საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
1. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში დაფუძნდეს შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:
ა) ქართული სპორტის მუზეუმი;
ბ) საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი;
გ) ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი;
დ) საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქართული სპორტის მუზეუმი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართული სპორტის მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 მაისის №217 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართული სპორტის მუზეუმის უფლებამონაცვლედ.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 ოქტომბრის №851 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლედ.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა ფედერაციის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 ნოემბრის №617 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლედ.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 31 ოქტომბრის №669 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის უფლებამონაცვლედ.
6. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს ამ დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლი, მათი დებულებების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების დანიშვნა.
|
3
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №637
2014 წლის 26 ნოემბერი
ქ.თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ
+
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის №1016-Iს კანონის (www.matsne.gov.ge, 23/09/2013, 040030000.05.001.017075) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
1. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში დაფუძნდეს შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:
ა) ქართული სპორტის მუზეუმი;
ბ) საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი;
გ) ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი;
დ) საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქართული სპორტის მუზეუმი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართული სპორტის მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 მაისის №217 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართული სპორტის მუზეუმის უფლებამონაცვლედ.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 ოქტომბრის №851 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლედ.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა ფედერაციის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 ნოემბრის №617 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლედ.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 31 ოქტომბრის №669 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის უფლებამონაცვლედ.
6. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს ამ დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლი, მათი დებულებების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების დანიშვნა.
+
მუხლი 2🔗
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოქმედი დებულებების ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
+
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების მიღება არ უკავშირდება ამავე დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოქმედი ხელმძღვანელების ან მათ თანამშრომელთა ხელახალ დანიშვნას/გადანიშვნას ან/და დებულებების ახლიდან დამტკიცებას.
+
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“, №637, 26.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018256 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2590444-1/