ორგ. კოდი დასახელება 2013 წლის ფაქტი 2014 წლის გეგმა 2015 წლის გეგმა სულ მათ შორის სულ მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (21)
შემდგომი ცვლილებები (15)
წინა ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
განისაზღვროს ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული ცხრილის შესაბამისად:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 5 780.3 ათასი ლარის ოდენობით:
|
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3 873,3 ათასი ლარის ოდენობით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 307.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6 274.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
ა)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 18.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
ბ)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 80.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
ბოლო წლებში ინტენსიურად ხორციელდება საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების, ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის ღონისძიებები.
მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა.
ა) საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01)
სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია სახანძრო სამაშველო აღჭურვილობისა და შეიარაღების მოდერნიზაციის გაგრძელება. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის თანამედროვე სტანტარტების ტექნიკითა და შეიარაღებით აღჭურვა, მათი შესწავლის უზრუნველყოფა. ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური მუშაობა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის, პერსონალის სიცოცხლის დაზღვევა.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილება, მათი შედეგების ლიკვიდაცია. საგანგებო სიტუაციებისას უბედური შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანა. მოსახლეობისა და გარემოს სახანძრო უსაფრთხოების დონის ამაღლებაშედეგების შეფასების ინდიკატორები:
სახანძრო-სამაშველო ოპერატიული სამსახურის შემთვევებზე რეაგირების დროის შემცირება . წინა წლებთან შედარებით დამწვარი ფართობების (კვ.მეტრი) შემცირება.
ბ) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ყვარლის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვა, სარეზერვო ძალების მობილიზება.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული გეგმის მაქსიმალური შესრულება.შედეგების შეფასების ინდიკატორები:
გეგმასთან მიახლოებული პროცენტული მაჩვენებელი. მობილიზებული რეზერვისტების რაოდენობა (გეგმასთან მიმართებაში)
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა, მშენებლობა-რეაბილიტაცია, კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები.
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის გზების მოასფალტება, დაზიანებული გზების ორმოული შეკეთება, სიჩქარის შემზღუდველი ბორცვების მოწყობა.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება; მოსახლეობის ეკონომიკური საქმიანობისათვის ხელსაყრელი სატრანსპორტო მიმოსვლა.შედეგების შეფასების ინდიკატორები:
რეაბილიტირებული გზების ზრდა; საგზაო შემთხვევების შემცირებული რაოდენობა.
ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა, მუნიციპალიტეტის დასუფთავება, ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა-გასუფთავება.
ბ.ა) წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სათავე ნაგებობების, არსებული წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარება. პროგრამის ფარგლებში დაფინასდება ა(ა)იპ ,,ყვარელწყალმომსახურება“ რომელიც უზრუნველყოფს ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი სოფლების სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-ექსპლოატაციას და სათავე ნაგებობების აღდგენის მომსახურებას.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების ინტენსივობის გაუმჯობესება; მიწოდებული წყლის ხარისხის გაუმჯობესება.შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ქსელში წყლის დანაკარგის შემცირება; მოსახლეობის კმაყოფილების ზრდა.ბ.ბ) გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02)
მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გარე განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა.
ბ.გ) ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 04)
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დურუჯის, შოროხისა და ინწობის ხევების გაწმენდა, ჯებირების გამაგრება, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს ძლიერი წვიმის და თოვლის დნობის დროს.
გ) კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ ,,ყვარლის კეთილმოწყობის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს ყვარელში სკვერების, გაზონების და პარკების მოვლა-პატრონობას, ქ.ყვარელში ქუჩების დაგვას. მუნიციპალიტეტის სოფლებიდან და ქალაქიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას, გარე განათების ქსელის მოვლა პატრონობას, ქალაქ ყვარლის და მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ სასაფლაოების მოვლა პატრონობას.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ქალაქის იერსახის გალამაზება; მოვლილი გამწვანებული სკვერები და გაზონები; მოსახლეობისათვის დასასვენებელი პირობების გაუმჯობესება.შედეგების შეფასების ინდიკატორები:
რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რაოდენობა3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადნენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით და სათამაშოებით მომარაგება.
ა) სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01)
ყვარლის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი დაწესებულების დაფინასება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ყვარლის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 22 სკოლამდელი დაწესებულება, სადაც დასაქმებულია 326 ადამიანი და სწავლობს 1200-მდე აღსაზრდელი. სკოლამდელ დაწესებულებებში სამჯერადი კვებაა. მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
საბავშვო ბაგა-ბაღებში გაუმჯობესებული სააღმზრდელო პროცესი; მოწესრიგებული სკოლამდელი დაწესებულებების შენობები, განახლებული.მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბავშვების რაოდენობის ზრდა.ბ) ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02)
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის დაფინანსება. გიმნაზიაში ფუნქციონირებს ასევე სკოლამდელი ასაკის 2 ჯგუფი სადაც დადის 30 ბავშვი.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ყველა მოქალაქისათვის ხარისხიანი ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობების უზრუნველყოფა.შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის კურსდამთავრებულთა რაოდენობა.4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლენა.
ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება.
ა.ა) სპორტული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ ,,ყვარლის სასპორტო სკოლა’’, ა(ა)იპ ყვარლის სპეციალიზებული საფეხბურთო სკოლა, ,,შ.პ.ს საფეხბურთო კლუბი დურუჯი“, შ.პ.ს ათლეტი“. განხორციელდება ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, სკოლის პროფილის შესაბამისად მათი მეთოდური აღზრდა და დაოსტატება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება მოზარდ თაობაში.განხორციელდება მუნიციპალტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სპორტული მოედნების მოვლა და მოწყობა. სპორტულ ორგანიზაციებში სულ დასაქმებულია 47 მწვრთნელი (სასპორტო სკოლა - 38, ათლეტი -1 , საფეხბურთო სკოლა - 8), რომელიც ემსახურება დაახლოებით 1000-მდე ბავშვის აღზრდას. სპორტული სკოლა ორიენტირებულია მაქსიმალურად ჩააბას მოსწავლე-ახალგაზრდობა აქტიურ სპორტში.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ახალგაზრდებში დანერგილი ცხოვრების ჯანსააღი წესი; სპორტის სხვადასხვა სახეობაში ადგილობრივი და საქალაქთაშორისო რანგის შეჯიბრებაში სპორტსმენთა წარმატებული გამოსვლა; სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული ბავშვები და მოზარდები.შედეგების შეფასების ინდიკატორები:
წარმატებული სპორტსმენების გაზრდილი რაოდენობა; სპორტსმენთა საერთო რაოდენობის ზრდა.ა.ბ) სპორტული ღონისძიების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01)
პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდება სპორტული ღონისძიებები. სპორტის სხვადასხვა სახეობებში სკოლის შემდგომი ასაკის ახალგაზრდებისათვის. ჩატარდება სახელობითი ტურნირები, სადაც გამარჯვებულ სპორტსმენებს სპორტის სახეობების მიხედვით გადაეცემათ თასები, მედლები, დიპლომები და სხა ფასიანი საჩუქრები, ფულადი პრიზები, რაც ხელს შეუწყობს სპორტული შეჯიბრებების მოტივაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ასევე წარმატებული სპორტსმენები მივლინებულნი იქნებიან სხვადასხვა რეგიონალურ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო ტურნირებში.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული ახალგაზრდობა; ქვეყნის ნაკრები გუნდების შევსება პერსპექტიული სპორტსმენებით.შედეგების შეფასების ინდიკატორები:
წარმატებული სპორტსმენების გაზრდილი რაოდენობა.ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭრა, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ ,,კულტურის დაწესებულების გაერთიანება’’, ა(ა)იპ ,,ყვარლის სამუსიკო სკოლების გაერთიანება“, ა(ა)იპ ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრი“.
კულტურის ცენტრში გაერთიანებულია 3 კულტურის სახლი, 3 ბიბლიოთეკა, 4 ცეკვის წრე, 2 სიმღერის, 1 ჭადრაკის, 1 ქარგვის, სადაც სწავლობს სულ 242 მოსწავლე. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდება კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობა, სადღესასწაულო და კულტურული ღონისძიებები. ხელი შეეწყობა საბიბლიოთეკო-სამკითხველო და საინფორმაციო საქმიანობას.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მოსწავლეთათვის დაწყებითი სამუსიკო განათლების მიცემა. გაერთიანება შედგება გავაზის, შილდის, ჭიკაანის, ახალსოფლის, სამუსიკო სკოლებისგან, სადაც სწავლობს 240 მოსწავლე. გაერთიანების ამოცანებია აზიაროს მოსწავლეები მუსიკალური ხელოვნების საფუძველს, გააცნოს და შეაყვაროს მოსწავლეებს ეროვნული კულტურული-მემკვიდრეობა, ქართული და მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშები.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება უფლებამოსილება „ილიას ტბის“ ტერიტორიულ ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული ტერიტორიების მოვლას. ტურიზმის განვითარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. „ილიას ტბაზე“ მოწყობილია 4 სპორტული მოედანი, ამფითეატრი, საცურაო აუზი, სადაც ზაფხულის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ნიჭიერი შემოქმედების წარმოჩენა, შემოქმედებით პროცესის ინტენსივობა, ტურიზმის ხელშეწყობა; კულტურული ობიექტების მდგომარეობის გაუმჯობესება და დაცვა.შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ტურისტების რაოდენობის ზრდა; ჩატარებული კულტურული ღონისძიებების რაოდენობა.
