საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.11.2014 ბოლო ცვლილება 25.06.2025
ნომერი
№936
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016384
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №936

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
+
მუხლი 2
+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 დეკემბრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე
+



დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო

ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება


+
თავი I
ზოგადი დებულებანი

+
მუხლი 1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტატუსი და ანგარიშვალდებულება
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.

2. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ან კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.


+
მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები
თავისი საქმიანობის პროცესში დეპარტამენტი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით, მინისტრის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტებით.

+
თავი II
დეპარტამენტის  ამოცანები

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №800 - ვებგვერდი, 22.10 .2015წ.


+
მუხლი 3. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები
დეპარტამენტის ამოცანებია: 

 ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია და ხელშეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების კუთხით;

ბ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის სამართლებრივი ბაზის მომზადება და სისტემატიზაცია;

გ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადების/გაფორმების, მოქმედების შეჩერების/შეწყვეტის ან გაგრძელების, ან/და მათში ცვლილებების შეტანის მიზნით შესაბამის ქმედებათა განხორციელება;

დ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშების მომზადება;

ე) სამართალდაცვითი სფეროს მარეგულირებელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების ანალიზი, მათი რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

ზ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უწყებათაშორისი საბჭოების ფარგლებში სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და შესრულებული ანგარიშების მომზადება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან;

ი) დონორ ქვეყნებთან და საერთაშორისო/არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, პროექტების ინიციირება, კოორდინაცია, განხორციელებისათვის ხელშეწყობა, აგრეთვე სამინისტროს საჭიროებების განსაზღვრა პროექტებსა და პროგრამებში შემდგომი ასახვის მიზნით;

კ) ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის ინსტრუმენტების ფარგლებში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულების კოორდინაცია და ანგარიშების მომზადება;

ლ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, ტერიტორიული ორგანოებისათვის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის  რეკომენდაციების შემუშავება საერთაშორისო ვალდებულებების  შესრულების მიზნით და მათი მონიტორინგი;

მ) სამართალდაცვით სფეროში არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იმპლემენტაცია და მათი მოქმედების შეფასება;

ნ) სამართალდაცვით სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან კავშირების დამყარება, ურთიერთობების გაღრმავება, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება;

ნ​1) საპოლიციო სფეროში არსებულ საერთაშორისო ან რეგიონულ ორგანიზაციებთან, მათ შორის, ევროპის პოლიციის სამსახურთან (შემდგომ – ევროპოლი) სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის განხორციელება, გარდა საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (შემდგომ – ინტერპოლის) მეშვეობით თანამშრომლობისა;

ნ​2) საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;

ო) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება, მისი დამუშავება და შემდგომი ანალიზი;

პ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №800 - ვებგვერდი, 22.10.2015წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 16.12.2021წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 თებერვლის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 28.02.2025წ.


+
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

  


+
მუხლი 4. დეპარტამენტის დირექტორი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და აწესრიგებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და საქმიანობის ორგანიზების შესახებ;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება;

გ​1) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

დ) (ამოღებულია - 16.12.2021, №81);

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) ანაწილებს ამოცანებსა და ფუნქციურ მოვალეობებს დეპარტამენტის დანაყოფებსა და ცალკეულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

თ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ი) მინისტრის მიერ სათანადო უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში აფორმებს ხელშეკრულებებს ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან;

კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საკითხებზე, რომლებიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება;

ლ) მინისტრისათვის ან კურატორი მინისტრის მოადგილისათვის წარდგენის მიზნით ამზადებს ყოველწლიურ ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

მ) საქართველოს კანონმდებლობისა და მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 14 ივნისის ბრძანება №69 - ვებგვერდი, 15.06.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 16.12.2021წ.


+
მუხლი 5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მაისის ბრძანება №290 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 19 თებერვლის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 20.02.2018წ.


+
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები და მათი ამოცანები


+
მუხლი 6. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები
დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველო;

ა​1) სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარი სამმართველო:

ა​1.ა) ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის სამმართველო:

ა​1.ა.ა) ევროპოლის ეროვნული განყოფილება;

ა​1.ა.ბ) რეგიონული და ორმხრივი თანამშრომლობის განყოფილება;

ბ) პროექტების მართვის სამმართველო;

გ) ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამმართველო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 16.12.2021წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 თებერვლის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 28.02.2025წ.

+
მუხლი 7. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები
1. საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს ამოცანებია:

ა) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის სამართლებრივი ბაზის მომზადება და სისტემატიზაცია;

ბ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება და ინიცირება;

გ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადების მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან მოლაპარაკებების ან/და კონსულტაციების წარმოება;

დ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მოქმედების შეჩერების/შეწყვეტის ან გაგრძელების, ან/და მათში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებების შემუშავება;

ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალი საერთაშორისო ხელშეკრულებების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშების მომზადება;

ვ) სამართალდაცვითი სფეროს მარეგულირებელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროში შემოსული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ასევე შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების პროექტებზე დასკვნების მომზადება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების ანალიზი, მათი რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

ი) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უწყებათაშორისი საბჭოების ფარგლებში სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

კ) ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იმპლემენტაცია;

ლ) არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მოქმედების შეფასება;

მ) ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე ან ნაცვალგების პრინციპით მიღებულ მოთხოვნებზე რეაგირება (გარდა ოპერატიული თანამშრომლობისა);

ნ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ტერიტორიული ორგანოებიდან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან  მიღებული მოთხოვნების საზღვარგარეთის ქვეყნის შესაბამის უწყებაში გადაგზავნა;

ო) ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, მათი შეხვედრების ორგანიზება და მათ ფარგლებში მიღებული შეხვედრის ოქმების შესრულება;

პ) სამართალდაცვით სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან  კავშირების დამყარება და ურთიერთობების გაღრმავება;

ჟ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ოპერატიული კუთხით თანამშრომლობის გარდა;

რ) ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის შეფასება და შემდგომი განვითარება;

ს) სამინისტროს გამგებლობის სფეროში, კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება, მისი დამუშავება და შემდგომი ანალიზი;

ტ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.

