2015 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.10.2014 ბოლო ცვლილება 30.09.2015
ნომერი
№114
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.025.016157
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №114

2014 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

2015 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს თანდართული „2015 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი“ 2015 წლის 1 იანვრიდან  2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2. ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მარეგულირებელ სადგურად მიიჩნევა შემდეგი წარმოების ლიცენზიატები:

ა) შპს „ენგურჰესი“;

ბ) შპს „ვარდნილჰესების კასკადი“.

3. ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, სტაბილურობისა და საიმედო ფუნქციონირების მიზნით ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ელექტროენერიის (სიმძლავრის) ბალანსით გათვალისწინებული ელექტროენერგიის იმპორტის საერთო მოცულობის ფარგლებში, მომწოდებელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „2015 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ“, №114, 30.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.025.016157 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2560913-4/