ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურებით.
ა) მწვავე გადაუდებელი და გეგმიური ოპერაცია (გეგმიური ოპერაცია: 0-18 წლამდე ასაკის მოზარდები; სოციალურად დაუცველი პირები);
ბ) ონკოლოგიური/სიმსივნური (ოპერაცია; ქიმიოთერაპია; სხივური თერაპია; ჰორმონოთერაპია; მედიკამენტური მკურნალობა);
გ) დიალიზი;
დ) კორონაროგრაფია.
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100);
დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი) სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) საგარანტიო ფურცლის ასლი (სადაზღვევო კომპანიიდან) ან თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან გასაწევი სამედიცინო მომსახურების, სახელმწიფო ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების მხრიდან დაფინანსების არ არსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსების არსებობის და მისი ოდენობის შესახებ;
ვ) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია პირის მუდმივად ცხოვრების შესახებ.
2. მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მწვავე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად, ბენეფიციარის სამედიცინო დიაგნოზში უფლებამოსილი პირის მიერ მითითებული უნდა იყოს „მწვავე გადაუდებელი“.
3. მე–2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გეგმიური (სოციალურად დაუცველი პირების შემთხვევაში) სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, რომ ბენეფიციარის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 001–ს.
2. მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ბინის ქირის ან/და ტრანსპორტირების ხარჯებისათვის.
3. დაფინანსების მიღების მიზნით დაინტერესებულმა მხარემ მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100);
დ) საბანკო ანგარიში;
ე) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია პირის მუდმივად ცხოვრების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №61, 23.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016239 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2640136-2/