საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.11.2014 ბოლო ცვლილება 02.12.2024
ნომერი
№147/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430050000.22.022.016882
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №147/ნ

2014 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტისა და 28​3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ​4“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“  ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესი ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 8 ივლისის N90/ნ ბრძანება.
+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
+



დანართი
საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესი

+
მუხლი 1. რეგულირების სფერო
წინამდებარე წესი არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – მართვის სისტემა) მიერ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – სკოლა) დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის უფლებამოსილების და უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №30/ნ - ვებგვერდი, 10.09.2018წ.


+
მუხლი 2. უფლებამოსილების რეგისტრაციის განხორციელებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის ნუსხა
1.  სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორის რეგისტრაციას მართვის სისტემა უზრუნველყოფს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:

ა) შესაბამისი სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლის დირექტორის არჩევის ოქმი;

ბ) არჩეული დირექტორის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) მიერ დირექტორის, ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის შემთხვევაში მართვის სისტემა რეგისტრაციას უზრუნველყოფს დირექტორის დანიშვნის შესახებ  მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

3. სკოლის დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის რეგისტრაციას მართვის სისტემა უზრუნველყოფს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:

ა) დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

4.  სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში, სკოლის იმ თანამშრომლის რეგისტრაციას, რომელიც დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას,   მართვის სისტემა  უზრუნველყოფს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:

ა) დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლად სკოლის თანამშრომლის დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №30/ნ - ვებგვერდი, 10.09.2018წ. 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 15 თებერვლის ბრძანება №31/ნ - ვებგვერდი, 16.02.2024 წ.


+
მუხლი 3. უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციის განხორციელებისათვის აუციელებელი დოკუმენტაციის ნუსხა
1. სკოლის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციას მართვის სისტემა უზრუნველყოფს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:

ა) შესაბამისი სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი სკოლის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

გ) მინისტრის ბრძანების საფუძველზე სკოლის დირექტორის გათავისუფლების შემთხვევაში, მინისტრის ბრძანება, სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

2. დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციისათვის:

ა) დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

3. სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში, სკოლის იმ თანამშრომლის, რომელიც დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ასრულებს დირექტორის მოვალეობას, უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციას მართვის სისტემა  უზრუნველყოფს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:

ა) დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი სკოლის თანამშრომლის უფლებამოსილების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი; 

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

4. მინისტრის მიერ სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციას მართვის სისტემა  უზრუნველყოფს – სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №30/ნ - ვებგვერდი, 10.09.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 15 თებერვლის ბრძანება №31/ნ - ვებგვერდი, 16.02.2024 წ.


+
მუხლი 4. უფლებამოსილების ან უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
1. ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებში მითითებულ პირთა რეგისტრაციისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობას ამოწმებს მართვის სისტემა.

2. ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული დოკუმენტების სარეგისტრაციოდ წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში მართვის სისტემის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) იღებს გადაწყვეტილებას  წარდგენილი მონაცემების რეგისტრაციის შესახებ.

3. სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების ამ წესით დადგენილ მოთხოვებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მართვის სისტემა უფლებამოსილია დაადგინოს ხარვეზი და მოითხოვოს დოკუმენტების დამატებით წარდგენა ან უარი განაცხადოს წარდგენილი მონაცემების რეგისტრაციის შესახებ.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მონაცემების რეგისტრაციას ახორციელებს მართვის სისტემა.

5. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის უფლებამოსილების რეგისტრაცია ავტომატურად იწვევს იმავე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების უკვე რეგისტრირებული იმავე სტატუსის მქონე პირის რეგისტრაციის შეწყვეტას.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №30/ნ - ვებგვერდი, 10.09.2018წ.


+
მუხლი 5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუსრულებლობის შემთხვევაში - მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესის თავისებურებები
1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუსრულებლობის შემთხვევაში - მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციას ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული წესით ახორციელებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტრო.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტრო ვალდებულია რეგისტრაციის შემდგომ ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები გადაუგზავნოს მართვის სისტემას, რომელიც რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული წესით.

3. ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება  იწვევს  წარდგენილ მონაცემთა ძალაში შესვლას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 მაისის ბრძანება № 46/ ნ - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №30/ნ - ვებგვერდი, 10.09.2018წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“, №147/ნ, 07.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.016882 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2567670-3/