ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №150 |
|
2014 წლის 8 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
+
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესი.
+
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი
+
+
მუხლი 1. რეგულირების სფერო
+
მუხლი 2. კანონმდებლობა ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების სფეროში
ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის შემთხვევაში პასუხისმგებელი უწყებები საკუთარი კომპეტენციის განხორციელებისას ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესით და სხვა ნორმატიული აქტებით.
1.
ამ წესის მიზანია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ამავე წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული უწყებების ოპერატიული, კოორდინირებული და ორგანიზებული რეაგირებისთვის იურიდიული საფუძვლის შექმნა.2.
ამ წესის ამოცანაა საქართველოს ტერიტორიაზე ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის ფაქტზე რეაგირებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების კომპეტენციების და მათი მოქმედებების კოორდინაცია რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.+
მუხლი 3. წესის მიზანი და ამოცანა
1. ამ წესის მიზანია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ამავე წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული უწყებების ოპერატიული, კოორდინირებული და ორგანიზებული რეაგირებისთვის იურიდიული საფუძვლის შექმნა.
2. ამ წესის ამოცანაა საქართველოს ტერიტორიაზე ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის ფაქტზე რეაგირებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების კომპეტენციების და მათი მოქმედებების კოორდინაცია რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
+
მუხლი 4. ტერმინთა განმარტებები
ა) არალეგალური მიმოქცევა - დანაშაულებრივი განზრახვით ბირთვული ან/და რადიოაქტიური ნივთიერებების შეძენა, შენახვა, ფლობა, გამოყენება, გადამუშავება, გადაცემა, გადაზიდვა, ექსპორტი, იმპორტი, ვაჭრობა და სხვა ანალოგიური ქმედება;
ბ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება − ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანისა და გარემოს დაცვას მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან;
გ) რადიოაქტიური დაბინძურება (კონტამინაცია)− ნებისმიერ ზედაპირზე, მყარ, თხევად ან აიროვან მასალებში რადიოაქტიური ნივთიერებების არსებობა, სადაც მათი არსებობა არ არის მოსალოდნელი და სასურველი, ასევე პროცესები, რომლებიც ხელს უწყობს მათ შემდგომ განვითარებას;
დ) რადიოაქტიური ნივთიერება – ნივთიერება (რადიოაქტიური წყარო ან მასალა), რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არის მაიონებელი გამოსხივების წყარო;
ე) დეკონტამინაცია - ტექნიკური ღონისძიებების (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური პროცესები) ერთობლიობა, რომლის მიზანია რადიოაქტიურად დაბინძურებული ზედაპირის ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებისაგან სრული ან ნაწილობრივი გასუფთავება.
ა)
არალეგალური მიმოქცევა - დანაშაულებრივი განზრახვით ბირთვული ან/და რადიოაქტიური ნივთიერებების შეძენა, შენახვა, ფლობა, გამოყენება, გადამუშავება, გადაცემა, გადაზიდვა, ექსპორტი, იმპორტი, ვაჭრობა და სხვა ანალოგიური ქმედება;ბ)
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება − ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანისა და გარემოს დაცვას მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან;გ)
რადიოაქტიური დაბინძურება (კონტამინაცია)− ნებისმიერ ზედაპირზე, მყარ, თხევად ან აიროვან მასალებში რადიოაქტიური ნივთიერებების არსებობა, სადაც მათი არსებობა არ არის მოსალოდნელი და სასურველი, ასევე პროცესები, რომლებიც ხელს უწყობს მათ შემდგომ განვითარებას;დ)
რადიოაქტიური ნივთიერება – ნივთიერება (რადიოაქტიური წყარო ან მასალა), რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არის მაიონებელი გამოსხივების წყარო;ე)
დეკონტამინაცია - ტექნიკური ღონისძიებების (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური პროცესები) ერთობლიობა, რომლის მიზანია რადიოაქტიურად დაბინძურებული ზედაპირის ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებისაგან სრული ან ნაწილობრივი გასუფთავება.+
მუხლი 5. ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირებაზე პასუხისმგებელი უწყებები
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
ა.ა) სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი;
ა.ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;
ბ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი.
