ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკირგვის წესი

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.10.2014 ძალადაკარგული 28.02.2018
ნომერი
№43
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.172.016043
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43

2014 წლის 31 ოქტომბერი

ქ. ამბროლაური

 

 ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და 61-ე მუხლის  მე-2 პუნქტების,  საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 67-ე მუხლის  შესაბამისად   ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
1. დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი (დანართი №1)
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე
+



დანართი 1
ქალაქ ამროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი

+
მუხლი 1. სარეზერვო ფონდის არსი
 ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი იქმნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად – გაუთვალისწინებელი, გადაუდებელი და სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დაფინანსების მიზნით.

+
მუხლი 2. სარეზერვო ფონდის განკარგვის პირობები
1. სარეზერვო ფონდის განკარგვა ხდება:
ა) სტიქიური მოვლენების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდთოვლობა, მეწყერი და ა.შ) სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსებისთვის;
ბ) ეპიდემიის გავრცელების აღკვეთის და ეპიდემიის სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსებისთვის;
გ) სხვადასხვა სახის კატასტროფების, ავარიების და გადაუდებელი ხასიათის სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსებისთვის;
დ) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების შეზღუდულ დროში შესრულებისათვის;
ე) ფუნქციონალურ-ორგანიზაციული და ეკონომიკური კლასიფიკაციის დამტკიცებული ბიუჯეტის გადასახდელების შევსებისათვის თუ ობიექტური მიზეზით რომელიმე მუხლში წარმოიქმნა სახსრების დეფიციტი;
ვ) სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის გადაუდებელი ღონისძიებების დაფინანსებისთვის, როდესაც მისი გადასახდელები ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული;
2.  ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სახსრების განკარგვა ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში ხდება მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს მერის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული;
3. .სარეზერვო ფონდიდან გაცემული გადასახდელების აღრიცხვა (გეგმიური და ფინანსური) ხდება ბიუჯეტის გადასახდელების ფუნქციონალურ-ორგანიზაციული და ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი კონკრეტული მუხლით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკირგვის წესი“, №43, 31.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016043 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.02.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2561518-1/