გ) რელიგიური ორგანიზაციების დაფინასება (პროგრამული კოდი 05 02)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ნეკრესის ეპარქია კომუნალური ხარჯების დასაფარად.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მომავალი თაობებისათვის შენარჩუნება.შედეგების შეფასების ინდიკატორები:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ხარისხი.დ) საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 05)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი გაზეთი ,,ყვარელი“-ს გამოცემის ხარჯის თანადაფინანსება.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
მოსახლეობის დროული ინფორმირება.შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ინფორმირების დონის ხარისხის ამაღლება.5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, ახალდაბადებული ოჯახების დახმარებას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელდება საზ. ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან.
ა) ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ადამიანის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, ჯანმრთელობის ხელშეწყობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და დაავადებათა პროფილაქტიკისაკენ მიმართული პროგრამები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. განხორციელდება ეპიდზედამხედველობის და ეპიდსიტუაციის მართვის ღონისძიებები, ანტირაბიული ღონისძიებები, მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები, პროფილაქტიკური იმუნიზაციის პროცესის დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზაცია. არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა. განხორციელდება პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობენ გადამდებ დაავადებათა პრევენციას.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა ინფექციური და გადამდები დაავადებისაგან.შედეგების შეფასების ინდიკატორები:
პროფილაქტიკური აცრების შესახებ მოსახლეობის დროული ინფორმირება, ლაბორატორიის მაღალი ხარისხის ვაქცინით უზრუნველყოფა; დახმარებულ ბენეფიციართა რაოდენობის. გამოვლენილი დაავადებების შემცირებული მაჩვენებელი.
ბ) სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება, ბავშვების სოციალური დაცვა, უმწეოთათვის უფასო სასადილოების დაფინანსება, ომის ვეტერანთა სარიტუალო ხარჯების დაფინანსება.
ბ.ა) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01)
ქვეროგრამის ფარგლებში განხორციელდება მატერიალური დახმარების გაწევა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უმწეო და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისათვის. მომართვის საფუძველზე მოხდება ოჯახების საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესწავლა და მუნიციპალიტეტი გაუწევს როგორც ფულად დახმარებას, ასევე აანაზღაურებს სამედიცინო და მედიკამენტების ხარჯებს.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანების სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მოსახლეობის გაუმჯობესებული სოციალური მდგომარეობბ.ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მატერიალური დახმარების გაწევა მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, რომლებსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი (18 წლამდე ასაკის). დღეისათვის ყვარლის მუნიციპალიტეტში აღრიცხულია 98 მრავალშვილიანი დედა, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგეობა ახალ წელს, დედის დღესთან და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მრავალშვილიან დედებს უწევს დახმარებას. ეხმარება წლის განმავლობაში სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად. თანხა გაიცემა განცხადების შესწავლის და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. მატერიალურ დახმარებას უწევს ახალდაბადებულ ბავშვების ოჯახებს. პირველ შვილზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარი, მეორე შვილზე 250 ლარი, მესამეზე 300, მეოთხეზე 350, მეხუთეზე 450, მეექვსეზე 500.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ყოფითი პირობების ნაწილობრივ გაუმჯობესება; დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაშედეგების შეფასების ინდიკატორები:
ოჯახების სოციალური პირობები გაუმჯობესება; დემოგრაფიული მდგომარეობის დონის ამაღლება.ბ.გ) უმწეოთათვის უფასო სასადილოს დაფინასება (პროგრამული კოდი 06 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ყვარელში მცხოვრებ უმწეო და გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო ერთჯერადი კვება 100 ბენეფიციარზე.
ბ.დ) ვეტერანთა ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები გარდაცვლილ ომის ვეტერანთა ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარება 250 ლარის ოდენობით.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ორგ. კოდი დასახელება 2013 წლის ფაქტი 2014 წლის გეგმა 2015 წლის გეგმა სულ მათ შორის სულ მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები“, №50, 23.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.164.016152 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.05.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2642288-6/