ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (31)
შემდგომი ცვლილებები (28)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
+
|
საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე–3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 75–ე მუხლის „ე.დ“ ქვეპუნქტის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2014 წლის 26 ნოემბრის №17.02.201 განკარგულების პირველი პუნქტით დადგენილი საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები, დანართის შესაბამისად.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 2 დეკემბრის №32.01.1496 დადგენილება „ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“.
3.
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან.
|
Annotate
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“, №17-47, 12.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 310060000.35.101.016051 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.10.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2620936-3/