ა)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:ბ)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი.1.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი არალეგალური მიმოქცევის ფაქტის აღკვეთის შემდეგ:+
მუხლი 6. ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის ფაქტის აღკვეთის შემდგომი რეაგირების პროცედურა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი არალეგალური მიმოქცევის ფაქტის აღკვეთის შემდეგ:
ა) განსაზღვრავს და შემოფარგლავს უსაფრთხო ზონას, რათა უზრუნველყოფილ იქნას რადიაციული უსაფრთხოება;
ბ) ატყობინებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტს არალეგალური მიმოქცევის ფაქტის შესახებ;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას რადიოლოგიური შეფასებისას ნივთიერი მტკიცებულების საგამოძიებო ღირებულების დაცვის მიზნით.
2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი:
ა) უზრუნველყოფს დღე-ღამის განმავლობაში შეტყობინების შეუფერხებელ მიღებას;
ბ) პირველადი რადიოლოგიური შეფასების ჩატარების მიზნით, უზრუნველყოფს ადგილზე შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსების ოპერატიულ მობილიზებას ;
გ) აფასებს რადიაციულ მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას უსაფრთხო ზონის საზღვრების შეცვლაზე;
დ) განსაზღვრავს გამა გამოსხივების დოზის სიმძლავრეს უსაფრთხო ზონის საზღვრიდან ნივთიერი მტკიცებულების მიმართულებით და აფიქსირებს მიღებულ მნიშვნელობას მისგან 1 მეტრ მანძილზე;
ე) მიღებული შედეგების საფუძველზე ატარებს გაზომვებს გამა გამოსხივების დოზის სიმძლავრის დასადგენად ნივთიერი მტკიცებულების მტკიცების ზედაპირზე (ზედაპირიდან დაახლოებით 10 სმ.) რადიაციული დაცვის პრინციპის გათვალისწინებით;
ვ) ატარებს ნივთიერი მტკიცებულების გამასპექტრომეტრულ კვლევას სავარაუდო რადიონუკლიდური შემადგენლობის განსასაზღვრად;
ზ) ადგენს ნეიტრონული ნაკადის სავარაუდო არსებობას;
თ) გაზომვების შედეგების საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ნივთიერი მტკიცებულების ალფა და/ან ბეტა გამოსხივების ინტენსივობის შეფასებას;
ი) ატარებს ნივთიერი მტკიცებულებისა და შემთხვევის ადგილის მონიტორინგს რადიაციულ დაბინძურებაზე, რის საფუძველზეც განსაზღვრავს შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების, გამზომი ხელსაწყოებისა და შემთხვევის ადგილის დეკონტამინაციის საჭიროებას;
კ) რადიოლოგიური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს კონკრეტულად ამ შემთხვევისთვის ნივთიერი მტკიცებულების ტრანსპორტირების რადიაციული უსაფრთხოების პირობებს;
ლ) უზრუნველყოფს არალეგალური მიმოქცევიდან ამოღებული ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების აღრიცხვას მათი შემდგომი კონტროლის მიზნით;
მ) ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის ფაქტის შესახებ, ინფორმაციას აწვდის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი:
ა) უზრუნველყოფს არალეგალური მიმოქცევიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების უსაფრთხო ტრანსპორტირებას დროებითი ან საბოლოო განთავსების ადგილამდე;
ბ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ადამიანების, გამზომი ხელსაწყოებისა და შემთხვევის ადგილის დეკონტამინაციას.
