განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №781-25 23 მაისი, 2025 წელი
ზ-ე ი., №781-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ზ-ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. თ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 10 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის 4 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულებიდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ი. ზ-ის (პირადი №---) პირადი საქმე.
2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განაჩენით, ი. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის ივნისის შუა რიცხვების ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 13 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა:
· საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის ივნისის შუა რიცხვების ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;
· საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;
· საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით –თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;
· საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;
· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ზ-ეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.
3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განაჩენი არ გასაჩივრებულა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის განაჩენით:
· ი. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
· ი. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ზ-ეს სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
· საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი –თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ზ-ეს სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის განაჩენი არ გასაჩივრებულა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის განჩინებით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის განაჩენებით ი. ზ-ისთვის დანიშნულ სასჯელებზე არ გავრცელდა 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
7. მსჯავრდებულმა – ი. ზ-ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – რ. თ-ემ საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელება და, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის განჩინების შეცვლა.
8. საქმის მასალებში წარდგენილია მსჯავრდებულ ი. ზ-ის თანხმობა დამცავი ორდერის გამოცემაზე, აგრეთვე – მისი განცხადება, რომლითაც, დაზარალებულის თანხმობის წარუდგენლობის გამო, ითხოვს სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოცემულ შემთხვევაში, ი. ზ-ეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის განაჩენით – საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განაჩენით თითოეული დანაშაულისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთა ი. ზ-ეს ჩაეთვალა პირობითად, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის განაჩენით – თითოეული დანაშაულისთვის განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა რეალურად მოხდით.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-6 მუხლი, შესაბამის მუხლებზე მითითებით, არეგულირებს პირობით მსჯავრდებულთათვის ამნისტიის გავრცელების შემთხვევებს. ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მე-6 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირზე, რომელიც, პირობით მსჯავრდებულია 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით.
4. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განაჩენით თითოეული დანაშაულისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის განაჩენმა. შესაბამისად, 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ი. ზ-ე პირობით მსჯავრდებული არ ყოფილა. ამ პერიოდისთვის იგი იხდიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის განაჩენით (ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განაჩენთან ერთობლიობით) დანიშნულ თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დათქმა (ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე) ი. ზ-ეს არ უზღუდავს ამნისტიის კანონით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის უფლებას.
5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ექცევა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ფარგლებში, თუმცა ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით – სასჯელის განახევრებით – სარგებლობისთვის აუცილებელია სამი პირობის კუმულაციურად დაკმაყოფილება, კერძოდ:
· მსჯავრდებული არ უნდა იყოს ნასამართლევი განზრახი დანაშაულისათვის;
· დაზარალებულმა ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობა უნდა განაცხადოს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია;
· მსჯავრდებული თანახმა უნდა იყოს მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე, გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი.
6. ზემოაღნიშნული წინაპირობებით კანონმდებელმა იმპერატიულად დააწესა, რომ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი პირობის დაუკმაყოფილებლობით გამოირიცხება დასახელებული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სასჯელის განახევრების შესაძლებლობა.
7. განსახილველ შემთხვევაში, არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის თანხმობა, რის გამოც, ი. ზ-ე ვერ ისარგებლებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეღავათით, თუმცა ეს გარემოება მსჯავრდებულს არ უსპობს აღნიშნული ამნისტიის კანონით გათვალისწინებული სხვა შეღავათით სარგებლობის უფლებას.
8. ხსენებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო, მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პირზე ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე, გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა.
9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ი. ზ-ის მიერ ჩადენილია ამნისტიის ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაული, რაც ამავე კანონის მე-7 მუხლში არ არის მითითებული. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია მსჯავრდებულ ი. ზ-ის თანხმობა მის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემაზე, რაც ი. ზ-ისთვის დანიშნული სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირების კანონისმიერი საფუძველია.
10. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განაჩენით ი. ზ-ეს მსჯავრი ასევე დაედო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაზეც, ამნისტიის გამოყენებაზე დაზარალებულის თანხმობის არსებობისას, ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება. როგორც აღინიშნა, არც ამ დანაშაულთან მიმართებით წარმოდგენილია დაზარალებულის თანხმობა, რის გამოც, ი. ზ-ე ისარგებლებს მხოლოდ ხსენებული ამნისტიის აქტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირების შესაძლებლობით, რადგან საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და, ამასთან, დასახელებული მუხლი არ ექცევა აღნიშნული ამნისტიის კანონის მე-7 მუხლში.
11. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელებს, მათზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება, რადგან აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირებისთვის, მხოლოდ მსჯავრდებულის თანხმობა დამცავი ორდერის გამოცემაზე არ კმარა, არამედ, აუცილებელია დაზარალებულების თანხმობაც ამნისტიის გამოყენებაზე, რაც დაცვის მხარეს არ წარუდგენია.
12. სასამართლო, დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით, აღნიშნავს: რამდენადაც ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი (რაზეც ვრცელდება ამნისტია) შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა (რომელზეც არ ვრცელდება ამნისტია), დამცავი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვები კი უნდა ამოქმედდეს საბოლოო სასჯელის მოხდის შემდეგ, დამცავი ორდერის გამოცემა გააუარესებს მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „დამცავი ორდერი უნდა გამოიცეს ისეთ შემთხვევაში, როდესაც ოჯახურ დანაშაულზე მსჯავრდებული პირი, ამნისტიის კანონის გამოყენებით სასჯელის შემცირების შედეგად გათავისუფლდება პენიტენციური დაწესებულებიდან“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის №731-24 განჩინება).
13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. ზ-ის და ადვოკატ როლანდ თვარაძის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი უნდა გავრცელდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განაჩენით დანიშნულ სასჯელებთან მიმართებით, თუმცა, რამდენადაც აღნიშნული განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი ნაშთანთქი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს, რომელზეც ზემოაღნიშნული ამნისტიის კანონის მოქმედება არ ვრცელდება, ი. ზ-ისთვის დანიშნული საბოლოო სასჯელი უცვლელი დარჩება.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. ზ-ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. თ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შეიცვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის განჩინება:
3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ი. ზ-ისთვის დანიშნულ სასჯელებზე გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება. კერძოდ:
· საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის ივნისის შუა რიცხვების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შემცირდეს ერთი მეექვსედით და ი. ზ-ეს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 თვით;
· საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შემცირდეს ერთი მეექვსედით და ი. ზ-ეს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 თვით;
· საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შემცირდეს ერთი მეექვსედით და ი. ზ-ეს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 8 თვით;
· საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, შემცირდეს ერთი მეექვსედით და ი. ზ-ეს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 3 თვით;
· საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ზ-ეს, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 8 თვით;
· ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის ი. ზ-ისთვის დანიშნულ სასჯელებზე არ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულმა სასჯელმა – თავისუფლების აღკვეთამ 2 წლით – შთანთქას წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ზ-ეს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
6. ი. ზ-ეს სასჯელის მოხდა აეთვალოს დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 29 ოქტომბრიდან.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
8. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. ფაფიაშვილი