ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
|
|
+
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №62
2014 წლის 23 დეკემბერი
ქ. ამბროლაური
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24–ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა დანართი №2-ის შესაბამისად.
+
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 01 აგვისტოს №17 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 07/08/2014წ; სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.117.016195).
+
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი
+
დადგენილება ძალაში შევიდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი
დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა
+
№
თანამდებობათა დასახელება
თანამდებობრივი სარგო
(ლარობით)
მთავარი საჯარო თანამდებობა
1
გამგებელი
2650
2
გამგებლის მოადგილე
1500
წამყვანი საჯარო თანამდებობა
3
გამგეობის სტრუქტურული ერთეულის (სამსახურის უფროსი) ხელმძღვანელი
1200
უფროსი საჯარო თანამდებობა
4
გამგეობის სტრუქტურული ერთეულის (სამსახურის) განყოფილების უფროსი
900
5
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი
700
6
მთავარი სპეციალისტი
600
უმცროსი საჯარო თანამდებობა
7
წამყვანი სპეციალისტი
550
8
სპეციალისტი
500
+
დანართი №2
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა
+
№
თანამდებობათა დასახელება
თანამდებობრივი სარგო
(ლარობით)
საკრებულოს თანამდებობის პირები
1
საკრებულოს თავმჯდომარე
2650
2
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
1700
3
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
1500
4
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
1500
საკრებულოს აპარატი
წამყვანი საჯარო თანამდებობა
5
აპარატის უფროსი
1200
უფროსი საჯარო თანამდებობა
6
საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე
700
7
მთავარი სპეციალისტი
600
უმცროსი საჯარო თანამდებობა
8
წამყვანი სპეციალისტი
550
550
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №62, 23.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016240 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2643317-2/