ა)
განსაზღვრავს და შემოფარგლავს უსაფრთხო ზონას, რათა უზრუნველყოფილ იქნას რადიაციული უსაფრთხოება;ბ)
ატყობინებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტს არალეგალური მიმოქცევის ფაქტის შესახებ;გ)
ახორციელებს ზედამხედველობას რადიოლოგიური შეფასებისას ნივთიერი მტკიცებულების საგამოძიებო ღირებულების დაცვის მიზნით.2.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი:ა)
უზრუნველყოფს დღე-ღამის განმავლობაში შეტყობინების შეუფერხებელ მიღებას;ბ)
პირველადი რადიოლოგიური შეფასების ჩატარების მიზნით, უზრუნველყოფს ადგილზე შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსების ოპერატიულ მობილიზებას ;გ)
აფასებს რადიაციულ მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას უსაფრთხო ზონის საზღვრების შეცვლაზე;დ)
განსაზღვრავს გამა გამოსხივების დოზის სიმძლავრეს უსაფრთხო ზონის საზღვრიდან ნივთიერი მტკიცებულების მიმართულებით და აფიქსირებს მიღებულ მნიშვნელობას მისგან 1 მეტრ მანძილზე;ე)
მიღებული შედეგების საფუძველზე ატარებს გაზომვებს გამა გამოსხივების დოზის სიმძლავრის დასადგენად ნივთიერი მტკიცებულების მტკიცების ზედაპირზე (ზედაპირიდან დაახლოებით 10 სმ.) რადიაციული დაცვის პრინციპის გათვალისწინებით;ვ)
ატარებს ნივთიერი მტკიცებულების გამასპექტრომეტრულ კვლევას სავარაუდო რადიონუკლიდური შემადგენლობის განსასაზღვრად;ზ)
ადგენს ნეიტრონული ნაკადის სავარაუდო არსებობას;თ)
გაზომვების შედეგების საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ნივთიერი მტკიცებულების ალფა და/ან ბეტა გამოსხივების ინტენსივობის შეფასებას;ი)
ატარებს ნივთიერი მტკიცებულებისა და შემთხვევის ადგილის მონიტორინგს რადიაციულ დაბინძურებაზე, რის საფუძველზეც განსაზღვრავს შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების, გამზომი ხელსაწყოებისა და შემთხვევის ადგილის დეკონტამინაციის საჭიროებას;კ)
რადიოლოგიური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს კონკრეტულად ამ შემთხვევისთვის ნივთიერი მტკიცებულების ტრანსპორტირების რადიაციული უსაფრთხოების პირობებს;ლ)
უზრუნველყოფს არალეგალური მიმოქცევიდან ამოღებული ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების აღრიცხვას მათი შემდგომი კონტროლის მიზნით;მ)
ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის ფაქტის შესახებ, ინფორმაციას აწვდის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს.3.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი:ა)
უზრუნველყოფს არალეგალური მიმოქცევიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების უსაფრთხო ტრანსპორტირებას დროებითი ან საბოლოო განთავსების ადგილამდე;ბ)
საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ადამიანების, გამზომი ხელსაწყოებისა და შემთხვევის ადგილის დეკონტამინაციას.1.
შემოწმების დასრულების შემდგომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეადგინოს შემოწმების აქტი, რომელშიც აისახება რეაგირებისას განხორციელებული გაზომვების დეტალური აღწერა. შემოწმების აქტს ხელს აწერენ რეაგირებაში მონაწილე უწყებების უფლებამოსილი პირები.+
მუხლი 7. ნივთიერი მტკიცებულების შემოწმების აქტი
1. შემოწმების დასრულების შემდგომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეადგინოს შემოწმების აქტი, რომელშიც აისახება რეაგირებისას განხორციელებული გაზომვების დეტალური აღწერა. შემოწმების აქტს ხელს აწერენ რეაგირებაში მონაწილე უწყებების უფლებამოსილი პირები.
2. შემოწმების აქტის ერთი ეგზემპლარი იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში.
2.
შემოწმების აქტის ერთი ეგზემპლარი იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში.ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.05.2018.
- როდის იქნა მიღებული „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 08.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №150. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.22.023.016273.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.05.2018.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.05.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ“, №150, 08.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016273 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2600525/