დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330141224010144794
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №173I-24 თბილისი
გ-ი ა. №173I-24 4 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პირადი საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით ა. გ-ი (დაბადებული: ... წლის ... აპრილს, პირადი №...):
ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 20 სექტემბრის ეპიზოდი) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით;
ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით;
ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 20 სექტემბრის ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, ა. გ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით;
ა. გ-ს სასჯელის მოხდად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 20 სექტემბრიდან 2022 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 მაისის განაჩენით ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 14 ნოემბრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 14 ნოემბრის ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, ა. გ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული 2 წელი პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს – თავისუფლების აღკვეთას 1 წლითა და 6 თვით ვადით, ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ა. გ-ს სასჯელი აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 15 ნოემბრიდან.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებამ პირად საქმესთან ერთად გადააგზავნა მსჯავრდებულ ა. გ-ს წერილობითი თანხმობა, მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე, გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდება სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. ამდენად, საქმის მასალებში აგრეთვე წარმოდგენილია მსჯავრდებულ ა. გ-ს თანხმობა მის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემაზე.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ო. შ-მა განაცხადა, რომ იგი თანახმაა ა. გ-ს მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით:
მსჯავრდებულ ა. გ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.
ა. გ-ს 1/6-ით შეუმცირდა 2024 წლის 15 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით.
ა. გ-ს 1/6-ით შეუმცირდა 2024 წლის 15 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით.
ა. გ-ს 1/6-ით შეუმცირდა სასჯელის ის ნაწილი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს ამავე სასამართლოს, 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დაემატა ნაწილობრივ (6 თვით თავისუფლების აღკვეთა) და განესაზღვრა – 5 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ა. გ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლითა და 8 თვით.
მსჯავრდებულ ა. გ-ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 15 ნოემბრიდან.
,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბერის კანონის თანახმად, გაიცა დამცავი ორდერი შემდეგი პირობებით:
მსჯავრდებულ ა. გ-ს (დაბადებული ... წლის ... აპრილს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №...) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება, სადაც დაზარალებული ო. შ-ი (პირადი №...) ცხოვრობს და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც დაზარალებული იმყოფება.
მსჯავრდებულ ა. გ-ს აეკრძალა დაზარალებულთან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია, მათ შორის: ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშაულებების გამოყენებით; ასევე აეკრძალა დაზარალებულთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მესამე პირების მეშვეობით.
დამცავი ორდერის ვადად განისაზღვრა 3 თვე; დამცავი ორდერი ძალაში შედის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების დროიდან.
მსჯავრდებულ ა. გ-ს განემარტა, რომ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. გ-მა და აღნიშნა, რომ დაზარალებულმა განაცხადა თანახმობა მის მიმართ ,,ამნისტიის კანონის“ გამოყენების თაობაზე. ამ პირობებში იგი არ ეთანხმება სასჯელის 1/6-ით შემცირების ფაქტს. ამასთან, პირველი ინსტანციის მოსამართლემ მის მიმართ ისეთი შემაკავებელი გამოსცა, რომ მსჯავრდებულისათვის შეუძლებელია მიახლოება იმ სახლთან, სადაც მათ შორის, მისი შვილები ცხოვრობენ. მოცემული ფაქტით მას ესპობა შვილებზე ზრუნვისა და მათთან მიახლოების შესაძლებლობა. ამდენად, საჩივრის ავტორს სურს მისი შემაკავებელი ორდერის პირობების შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი პირადი საქმის მასალების თანახმად, ა. გ-ი მსჯავრდებულია ორი განაჩენით, კერძოდ:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 20 სექტემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის;
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის განაჩენით:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 14 ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს გაუნახევრდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა; ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 1/6-ით შეუმცირდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
4. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტთან მიმართებით, საკასაციო პალატა უთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით, ხსენებული მუხლის ჩამდენს, სასჯელი გაუნახევრდება თუ კუმულატიურად დაკმაყოფილებულია სამი სახის პირობა: განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არქონა, დაზარალებულის თანხმობა – ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე და მსჯავრდებულის თანხმობა – მის მიმართ დამცავი ორდერის კონკრეტული ვადით გამოცემის შესახებ.
5. განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, ა. გ-ი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის არ იყო ნასამართლევი მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენის გამოტანისას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია, როგორც დაზარალებულის თანხმობა – ამნისტიის გავრცელების თაობაზე, ისე – მსჯავრდებულის თანხმობა, მის მიმართ დამცავი ორდერის კონკრეტული ვადით გამოცემის შესახებ. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით) უნდა განახევრდეს, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები კი ამავე ამნისტიის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, უნდა შემცირდეს 1/6-ით.
6. რაც შეეხება ბოლო, ესე იგი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის განაჩენს, რომლითაც ა. გ-ი დამნაშავედ არის ცნობილი: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 14 ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, მათზე აგრეთვე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება და დანიშნული სასჯელები უნდა შემცირდეს 1/6-ით, ვინაიდან, გამოკვეთილი არ არის ,,ამნისტიის კანონის“ სხვა, რომელიმე მუხლით განსაზღვრული შეღავათის გამოყენების წინაპირობები. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის განაჩენთან მიმართებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ორი ეპიზოდი ცალ-ცალკე შემცირებული არ არის, ამდენად, ამ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება უნდა გასწორდეს, თუმცა, ხსენებული გადაწყვეტილებით საბოლოოდ მოსახდელი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით მართებულად არის განსაზღვრული და მას საკასაციო სასამართლო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონზე დაყრდნობით, სრულად ეთანხმება და იზიარებს.
7. მსჯავრდებული საჩივარში აგრეთვე აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე იგი თანახმაა, მაგრამ მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირობები მკაცრია და შესაბამისად, ითხოვს მის შემსუბუქებას.
8. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულთან მიმართებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე. ამასთან, ხსენებული პირობების გასაჩივრების/მასში ცვლილების შესაძლო შეტანის სამართლებრივი პროცედურა ხსენებულ კანონში განსაზღვრული არ არის. მოცემულ შემთხვევაში, არც თავად ა. გ-ი უარყოფს, რომ იგი თანახმა იყო და არის, შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე, რომლის საფუძველზეც, მოსამართლემ კანონით დადგენილ ფარგლებში გაავრცელა ,,ამნისტიის კანონით“ დადგენილი შეღავათი და შესაბამისად, განსაზღვრა ორდერის კონკრეტული პირობებიც.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აკრძალვა, რომლითაც – ა. გ-ს დაზარალებულის საცხოვრებელ სახლთან მიახლოების უფლება ორდერით განსაზღვრულ ვადაში არ გააჩნია, – მის მიერ შემაკავებელი ორდერის გამოცემის თანხმობის გაცემის შემდეგ, უნდა მოქცეულიყო მისი გონივრული მოლოდინის ფარგლებში და შესაბამისად, მის სიმკაცრეზე აპელირება, თავად „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შინაარსიდან გამომდინარე, ვერ გახდება პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.
10. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. გ-ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. გ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება;
3. ა. გ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის განაჩენით:
4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ,“ ,,ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 14 ნოემბრის ეპიზოდით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შემცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
5. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ,“ ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შემცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;
6. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ,“ ,,ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შემცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ,“ ,,ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 14 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მძიმე და თანაბარი სასჯელები და ა. გ-ს, საბოლოოდ, მიესაჯოს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
8. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ დანიშნული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩათვლილი იყო პირობითად) – გაუქმდეს; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 20 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2 წლით (რაც ჩათვლილი იყო პირობითად), „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შემცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით (რაც ჩათვლილი იყო პირობითად), „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდეს და განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით (რაც ჩათვლილი იყო პირობითად), „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შემცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 20 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას სხვა სასჯელები და ა. გ-ს საბოლოოდ, მიესაჯოს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;
9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 თანახმად, ბოლო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის განაჩენით, დანიშნულ სასჯელს პროპორციულად, ნაწილობრივ დაემატოს წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით ა. გ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 5 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით თვით, რომელიც აეთვალოს დაკავებიდან – 2023 წლის 15 ნოემბრიდან.
10. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლისა და მე-12 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გაიცეს დამცავი ორდერი შემდეგი პირობებით:
მსჯავრდებულ ა. გ-ს (დაბადებული: ... წლის ... აპრილს, პირადი: №...) აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოვება, სადაც დაზარალებული ო. შ-ი (პირადი: №...) ცხოვრობს და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც დაზარალებული იმყოფება.
მსჯავრდებულ ა. გ-ს აეკრძალოს დაზარალებულთან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია, მათ შორის: ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშაულებების გამოყენებით; ასევე აეკრძალოს დაზარალებულთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მესამე პირების მეშვეობით.
დამცავი ორდერის ვადად განისაზღვროს 3 თვე; დამცავი ორდერი ძალაში შედის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების დროიდან.
მსჯავრდებულ ა. გ-ს განემარტოს, რომ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მაისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენები სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
12. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი