ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
|
|
+
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №44
2014 წლის 21 ნოემბერი
ქ. ამბროლაური
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოების
განსაზღვრის შესახებ
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.დ“ და ,,დ.ე“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
+
დამტკიცდეს „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები“, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რანგები და თანამდებობრივი სარგოები“ დანართი N2 -ის შესაბამისად.
+
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №25 დადგენილება “ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“.
+
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე
დანართი №1
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები
№
თანამდებობის დასახელება
თანამდებობრივი სარგო
1
საკრებულოს თავმჯდომარე
2750
2
საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილე
2150
3
საკრებულოს კომისიის, ფრაქციის თავმჯდომარე
1500
დანართი №2
+
დანართი №2ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამებობრივი რანგები და თანამდებობრივი სარგოები
№
თანამდებობის დასახელება
თანამდებობრივი სარგო
მთავარი საჯარო თანამდებობა
1
მერი
2750
2
ვიცე-მერი
2050
3
მერის მოადგილე
2050
წამყვანი საჯარო თანამდებობა
4
მერიის სამსახურის უფროსი
1490
5
აპარატის უფროსი
1490
უფროსი საჯარო თანამდებობა
6
განყოფილების უფროსი
800
7
მერის წარმომადგენელი
800
8
თანაშემწე
800
9
მთავარი სპეციალისტი
580
უმცროსი საჯარო თანამდებობა
10
წამყვანი სპეციალისტი
560
11
უფროსი სპეციალისტი
500
12
სპეციალისტი
400
400
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“, №44, 21.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016044 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2586604-4/