და გადაეცეს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს.
1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მოთხოვნის თაობაზე განცხადებას უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. აღნიშნული განცხადება უნდა დარეგისტრირდეს შესაბამის საჯარო დაწესებულებაში დადგენილი წესით ან/და გაიგზავნოს ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე-განცხადება თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №3), დასკანერებული დოკუმენტების თანხლებით და გადაეცეს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 09.03.2018წ.
+
მუხლი 4. საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება:
ა) ინფორმაციის მომთხოვი პირის დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას, ასევე მის მეხსიერების ბარათზე ჩაწერისას;
ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას;
გ) პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას.
2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
+
მუხლი 5. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები
1. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემოსული ელ. განცხადება მიღებისთანავე გადაეგზავნება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს კანცელარიას რეგისტრაციისათვის და შემდგომში დაევალება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირს, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება.
2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს.
3. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი ვადების დაცვით.
4. მოთხოვნილი ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან.
+
დანართი №3
+
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე
პასუხისმგებელ პირს/პირებს
_______________________________________________
(იურიდიული პირის დასახელება)
_______________________________________________
(იურიდიული პირის წარმომადგენლის სახელი, გვარი)
_______________________________________________
(მოქალაქის სახელი, გვარი)
_______________________________________________ (მისამართი)
_______________________________________________
(ტელ/მობ ნომერი)
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ
_________________________________________________________________________________
(მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება)
ინფორმაცია ელექტრონული სახით.
ასევე გთხოვთ:
1. მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ელ.ფოსტის ----------------------------- მისამართზე;
2. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე და თანხმობას ვაცხადებთ გადავიხადოთ თანხა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობით;
3. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ წარმოდგენილ მეხსიერების ბარათზე/კომპაქტურ-დისკზე;
4. მოთხოვნილი ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ პრინტერზე. თანხმობას ვაცხადებთ გადავიხადოთ თანხა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობით.
(შენიშვნა: მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა)
დაინტერესებული პირი (განმცხადებელი) ___________________________
თარიღი: ___. ___. _______ წ.
დანართი №4
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა
1. ზოგადი ინფორმაცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების (შემდგომ - დაწესებულებები) შესახებ
№
ინფორმაციის დასახელება
განახლების ვადები
1.1
დაწესებულებების სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
1.2
დაწესებულებების და მათი სტრუქტურული ორგანოებისა და ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი)
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
1.3
დაწესებულებების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში
ქვეყნდება ყოველწლიურად
1.4
დაწესებულებების მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
1.5
დაწესებულებების ხელმძღვანელის, მოადგილეების, სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
1.6
დაწესებულებების, მათი სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის
ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
2. საჯარო ინფორმაციის გვერდი
2.1
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნ-ველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
2.2
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
2.3
ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
2.4
მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში
ქვეყნდება ყოველწლიურად
2.5
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა
ქვეყნდება კვარტალურად
3. ინფორმაცია საჯარო დაწესებულებების საკადრო
უზრუნველყოფის შესახებ
3.1
დაწესებულებების მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
3.2
ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში კონკურსის ჩატარების წესებს
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
3.3
დაწესებულებების დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში
ქვეყნდება კვარტალურად
4. ინფორმაცია დაწესებულების მიერ განხორციელებული
შესყიდვების და ქონების პრივატიზების შესახებ
4.1
მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმა
ქვეყნდება კვარტალურად
4.2
მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით
ქვეყნდება კვარტალურად
4.3
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სააჯრო
დაწესებულებების ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ
ქვეყნდება კვარტალურად
4.4
რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები
ქვეყნდება კვარტალურად
4.5
მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში
4.6
მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა
მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში
5. ინფორმაცია
დაწესებულებების დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ
5.1
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში
5.2
მუნიციპალიტეტის დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები
ქვეყნდება კვარტალურად
5.3
ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამით)
ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად
5.4
საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში
მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში
5.5
ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად)
ქვეყნდება კვარტალურად
5.6
ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით)
ქვეყნდება კვარტალურად
5.7
დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.8
ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.9
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯამურად
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.10
დაწესებულებების ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.11
ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.12
უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.13
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის, მიზნობრიობა და გრანტის მოცულობა
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.14
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია
ქვეყნდება კვარტალურად
5.15
სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ
ქვეყნდება აქტის მიმღები ორგანოს მიერ ძალაში შესვლიდან 10 დღეში
6. სამართლებრივი აქტები
6.1
ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან
ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში
6.2
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც, მუნიციპალიტეტის ორგანოების შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია
ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში
7. საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია
7.1.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომების ოქმები
შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში
7.2
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები
შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;
7.3
დასახლების საერთო კრების ოქმები
მერიის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში
7.4
ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ
ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში
7.5
მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ გათვალისწინებული ანგარიშები
შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში
7.6
პეტიცია
მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში
7.7
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის წერილობითი ინიციატივა მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ
მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში
8. სხვა საჯარო ინფორმაცია
8.1
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების სერვისების შესახებ ინფორმაცია
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
8.2
ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასასრულიდან 1 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 09.03.2018წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, №44, 30.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.104.016190 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.01.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2525554-2/