ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.12.2014 ბოლო ცვლილება 25.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№44
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.118.016148
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №44

2014 წლის 5 დეკემბერი

ქ. ონი

 

 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  41-ე მუხლის მე-3 პუნქტის და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების  წესი დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე
+



დანართი  
საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებიბის პირებისა)  უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

+
მუხლი 1
1. საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები აუნაზღაურდება თვეში არაუმეტეს 660  ლარისა:

ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის;

ბ) საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობისთვის;

გ) საკრებულოს ფრაქციების მუშაობაში მონაწილეობისთვის;

დ) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის.

2. საკრებულოს წევრს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ –„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თითოეული საქმიანობის განხორციელებისთვის ხარჯების ასანაზღაურებლად ეძლევა  165 ლარი.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 29.01.2019წ.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 28.01.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 26.12.2022წ.

+
მუხლი 2
საკრებულოს წევრის მიერ გაწეული ხარჯის   კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის გათვალისწინებული იქნება საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და საკრებულოს ფრაქციის სხდომებზე ფაქტობრივი დასწრების,  აგრეთვე მოსახლეობასთან შეხვედრების  მონაცემები, რაც დადასტურებული  უნდა იყოს შესაბამისი საოქმო ჩანაწერით.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 26.03.2019წ.

+
მუხლი 3
1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებათან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა  თითოეული საკრებულოს წევრისთვის ყოველთვიურად განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
2. საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.
+
მუხლი 4
საკრებულოს წევრის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხდება  ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №44, 05.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.118.016148 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2602784-4/