საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N410 დადგენილების საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №53 - ვებგვერდი, 16.08.2018 წ.
|
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიზანია აღნიშნული წესის საფუძველზე უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №53 - ვებგვერდი, 16.08.2018 წ.
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: სტაჟირება – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით, რომელიც არ ანაზღაურდება.
ა) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი).
ბ) კანდიდატი – პირი, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) წარადგენს განაცხადს სტაჟირების შესახებ.
გ) უშუალო ხელმძღვანელი – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის (მერია/საკრებულოს აპარატი) ორგანოების მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.
2. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა მიღება ხორცილდება ყოველწლიურად, ორ ნაკადად. პირველი, შემოდგომის ნაკადის მიღება ხდება სექტემბერში, ხოლო მეორე, გაზაფხულის ნაკადის – მარტში.
3. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორად პირი მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე. განცხადების წარდგენა ხდება სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №53 - ვებგვერდი, 16.08.2018 წ.
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის მსურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ან უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
ბ) იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე;
გ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
დ) ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №53 - ვებგვერდი, 16.08.2018 წ.
1. სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირების (რომელ ორგანოშიც სურს სტაჟირება მერია/საკრებულო) სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
დ) ავტობიოგრაფია (CV, რეზიუმე);
ე) ორი ფოტოსურათი (3X4).
2. კონკრეტულ სამსახურებში სტაჟიორების შერჩევისათვის დაწესდება დამატებითი სპეციფიკური პირობები, რომელსაც განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელ პირთან (მერი/საკრებულოს თავმჯდომარე) შეთანხმებით.
3. განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს ორი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას გადის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელ პირთან.
4. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები (მერი/საკრებულოს თავმჯდომარე), რომლებიც განსაზღრავენ სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას.
5. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით.
6. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟიორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 12 ერთეულს, ხოლო საკრებულოს აპარატში – 1 ერთეულს.
7. სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება დღის 11 სთ-დან 16 სთ-მდე.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №53 - ვებგვერდი, 16.08.2018 წ.
სტაჟიორს უფლება აქვს:
1. უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესს.
2. დაესწროს მერიისა და საკრებულოს თათბირებს და სხვა ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღოს მათ ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფაში.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №53 - ვებგვერდი, 16.08.2018 წ.
სტაჟიორი ვალდებულია:
1. გაეცნოს და იხელმძღვანელოს იმ ნორმატიული აქტებით, რომლებიც აწესრიგებენ და განსაზღვრავენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებებს, დაიცვას შრომის კანონმდებლობით და შინაგანაწესით დადგენილი ნორმები.
2. დადგენილ ვადაში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ყველა მითითება და მოთხოვნა.
3. გაეცნოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, საქმიანობის სფეროს, საზედამხედველო და ორგანიზაციულ საქმიანობას, სხვადასხვა საკითხების მომზადებისა და დოკუმენტების შედგენის პრაქტიკას; თანამშრომელთა ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის.
4. უშუალო ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №53 - ვებგვერდი, 16.08.2018 წ.
საგარეჯოს მუნიციალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირების ვალდებულება სტაჟიორის მიმართ
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა;
ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით;
გ) ხელი შეუწყოს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №53 - ვებგვერდი, 16.08.2018 წ.
1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია:
ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში ან სტაჟირების ვადის 1/4-ის განმავლობაში სტაჟირების ადგილას გამოუცხადებლობა;
ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) სტაჟირების ვადის გასვლა (სტაჟირების დასრულება).
2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
3. სტაჟირების პროცედურის საერთო კოორდინაციას ახორციელებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური, ხოლო საკრებულოში – საკრებულოს აპარატის უფროსი, რომელიც იბარებს კანდიდატთა საბუთებს და უზრუნველყოფს ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებას.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №53 - ვებგვერდი, 16.08.2018 წ.
1. სტაჟირების დასრულების შემდგომ სტაჟიორის მიერ შეძენილ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს აფასებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები (მერი/საკრებულოს თავმჯდომარე), სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
2. სტაჟირების შედეგები შეიძლება შეფასდეს დადებითად ან უარყოფითად.
3. სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №53 - ვებგვერდი, 16.08.2018 წ.
......................................... ..............................................
(სახელი, გვარი)
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ..........................................................................................
(დაწესებულების დასახელება)
................................................... თვიანი სტაჟირების კურსის წარმატებით დასრულებისათვის
(სტაჟირების ხანგრძლივობა)
___________________ __________
(ხელმოწერა) (თარიღი)
+
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №46
2014 წლის 7 ოქტომბერი
ქ. საგარეჯო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში
(გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N410 დადგენილების საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
+
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესი დანართი N1–ისა და შესაბამისი მოწმობის–სერთიფიკატის ფორმა დანართი N2–ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ფრიდონ ბურდული
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეფრიდონ ბურდული
დანართი №1
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში
(გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესი
მუხლი 1🔗
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიზანია აღნიშნული წესის საფუძველზე უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა.
