საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №412 |
|
2014 წლის 9 ოქტომბერი ქ. თბილისი |
|
ამ წესის მიზანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის (შემდეგში - ადმინისტრაცია) მიერ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის (შემდეგში - ფონდი) განკარგვის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ფონდიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად.
2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 28-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ფონდიდან თანხის გამოყოფის მიზნობრიობასა და ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი განკარგულებით.
3. ფონდიდან თანხა გამოიყოფა საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების გათვალისწინებით, საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დამკვიდრების ან/და განვითარების ხელშეწყობის, ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული სხვა მიზნობრიობის შესაბამისად და ოდენობით.
1. ფონდიდან თანხა გამოიყოფა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ან შემოსული განცხადების საფუძველზე. ორივე შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობასა და ორგანიზებას უზრუნველყოფს ადმინისტრაცია.
2. ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს. განცხადება შესაბამისი მსვლელობისათვის ბარდება ადმინისტრაციის კორესპონდენციის მართვის დეპარტამენტს ან ფოსტით ეგზავნება ადმინისტრაციას.
3. ადმინისტრაციაში შემოსული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა-დამუშავებას, სისტემატიზაციასა და შენახვას უზრუნველყოფს ადმინისტრაციის უფროსის სამდივნო (შემდეგში - სამდივნო).
4. ფონდიდან დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. იმ შემთხვევაში, თუ მიმღებისათვის გადასაცემი თანხა ფონდიდან მიზნობრივად გამოეყოფა ადმინისტრაციას, თანხის გადარიცხვას ახორციელებს ადმინისტრაციის საფინანსო დეპარტამენტი.
5. ამ წესის შესაბამისად, ფონდიდან თანხის ადმინისტრაციის საჭიროებისათვის გამოყოფის შემთხვევაში, თანხის განკარგვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში, დაფინანსების მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებების მომზადების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით შესაძლებელია შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფი (შემდეგში - ჯგუფი).
7. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესაბამისად, ჯგუფისათვის პროექტის განსახილველად გადაცემის შემთხვევაში, ჯგუფის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ადმინისტრაცია.
1. ჯგუფის შემადგენლობაში შესაძლებელია მოწვეულ იქნენ საზოგადოების წარმომადგენლები არასამთავრობო, სამეცნიერო ან/და ბიზნესის სექტორიდან.
2. ჯგუფი უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება არანაკლებ სამი წევრისა. ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ წევრთა არანაკლებ 1/3-ის თანხმობით.
3. ჯგუფში საქმიანობა არ ანაზღაურდება.
4. ჯგუფის წინადადებები ფიქსირდება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე თითოეული წევრი.
5. დაფინანსების საკითხის განხილვისას ინტერესთა კონფლიქტი არსებობს, თუ ჯგუფის წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია კონკრეტული პროექტის/დახმარების დაფინანსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგებით, ან არის დაფინანსების საკითხის ინიციატორის ნათესავი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
6. ინტერესთა კონფლიქტის არსებობა გამორიცხავს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირების მონაწილეობას დაფინანსების საკითხის განხილვის პროცესში.
1. დაფინანსების შემთხვევაში, ადმინისტრაცია სამდივნოს მეშვეობით უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს დაფინანსების მიზნობრივად ხარჯვის მონიტორინგი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციის უზრუნველსაყოფად, სამდივნო უფლებამოსილია დაფინანსებული პირებისაგან მოითხოვოს დაფინანსების მიზნობრივად ხარჯვის შესახებ შუალედური ან/და საბოლოო ინფორმაცია.
3. ინფორმაცია ფონდიდან გაცემული დაფინანსების შესახებ საჯაროა, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.
+
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1🔗
საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად, ასევე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 28-ე მუხლის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესი.
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანებულება №499 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.
+
საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების უზრუნველსაყოფად, ასევე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 28-ე მუხლის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
+
ამ წესის მიზანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის (შემდეგში - ადმინისტრაცია) მიერ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის (შემდეგში - ფონდი) განკარგვის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
3. ადმინისტრაციაში შემოსული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა-დამუშავებას, სისტემატიზაციასა და შენახვას უზრუნველყოფს საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტი (შემდეგში – დეპარტამენტი).
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 27 ნოემბრის ბრძანებულება №467 - ვებგვერდი, 03.12.2018წ.
1. დაფინანსების შემთხვევაში, ადმინისტრაცია დეპარტამენტის მეშვეობით უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს დაფინანსების მიზნობრივად ხარჯვის მონიტორინგი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციის უზრუნველსაყოფად, დეპარტამენტი უფლებამოსილია დაფინანსებული პირებისაგან მოითხოვოს დაფინანსების მიზნობრივად ხარჯვის შესახებ შუალედური ან/და საბოლოო ინფორმაცია.
3. ინფორმაცია ფონდიდან გაცემული დაფინანსების შესახებ საჯაროა, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 27 ნოემბრის ბრძანებულება №467 - ვებგვერდი, 03.12.2018წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.03.2019.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 09.10.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №412. სარეგისტრაციო კოდი — 190020070.08.002.016960.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.03.2019.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.03.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“, №412, 09.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 190020070.08.002.016960 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.03.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2543745/