დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ირაკლი გიგინეიშვილი
დანართი
წალკის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი
მუხლი 1.
წესის რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს წალკის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) წალკის მუნიციპალიტეტი – წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო, წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
ბ) პრემია – წალკის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.
გ) ხელმძღვანელი თანამდებობის პირი – წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
დ) ზემდგომი თანამდებობის პირი – წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 3.
პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები
პრემია გაიცემა წალკის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე შესრულებული სამუშაოს დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა და მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან.
პრემიის მიზნებია, წალკის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირთა წახალისებისა და მოტივაციის გაზრდა, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით წალკის მუნიციპალიტეტში კვალიფიკაციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
მუხლი 4.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება
წალკის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს შესაბამის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს.
თანამდებობის პირზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირებას ახდენს ზემდგომი თანამდებობის პირი.
ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას გამგეობის თანამდებობის პირებისა და სხვა საჯარო მოსამსახურეთათვის საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გამგებელი, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 5.
პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა
ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
პრემია შეიძლება გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსი" განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.
ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია წალკის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობით.
ხშირად დასმული კითხვები
მოქმედებს თუ არა „წალკის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.03.2018.
როდის იქნა მიღებული „წალკის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
„წალკის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 06.10.2014. მიმღები ორგანო — წალკის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №32. სარეგისტრაციო კოდი — 270070000.35.155.016147.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „წალკის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.03.2018.
რამდენი მუხლისგან შედგება „წალკის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „წალკის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.03.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალკის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №32, 06.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.155.016147 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2531859/
ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 05.03.2018.
პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება