1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს პროკურატურის ორგანოები და სასამართლო ორგანოები.
2. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისას შესაბამისმა სახელ
მწიფო ორგანოებმა შეიძლება ითანამშრომლონ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ ინსტიტუტებთან და უზრუნველყონ ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.
3. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოფს მონიტორინგისა და შეფასების ღონისძიებათა განხორციელებას, რომლებიც მიმართულია ამ კანონის რეგულირების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმის პრევენციისა და აღკვეთისკენ.
31. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აღნიშნული უწყებათაშორისი კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
4. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი იდენტიფიკაცია, გამოვლენა, მათი დაცვა, დახმარება, რეაბილიტაცია და ამ მიზნით სახელმწიფო ორგანოებისა და სხვა შესაბამისი სუბიექტების დროული, კოორდინირებული (ურთიერთშეთანხმებული) საქმიანობა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურებით“, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
5. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული კომპონენტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების), პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებში გათვალისწინებას.
6. მუნიციპალიტეტის ორგანოები ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებებსა და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებებს ახორციელებენ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4744 - ვებგვერდი, 25.02.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №761 - ვებგვერდი, 25.05.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1820 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3105 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5024 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №367 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2477 – ვებგვერდი, 29.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3853 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის
კანონი
№432
- ვებგვერდი, 04.04.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.04.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 9-ჯერ.
- 02.04.2025 კანონი №432
- 30.11.2023 კანონი №3853
- 22.12.2022 კანონი №2477
- 16.03.2021 კანონი №367
- 20.09.2019 კანონი №5024
- 05.07.2018 კანონი №3105
- 22.12.2017 კანონი №1820
- 04.05.2017 კანონი №761
- 19.02.2016 კანონი №4744
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.12.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელება 1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს პროკურატურის ორგანოები და სასამართლო ორგანოები. 2. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისას შესაბამისმა სახელ მწიფო ორგანოებმა შეიძლება ითანამშრომლონ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ ინსტიტუტებთან და უზრუნველყონ ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება. 3. გენდერულიქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოფს მონიტორინგისა და შეფასების ღონისძიებათა განხორციელებას, რომლებიც მიმართულია ამ კანონის რეგულირების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმის პრევენციისა და აღკვეთისკენ. 31. გენდერულიქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აღნიშნული უწყებათაშორისი კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 4. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი იდენტიფიკაცია, გამოვლენა, მათი დაცვა, დახმარება, რეაბილიტაცია და ამ მიზნით სახელმწიფო ორგანოებისა და სხვა შესაბამისი სუბიექტების დროული, კოორდინირებული (ურთიერთშეთანხმებული) საქმიანობა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურებით“, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 5. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული კომპონენტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების), პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებში გათვალისწინებას. 6. მუნიციპალიტეტის ორგანოები ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებებსა და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებებს ახორციელებენ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(22)
- საქმე №ბს-159(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2025
…1-ლი პუნქტი და მე-2 პუნქტები, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„თ“ ქვეპუნქტები, რომლის მიხედვით შესაბამისი სტატისტიკის წარმოება წარმოადგენს ღირებულ მექანიზმს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, ასევე ამავე კანონის მე-7 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები და ამავე კანონის 91 მუხლი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის საჯარო ინფორმაციის ნაწილობრივ გაცემის კანონიერების შეფასება.
- საქმე №2კ-78-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.05.2025
ზ-ის მიერ ჩადენილია ამნისტიის ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაული, რაც ამავე კანონის მე-7 მუხლში არ არის მითითებული. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია მსჯავრდებულ ი. ზ-ის თანხმობა მის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემაზე, რაც ი.
- საქმე №2კ-1344აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2025
ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის…
- საქმე №2კ-1349აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2025
…ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს (ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია), ამავე მუხლის მე-5 პუნქტს (მათ შორის, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2…
- საქმე №2კ-1229აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.03.2025
ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის…
- საქმე №2კ-1155აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.03.2025
- საქმე №2კ-1183აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.02.2025
- საქმე №2კ-924აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.02.2025
- საქმე №2კ-22-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.02.2025
- საქმე №2კ-16-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.01.2025
- საქმე №2კ-236-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.12.2024
- საქმე №2კ-173-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.12.2024
- საქმე №2კ-1193აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.11.2024
- საქმე №2კ-142-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.11.2024
- საქმე №2კ-79-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.11.2024
- საქმე №2კ-112-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.11.2024
- საქმე №2კ-73-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2024
- საქმე №2კ-815აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.11.2024
- საქმე №2კ-846აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.11.2024
- საქმე №2კ-817აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.10.2024
- საქმე №2კ-373აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №330310918002347802 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 20, 09/06/2006.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება