გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა კონკურსის საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.11.2014 ძალადაკარგული 08.09.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№43
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.161.016197
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43

2014 წლის 25 ნოემბერი

ქ. გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა კონკურსის საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და 29-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის“ მე–8 მუხლისა და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს 2014 წლის 10 სექტემბრის №73 /სა ბრძანების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა კონკურსის საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
დანართში მითითებულ ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდეს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებადი ვებ–გვერდის (hr.gov.ge) მეშვეობით.
+
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 ნოემბრის №21 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 ნოემბრის №22 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“.
+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
+
მუხლი 5
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი
+



დანართი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა კონკურსის საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები

+
მუხლი 1. საერთო მოთხოვნები
ყველა კონკურსანტს მოეთხოვება:

1. ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

2. შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ )ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;

გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”;

დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ";

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

3. უნარ-ჩვევები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილი).

4. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებად ვებ–გვერდზე (hr.gov.ge) გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობებიდან, კონკურსანტს უფლება აქვს განაცხადი შეიტანოს მხოლოდ ერთ ვაკანსიაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონკურსანტის დოკუმენტაცია არ განიხილება.


+
მუხლი 2. საკვალიფიკაციო მოთხოვნები
გარდა პირველ მუხლში მითითებული ნორმატიული აქტებისა, კონკურსანტებს მოეთხოვებათ:

1. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის ვაკანსიაზე   (1 საშტატო ერთეული)

ა) საქართველოს შრომის კოდექსი

ბ) საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ";

გ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

დ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

2. მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე (3 საშტატო ერთეული)

ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;

3. სპეციალისტის ვაკანსიაზე (3 საშტატო ერთეული)

ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;

ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება.


+
მუხლი 3. დამატებითი მოთხოვნები
1. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის ვაკანსიაზე    (1 საშტატო ერთეული)

ა) უმაღლესი იურიდიული განთლების დიპლომი (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული);

ბ) საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება;

გ) კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სერტიფიკატი, გაცემული რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (არსებობის შემთხვევაში);

დ) ერთ–ერთი უცხოური ენის საფუძვლიანი ცოდნა – წერა, კითხვა, მეტყველება;

ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნის სერტიფიკატი;

ვ) ელექტრონულ ბაზებთან და/ან სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

ზ) სასამართლოს, ადვოკატურის ან პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების სერტიფიკატი;

2. მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე (3 საშტატო ერთეული)

ა) უმაღლესი განათლების დიპლომი;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

გ) ერთ–ერთი უცხოური ენის ცოდნა – წერა, კითხვა, მეტყველება;

დ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;

ე) კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში).

3. სპეციალისტის ვაკანსიაზე (3 საშტატო ერთეული)

ა) უმაღლესი განათლების დიპლომი;

ბ) ერთ–ერთი უცხოური ენის ცოდნა – წერა, კითხვა, მეტყველება;

გ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;

დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში).


+
მუხლი 4. ტესტირების ზღვარი
კონკურსით გათვალისწინებული ტესტირების მინიმალური ზღვარია 51%.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა კონკურსის საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №43, 25.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016197 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.01.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2588912-1/