1​1. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარი სამმართველოს ამოცანებია:

ა) სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო ოპერატიული თანამშრომლობის განხორციელება საერთაშორისო ხელშეკრულებების, თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებისა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა ინტერპოლის მეშვეობით თანამშრომლობისა;

ბ) საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გარდა ინტერპოლისა, ოპერატიული მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის გეგმების (პროგრამები) შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;

გ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნა;

დ) საზღვარგარეთის სახელმწიფოს შესაბამის სამსახურებთან ერთად საერთაშორისო დონეზე დამნაშავეობასთან ბრძოლის მიზნით საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების დახმარება და კოორდინაცია, გარდა ინტერპოლის მეშვეობით თანამშრომლობისა;

ე) საპოლიციო სფეროში არსებულ საერთაშორისო ან რეგიონულ ორგანიზაციებთან, მათ შორის, საქართველო-უკრაინა-აზერბაიჯანი-მოლდოვას რეგიონულ ორგანიზაციასთან (შემდგომ – სუამი),  ევროპოლთან და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი სახელმწიფოების სამართალდამცავ ოპერატიული თანამშრომლობის განხორციელება, გარდა ინტერპოლის მეშვეობით თანამშრომლობისა; სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის 24/7 საკონტაქტო პუნქტის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის კომპეტენციის ფარგლებში დამუშავება;

ვ) საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამართალდამცავი ორგანოებიდან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, გარდა ინტერპოლისა, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო ოპერატიულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით დეპარტამენტში შემოსული მოთხოვნების მიღება, დამუშავება, სამინისტროს მონაცემთა ბაზებში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაბამისი რეაგირება, აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნების სხვა დანაყოფში/დაწესებულებაში შესასრულებლად გადაგზავნა, აგრეთვე მათი შესრულების კოორდინაცია და კონტროლი;

ზ) საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებში მიმდინარე რეფორმების, აგრეთვე დამნაშავეობასთან ბრძოლის მეთოდიკისა და პრაქტიკის შესწავლა, განზოგადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. პროექტების მართვის სამმართველოს ამოცანებია:

ა) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება, ოფიციალური მიმოწერის წარმოება;

ბ) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კავშირების დამყარება;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დონორ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

დ) სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან;

ე) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების კოორდინაცია და შეფასება, შემოთავაზებული პროექტების გაანალიზება მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, სამინისტროს ინტერესებიდან გამომდინარე მათი დაგეგმვა და განხორციელებისათვის ხელშეწყობა;

ვ) სამინისტროს საჭიროებების განსაზღვრა პროექტებსა და პროგრამებში შემდგომი ასახვის მიზნით;

ზ) სამინისტროს საჭიროებისა და საერთაშორისო ინსტრუმენტებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად პროექტების ინიცირება და საპროექტო წინადადებების მომზადება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების ანალიზი, მათი რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

ი) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უწყებათაშორისი საბჭოების ფარგლებში სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

კ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.

3. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამმართველოს ამოცანებია:

ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროპულ სტრუქტურებთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა;

ბ) ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზნით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მათი შესრულების ორგანიზება;

გ) ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის ინსტრუმენტების ფარგლებში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულების კოორდინაცია და ანგარიშების მომზადება;

დ) ევროპული სტრუქტურების მიერ სამინისტროსთან ერთობლივად დაგეგმილი საქმიანობისა და ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების ანალიზი, მათი რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

ვ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უწყებათაშორისი საბჭოების ფარგლებში სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, ტერიტორიული ორგანოებისათვის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის  რეკომენდაციების შემუშავება საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით და მათი მონიტორინგი;

თ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა;

ი) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან ინტეგრაციის მიზნით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მათი შესრულების ორგანიზება;

კ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციების განხორციელება;

ლ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან ინტეგრაციის ინსტრუმენტების ფარგლებში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულების კოორდინაცია და ანგარიშების მომზადება;

მ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მიერ სამინისტროსთან ერთობლივად დაგეგმილი საქმიანობისა და ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების ანალიზი, მათი რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

ო) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უწყებათაშორისი საბჭოების ფარგლებში სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, ტერიტორიული ორგანოებისათვის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის რეკომენდაციების შემუშავება საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით და მათი მონიტორინგი;

ჟ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში მივლინებული მეკავშირე ოფიცრის საქმიანობის კოორდინაცია;

რ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №800 - ვებგვერდი, 22.10.2015წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 12 ივნისის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 13.06.2019წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 16.12.2021წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 თებერვლის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 28.02.2025წ.


+
თავი V
დებულებაში ცვლილებების შეტანა

+
მუხლი 8. დებულებაში ცვლილებების შეტანა
წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით. 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №936, 28.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016384 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2589541-7/