აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.10.2014 ძალადაკარგული 28.09.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№39
სარეგისტრაციო კოდი
010340000.35.110.016179
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2014 წლის 27 ოქტომბერი

აბაშა



 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ” 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის  შესაბამისად  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები"  (დანართი №1).
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე
+



აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

+
მუხლი 1. საერთო მოთხოვნები
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის (შემდგომში საკრებულოს აპარატის) ნებისმიერ თანამდებობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება: 

1)  ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

2)  შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ)ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;

გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”;

დ) საქართველოს კანონი  ,,საჯარო სამსახურის  შესახებ"

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ვ) უნარ-ჩვევები


+
მუხლი 2. სპეციალური მოთხოვნები
1) აბაშის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის უფროსი

ა) უმაღლესი განათლება,

ბ) საჯარო სამსახურში  მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება

გ) საქართველოს კანონი  ,,ნორმატიული აქტების შესახებ"

დ)აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

ე )აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება.

ვ)ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და  Internet -ის სამომხმარებლო  დონეზე ცოდნა;

 

2 ) საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა განყოფილების  უფროსი

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება,

ბ) სპეციალობის მიხედვით  არანაკლებ 3  წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სამსახურში.

გ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

დ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება.

ე) საქართველოს კანონი  ,,ნორმატიული აქტების შესახებ"

ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და  Internet -ის სამომხმარებლო  დონეზე ცოდნა;

 

4) საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა განყოფილების  მთავარი სპეციალისტი

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება,

ბ) სპეციალობის მიხედვით  არანაკლებ  1  წლიანი სამუშაო გამოცდილება.

გ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

დ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება.

ე)საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ"

ვ)ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და  Internet -ის სამომხმარებლო  დონეზე ცოდნა;

 

5) საკრებულოს აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი

ა) უმაღლესი  განათლება,

ბ)  არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში.

გ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

დ)აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება.

ე),,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი)

ვ) სასურველია  რომელიმე უცხო ენის (ინგლისური,გერმანული, რუსული) ცოდნა

ზ)ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word,Excel) და  Internet -ის სამომხმარებლო  დონეზე ცოდნა;

 

6) საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში

ა) უმაღლესი განათლება,

ბ)  არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში.

 გ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

 დ)აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება.

 ე) ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი

 ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word,Excel) და  Internet -ის სამომხმარებლო  დონეზე ცოდნა;

 

7) საკრებულოს აპარატის საქმის წარმოების განყოფილების უფროსი

ა) უმაღლესი განათლება,

ბ) არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო ან კერძო სამსახურში;

გ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

დ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება.

ე) საქართველოს კანონი  ,,ნორმატიული აქტების შესახებ"

ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და  Internet -ის      სამომხმარებლო  დონეზე ცოდნა;

 

8) საკრებულოს აპარატის საქმის წარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი

ა) უმაღლესი განათლება,

ბ) არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

დ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება.

ე) „საქმის წარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება.

ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და  Internet -ის      სამომხმარებლო  დონეზე ცოდნა;

9) საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი ახალგაზრდულ და დემოგრაფიულ საქმეთა საკითხებში.

ა) უმაღლესი განათლება,

ბ) არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

დ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება.

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და  Internet -ის      სამომხმარებლო  დონეზე ცოდნა;

10) საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი ქართული სახელმწიფო ენის სიწმინდის დაცვის საკითხებში,

ა) უმაღლესი ჰუმანიტარული განათლება, (ქართული ენის სპეციალისტი)

ბ) არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სპეციალობის მიხედვით;

გ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

დ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება.

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და  Internet -ის      სამომხმარებლო  დონეზე ცოდნა;

 

11) საკრებულოს აპარატის  მთავარი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

დ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება.

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და  Internet -ის      სამომხმარებლო  დონეზე ცოდნა;

 

12) საკრებულოს აპარატის  მთავარი სპეციალისტი (მდივნი)

ა) სასურველია  უმაღლესი განათლება (საშუალო-სპეციალური განათლება)

ბ) არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

დ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება.

ე)ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და  Internet -ის      სამომხმარებლო  დონეზე ცოდნა;

 

13) საკრებულოს აპარატის  საინფორმაციო უზრუნველყოფის  მთავარი სპეციალისტი

ა) სასურველია  უმაღლესი განათლება (საშუალო-სპეციალური განათლება)

ბ) არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

დ)აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება.

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel)  და Internet Explorer-ის პროფესიულ  დონეზე ცოდნა;

ვ) შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

 

14) საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

ა) უმაღლესი განათლება,

ბ) არანაკლებ  1  წლიანი სამუშაო გამოცდილება.

გ)აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

დ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება.

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის  სამომხმარებლო  დონეზე ცოდნა;



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ“, №39, 27.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.110.016179 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2556002-1/