2. შესაბამისი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა სახელისუფ-ლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემით სავალდებულო წესით უზრუნველყონ ყველა ის თანამშრომელი, რომლებსაც საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეხება აქვთ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან და ახორციელებენ მის ხმოვანი ან/და მონაცემთა გადაცემის ფორმით მიწოდებას.
3. სახელმწიფო ორგანოებმა შეიძლება ისარგებლონ მათ მიერ შექმნილი ინფორმაციის/მონაცემთა გადაცემის დახურული სისტემით საიდუმლო ინფორმაციის/მონაცემების მხოლოდ შიდაუწყებრივი გადაცემისთვის
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის შექმნისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/11/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება