თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის უსასყიდლოდ განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №46 |
|
2014 წლის 22 დეკემბერი ქ. თერჯოლა |
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის უსასყიდლოდ განკარგვის წესი
2. ამ მუხლის პირველ პუქტში აღნიშნული სოციალურად გაჭირვებული ოჯახებია: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, ასევე, მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი, მარტოხელა პენსიონერთა, მრავალშვილიანთა, მძიმე ავადმყოფთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ ან დასახიჩრებულ მეომართა ოჯახები.
3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სამასალე მერქანი უსასყიდლოდ გადაეცემა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც სტიქიური მოვლენების შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებია: მიწისძვრის, მეწყერის, ღვარცოფის, წყალდიდობის, ხანძრის, ქარიშხლის და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახები.
2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის განკარგვის მიზნით თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით იქმნება სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შესაძლებელია შევიდეს საზოგადოების სხვადასხავა სფეროს წარმომადგენლები.
3. კომისია განიხილავს ამ წესის პირველ პუნქტში აღნიშნულ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტაციას, ადგილზე მისვლით ამოწმებს ოჯახის სოციალურ პირობებს ან სტიქიური მოვლენის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის მდგომარეობას და ადგენს შესაბამის დასკვნას განცხადების დაკმაყოფილების ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. განცხადების დაკმაყოფილების შესახებ კომისიის დასკვნაში აღნიშნული უნდა იყოს განმცხადებლისათვის გადასაცემი საშეშე ან სამასალე მერქნის მოცულობა.
4. კომისიის დასკვნა შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს, რომელიც კომისიის დასკვნის საფუძველზე ამზადებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტს საშეშე/სამასალე მერქნის განმცხადებლისათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
5. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების გამოცემის შემდეგ, საშეშე ან სამასალე მერქნის განმცხადებლისათვის გადაცემა ხდება კომისიასა და განმცხადებელს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
6. სოფლის ამბულატორიებს საშეშე მერქანი გადაეცემა უსაყიდლოდ ამბულატორიის ხელმძღვანელის წერილობითი მომართვის საფუძველზე ამ წესის დებულებების გათვალისწინებით.
+
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის უსასყიდლოდ განკარგვის წესი თანდართული სახით.
+
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
დადგენილება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ გურგენიძე
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გურგენიძე
+
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 11.01.2018 წ.
მუხლი 1🔗
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 11.01.2018 წ.
მუხლი 2. საშეშე და სამასალე მერქნის მიმღები ოჯახების კატეგორია
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე მერქანი უსასყიდლოდ გადაეცემა სოფლის ამბულატორიებს და თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს.
2. ამ მუხლის პირველ პუქტში აღნიშნული სოციალურად შეჭირვებული ოჯახებია: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, ასევე, მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი, მარტოხელა პენსიონერთა, მრავალშვილიანთა, მძიმე ავადმყოფთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ ან დასახიჩრებულ მეომართა ოჯახები.
3. სოფლის ამბულატორიებს საშეშე მერქანი გადაეცემა უსაყიდლოდ, ამბულატორიის ხელმძღვანელის წერილობითი მომართვის საფუძველზე, ამ წესის დებულებების გათვალისწინებით.
4. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სამასალე მერქანი უსასყიდლოდ გადაეცემა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც სტიქიური მოვლენების შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებია: მიწისძვრის, მეწყერის, ღვარცოფის, წყალდიდობის, ხანძრის, ქარიშხლის და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახები.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 11.01.2018 წ.
საშეშე და სამასალე მერქნის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო
მუხლი 3
1. საშეშე და სამასალე მერქნის გადაცემისათვის უფლებამოსილია თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის განკარგვის კომისია.
2. კომისია დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. არავის აქვს უფლება, მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს კომისიის საქმიანობაში, გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
3. კომისია უფლებამოსილია მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულიდან გამოითხოვოს ინფორმაცია, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის რაოდენობის შესახებ, მისი შემდგომი განკარგვის მიზნით.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 11.01.2018 წ.
მუხლი 4 1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.🔗
2. კომისია შედგება არანაკლებ 5 და არაუმეტეს 9 წევრისაგან, კომისიის რაოდენობა უნდა იყოს კენტი.
3. კომისია შედგება მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებისაგან/მოხელეებისაგან.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 11.01.2018 წ.
მუხლი 5 1. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:🔗
ა) პირადი განცხადება;
ბ) თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტა.
2. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, თუ კომისიის წევრთა რაოდენობა შემცირდება ნახევარზე მეტად ან ლუწი იქნება, მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია 5 სამუშაო დღეში დანიშნოს ახალი წევრი.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 11.01.2018 წ.
მუხლი 6 1. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.🔗
2. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელსაც კომისიის წევრთაგან ირჩევს კომისია, ხმათა უბრალო უმრავლესობით.
3. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 11.01.2018 წ.
მუხლი 7 1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ოჯახი (ოჯახის უფლებამოსილი წევრი) შესაბამისი განცხადებით მიმართავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც აღნიშნულ განცხადებას განსახილველად გადასცემს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის განკარგვის კომისიას.🔗
2. განცხადებას თან უნდა დაერთოს ნებისმიერი დოკუმენტი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, მძიმე ავადმყოფობის, მრავალშვილიანობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპვის ან დასახიჩრების შესახებ დოკუმენტი და სხვა დოკუმენტი), რომელიც ასახავს ოჯახის სოციალურ პირობებს ან სტიქიური მოვლენის შედედად საცხოვრებელი სახლის დაზიანების ფაქტს, ასევე განცხადებაზე უნდა მიეთითოს თანხმობა (რეზოლუცია) თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ხელმოწერით იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელ ერთეულშიც ცხოვრობს განმცხადებელი.
3. კომისია განიხილავს ამ წესის პირველ და მეორე პუნქტში აღნიშნულ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტაციას. ადგილზე გასვლით, შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად ამოწმებს ოჯახის სოციალურ პირობებს ან სტიქიური მოვლენის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის მდგომარეობას და ადგენს შესაბამის „ადგილზე დათვალიერების ოქმს“.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 11.01.2018 წ.
მუხლი 8 1.კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის ყველა დამსწრე წევრი და კომისიის მდივანი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს უფლება, სხდომის ოქმს წერილობით დაურთოს საკუთარი განსხვავებული აზრი, რომელიც აღინიშნება ოქმში.🔗
2. ოქმში უნდა მიეთითოს:
ა) კომისიის დასახელება;
ბ) სხდომის დრო და ადგილი;
გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;
დ) განხილვის საგანი, წარდგენილი განცხადების მოკლე მიმოხილვა;
ე) კენჭისყრის შედეგები;
ვ) მიღებული გადაწყვეტილება.
3. კომისია განცხადებას განიხილავს მიღებიდან ორი კვირის ვადაში.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 11.01.2018 წ.
მუხლი 9 1. კომისია იღებს გადაწყვეტილებას განხილული განცხადების დაკმაყოფილების ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თანხმობის შემთხვევაში გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს გადასაცემი საშეშე/სამასალე მერქნის რაოდენობა (მ³).🔗
2. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია სარეკომენდაციო დასკვნით მიმართავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს, რომელსაც თან ახლავს ბრძანების პროექტი, საშეშე ან სამასალე მერქნის განმცხადებლისათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება.
3. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების გამოცემის შემდეგ, საშეშე ან სამასალე მერქნის განმცხადებლისათვის გადაცემა ხდება კომისიის მიერ გამოყოფილ პირსა (კომისიის წევრი) და განმცხადებელს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 11.01.2018 წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის უსასყიდლოდ განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.02.2018.
- როდის იქნა მიღებული „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის უსასყიდლოდ განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის უსასყიდლოდ განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 22.12.2014. მიმღები ორგანო — თერჯოლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №46. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.126.016131.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის უსასყიდლოდ განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.02.2018.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის უსასყიდლოდ განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის უსასყიდლოდ განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.02.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის უსასყიდლოდ განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“, №46, 22.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.126.016131 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2638095/