მუხლი 2🔗
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
სტაჟირება – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით, რომელიც არ ანაზღაურდება.
სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი).
კანდიდატი – პირი, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) წარადგენს განაცხადს სტაჟირების შესახებ.
უშუალო ხელმძღვანელი – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) ორგანოების მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.
2. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა მიღება ხორცილდება ყოველწლიურად, ორ ნაკადად. პირველი, შემოდგომის ნაკადის მიღება ხდება სექტემბერში, ხოლო მეორე, გაზაფხულის ნაკადის - მარტში.
3. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორად პირი მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე. განცხადების წარდგენა ხდება სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში - ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
თავი II
სტაჟიორის სტატუსი
მუხლი 3🔗
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის მსურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ან უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
ბ) იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე;
გ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
დ) ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.
მუხლი 4🔗
1. სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირების (რომელ ორგანოშიც სურს სტაჟირება გამგეობა/საკრებულო) სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
დ) ავტობიოგრაფია (CV, რეზიუმე);
ე) ორი ფოტოსურათი (3X4).
2. კონკრეტულ სამსახურებში სტაჟიორების შერჩევისათვის დაწესდება დამატებითი სპეციფიკური პირობები, რომელსაც განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელ პირთან (გამგებელი/საკრებულოს თავმჯდომარე) შეთანხმებით.
3. განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს ორი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას გადის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელ პირთან.
4. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები (გამგებელი/საკრებულოს თავმჯდომარე), რომლებიც განსაზღრავენ სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას.
5. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით.
6. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟიორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 12 ერთეულს, ხოლო საკრებულოს აპარატში – 1 ერთეულს.
7. სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება დღის 11 სთ–დან 16–სთ–მდე.
თავი III
სტაჟიორის უფლებები და ვალდებულებები
მუხლი 5🔗
სტაჟიორს უფლება აქვს:
1. უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესს.
2. დაესწროს გამგეობისა და საკრებულოს თათბირებს და სხვა ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღოს მათ ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფაში.
მუხლი 6🔗
სტაჟიორი ვალდებულია:
1. გაეცნოს და იხელმძღვანელოს იმ ნორმატიული აქტებით, რომლებიც აწესრიგებენ და განსაზღვრავენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებებს, დაიცვას შრომის კანონმდებლობით და შინაგანაწესით დადგენილი ნორმები.
2. დადგენილ ვადაში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ყველა მითითება და მოთხოვნა.
3. გაეცნოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, საქმიანობის სფეროს, საზედამხედველო და ორგანიზაციულ საქმიანობას, სხვადასხვა საკითხების მომზადებისა და დოკუმენტების შედგენის პრაქტიკას; თანამშრომელთა ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის.
4. უშუალო ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები.
საგარეჯოს მუნიციალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირების ვალდებულება სტაჟიორის მიმართ
მუხლი 7🔗
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა;
ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით;
გ) ხელი შეუწყოს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.
მუხლი 8🔗
1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია:
ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში ან სტაჟირების ვადის 1/4-ის განმავლობაში სტაჟირების ადგილას გამოუცხადებლობა;
ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) სტაჟირების ვადის გასვლა (სტაჟირების დასრულება).
2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
3. სტაჟირების პროცედურის საერთო კოორდინაციას ახორციელებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური, ხოლო საკრებულოში – საკრებულოს აპარატის უფროსი, რომელიც იბარებს კანდიდატთა საბუთებს და უზრუნველყოფს ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებას.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №53 - ვებგვერდი, 16.08.2018 წ.3. სტაჟირების პროცედურის საერთო კოორდინაციას ახორციელებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადმინისტრაციული სამსახური, ხოლო საკრებულოში–საკრებულოს აპარატის უფროსი, რომელიც იბარებს კანდიდატთა საბუთებს და უზრუნველყოფს ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებას.
თავი VI
სტაჟირების დასრულება და სერტიფიკატის გაცემა
მუხლი 9🔗
1. სტაჟირების დასრულების შემდგომ სტაჟიორის მიერ შეძენილ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს აფასებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები (გამგებელი/საკრებულოს თავმჯდომარე), სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
2. სტაჟირების შედეგები შეიძლება შეფასდეს დადებითად ან უარყოფითად.
3. სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
დანართი №2
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის დამადასტურებელი
ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი №
+
დანართი №2 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი № საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №53 - ვებგვერდი, 16.08.2018 წ.+
სერტიფიკატი ეძლევა
......................................... ..............................................
(სახელი, გვარი)
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ..........................................................................................
(დაწესებულების დასახელება)
................................................... თვიანი სტაჟირების კურსის წარმატებით დასრულებისათვის
(სტაჟირების ხანგრძლივობა)
___________________ __________
(ხელმოწერა) (თარიღი)
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“, №46, 07.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.165.016154 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2535789-1/