თავი III — ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები
1. შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, მსხვერპლის ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით − სოციალურ მუშაკს ან პირს, რომელიც მსხვერპლს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
2. ამ კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი აფასებს მსხვერპლისგან მიღებულ ინფორმაციას. შესაბამისი რისკის შეფასების პროცესში იგი უფლებამოსილია პენიტენციური დაწესებულებისგან გამოითხოვოს მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში. თუ აღნიშნული ინფორმაცია იძლევა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მსხვერპლის მიმართ ძალადობა შეიძლება განმეორდეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირის ადგილსამყოფელს და მისთვის შესაბამისი ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ ან შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემთხვევაში მის გამოსაცემად სავალდებულო არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მოთხოვნის არსებობა.
3. პოლიცია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ შეიძლება დაირღვეს პირის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები მისი უგულებელყოფით ან იძულებით ან/და მის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
საქართველოს 2018 წლის 30
მაისის
კანონი №2394
–
ვებგვერდი, 08.06.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5024 – ვებგვერდი, 01.10.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.09.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 20.09.2019 კანონი №5024
- 30.05.2018 კანონი №2394
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება დამცავი1. შემაკავებელი და შემაკავებელიდამცავი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვემსხვერპლის მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით − სოციალურ მუშაკს ან პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას,დახმარებას უწევს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევეაგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. 2. ამ კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი აფასებს მსხვერპლისგან მიღებულ ინფორმაციას. შესაბამისი რისკის შეფასების პროცესში იგი უფლებამოსილია პენიტენციური დაწესებულებისგან გამოითხოვოს მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში. თუ აღნიშნული ინფორმაცია იძლევა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მსხვერპლის მიმართ ძალადობა შეიძლება განმეორდეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირის ადგილსამყოფელს და მისთვის შესაბამისი ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ ან შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემთხვევაში მის გამოსაცემად სავალდებულო არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მოთხოვნის არსებობა. 3. პოლიცია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ შეიძლება დაირღვეს პირის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები მისი უგულებელყოფით ან იძულებით ან/და მის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით. საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(43)
- საქმე №2კ-1148აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2026
გარდა ამისა, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს, მათ შორის, მსხვერპლს.
- საქმე №611310920003397337 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.02.2020
ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, ოჯახში ძალადობის ფორმების არსებობისას ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პირის მიერ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში სასამართლო განიხილავს არასრულწლოვანთან მოძალადე მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ურთიერთობის საკითხს.
- საქმე №330310019003269413 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.11.2019
ამავე კანონის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა. 3. ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია: ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები;
- საქმე №020310919002999061 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 13.06.2019
სასამართლოს მითითებით, მე-11 მუხლის მიხედვით, დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
- საქმე №330310918002347802 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.05.2018
საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდე-სის 2113-ე მუხლის მე-6 ნაწილის, აგრეთე „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე და მოითხოვა თბილისის…
- საქმე №120310020003515829 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 11.03.2020
- საქმე №010310920003465347 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 24.02.2020
- საქმე №010310920003476502 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 24.02.2020
- საქმე №190310020003466441 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 14.02.2020
- საქმე №190310920003409918 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 10.02.2020
- საქმე №190370519003329116 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 07.02.2020
- საქმე №330310020003418869 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 23.01.2020
- საქმე №120310019003354606 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 25.12.2019
- საქმე №190310919003309900 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 17.12.2019
- საქმე №190310919003316795 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 11.12.2019
- საქმე №190310919003272262 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 18.11.2019
- საქმე №080310919003224366 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 29.10.2019
- საქმე №010310919003237343 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 25.10.2019
- საქმე №330310018002479633 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.10.2019
- საქმე №130310919003188329 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 26.09.2019
- საქმე №190310919003127771 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 02.08.2019
- საქმე №820310919003062263 · ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო · 01.07.2019
- საქმე №030310019003062938 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 27.06.2019
- საქმე №130310919003024655 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 11.06.2019
- საქმე №190310919003000093 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 24.05.2019
- საქმე №080310019002998261 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 20.05.2019
- საქმე №080310019002987027 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 13.05.2019
- საქმე №030310019002940689 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 13.04.2019
- საქმე №080310919002916132 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 04.04.2019
- საქმე №190310019002875476 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 03.04.2019
- საქმე №080310019002868917 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 15.03.2019
- საქმე №190310919002846222 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 20.02.2019
- საქმე №330310918002775049 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.12.2018
- საქმე №120310018002729717 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №080310018002708319 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 09.11.2018
- საქმე №210310018002632110 · სიღნაღის რაიონული სასამართლო · 20.09.2018
- საქმე №080310018002593470 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 17.08.2018
- საქმე №330310918002578141 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.08.2018
- საქმე №080310018002581802 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 10.08.2018
- საქმე №190310018002456876 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 31.05.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 43-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 20, 09/06/2006.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება