კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების აღსრულებისათვის რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.10.2014 ძალადაკარგული 31.10.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№75
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.122.016244
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

2
„კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების აღსრულებისათვის რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის №75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
27.07.2018
3
„კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილების აღსრულებისათვის რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის №75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
26.02.2016
4
,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების აღსრულებისათვის რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის №75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
30.01.2015

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №75

2014 წლის 31 ოქტომბერი

ქ. წყალტუბო

 

„კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების აღსრულებისათვის რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 

 


+
მუხლი 1
დამტკიცდეს კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების აღსრულებისათვის რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად  შექმნილი კომისიის დებულება (დანართი №1).
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიპაატა ახალაძე
+



დანართი №1 
„კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების აღსრულებისათვის რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის დებულება

+
თავი I
ზოგადი დებულებები

+
მუხლი 1
1. ეს დებულება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების შესაბამისად განსაზღვრავს კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების აღსრულებისათვის რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, მუშაობის წესს და აწესრიგებს კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების აღსრულებისათვის რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისია“ (შემდგომში – „კომისია“) წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დროებით კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის     საკრებულოს 2018 წლის 27     დადგენილება №42 - ვებგვერდი, 02.08.2018წ.


+
თავი II
სტრუქტურა, მუშაობის წესი და უფლებამოსილება

+
მუხლი 2. კომისიის სტრუქტურა
1. კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლითაც განისაზღვრება კომისიის შემადგენლობა (კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, სხდომის მდივანი და კომისიის წევრები).

2. კომისიას თავმჯდომარეობს მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი. კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან: მერის პირველი მოადგილე  და/ან  მოადგილე  და/ან  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (ხელმძღვანელები) და/ან  მეორე რანგის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული  ერთეულის ხელმძღვანელი (ხელმძღვანელები), მესამე რანგის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები), მეოთხე რანგის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის   უმცროსი სპეციალისტი (სპეციალისტები).

 3. კომისიის სხდომის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.

 4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომიისის თავმჯდომარის მოადგილე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის   საკრებულოს 2015 წლის  30  იანვრის     დადგენილება №5 - ვებგვერდი, 04.02.2015წ. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის     საკრებულოს 2018 წლის 27     დადგენილება №42 - ვებგვერდი, 02.08.2018წ.


+
მუხლი 3. კომისიის მუშაობის წესი
1. კომისიის მუშაობის საფუძველს წარმოადგენს დაინტერესებული პირის მიერ მერიაში შეტანილი განცხადება კანონიერ სარგებლობაში არსებული ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.

2. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია მისცეს დავალება კომისიის წევრებს განხცადების ირგვლივ მოიძიონ მასალები კომისიის სხდომაზე განსახილველად.

3. კომისიას მასალები განსახილველად წარედგინება სხდომის დაწყებამდე.

4. კომისიის წევრები ვალდებული არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ იტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ („საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).

5. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში კომისიის წევრი მონაწილეობას არ ღებულობს საკითხის განხილვაში.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის     საკრებულოს 2018 წლის 27     დადგენილება №42 - ვებგვერდი, 02.08.2018წ.


+
მუხლი 4. კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია უფლებამოსილია:

ა) შეამოწმოს კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებებისა და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და მისი შესაბამისობა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებასთან და კანონთან;

ბ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ ან/და მისი განუხილველად დატოვების შესახებ (დოკუმენტების ხარვეზის შემთხვევაში მის აღმოფხვრამდე), რაც სარეკომენდაციო ხასიათისაა, აისახება სხდომის ოქმში და სხდომის თავმჯდომარის მიერ ეგზავნება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2016   წლის 26 თებერვლის  დადგენილება №8  – ვებგვერდი, 02.03.2016წ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის     საკრებულოს 2018 წლის 27     დადგენილება №42 - ვებგვერდი, 02.08.2018წ.


+
მუხლი 5. კომისიის სხდომა
1.  კომისიის სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.

2. კომისია საკითხს განიხილავს განცხადების რეგისტრაციიდან 15 დღის ვადაში საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების შესაბამისად.

3. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

4. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

5. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სხდომის თავმჯდომარეს.

6. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

7. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი.


+
თავი III
საკუთრების მოწმობა

+
მუხლი 6. კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრების მოწმობის გაცემის წესი
კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების აღსრულებისათვის რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერი მოსარგებლისათვის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით და გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების №2 დანართის შესაბამისად.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2016   წლის 26 თებერვლის  დადგენილება №8  – ვებგვერდი, 02.03.2016წ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის     საკრებულოს 2018 წლის 27     დადგენილება №42 - ვებგვერდი, 02.08.2018წ.


+
მუხლი 7. საკუთრების მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი
1. საკუთრების მოწმობა ივსება ორ ეგზემპლარად, რომლის ერთი პირი მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან და საკადასტრო აზომვითი ნახაზის ერთ ეგზემპლართან ერთად გადაეცემა მესაკუთრეს, ხოლო მეორე ინახება მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურში.

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა ხდება აღნიშნული მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში მესაკუთრის მიერ ხელმოწერის შემდეგ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის     საკრებულოს 2018 წლის 27     დადგენილება №42 - ვებგვერდი, 02.08.2018წ.


+
თავი IV
დასკვნითი დებულებები

+
მუხლი 8. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების აღსრულებისათვის რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების აღსრულებისათვის რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“, №75, 31.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016244 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2563215-3/