მუხლი 4🔗
სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემა არის სპეციალური საკომუნიკაციო და სხვა ტექნიკური საშუალებებით კავშირების ერთიანი დახურული ქსელი (შემდგომში - სპეცკავშირების ქსელი), რომელიც აღნიშნულ ქსელში სისტემის აბონენტებს, განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის, სარეჟიმო და სხვა სტრატეგიული ობიექტების თანამშრომლებს უზრუნველყოფს დახურული კავშირით, ამ კავშირების საშუალებით სატელეფონო საუბრებისა და მონაცემთა გადაცემის დაცულობას და ოპერატიულობას, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე, მის საზღვრებს გარეთ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის შექმნისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/11/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება