„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.12.2014 ბოლო ცვლილება 02.10.2025
ნომერი
№05
სარეგისტრაციო კოდი
310020000.55.067.016068
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (14)

შემდგომი ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №05

2014 წლის 25 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2014 წლის 14 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტის და 46-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესი.”
+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 01 იანვარიდან. 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიზაზა მახარაძე
+



საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების, ასევე საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების მონიტორინგის წესსა და პირობებს.

2. წინამდებარე წესის მიზანია ხელი შეუწყოს მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის სისტემის სრულყოფას, მაღალხარისხიანი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სწავლების პროცესის დამკვიდრებასა და განვითარებას, მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის სისტემის მუდმივ სრულყოფასა და განვითარებას.

3. წინამდებარე წესში მოცემული ცნებები და ტერმინები, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსის (შემდგომში  STCW კოდექსი) განსაზღვრული მნიშვნელობით.

მუხლი 2. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო

1. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების აღიარებას შესაბამისი დაწესებულებების ავტორიზაციისა და მათი სასწავლო პროგრამების აკრედიტაციის გზით ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ (ტექსტში შემდგომ – სააგენტო) მონაწილეობით.

2. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარებას „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ რეკომენდირებული მოდელური კურსების შესაბამისად უზრუნველყოფს სააგენტო.

3. სააგენტო საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების მიზნით გასცემს აღიარების სერტიფიკატს, რომლის მიხედვით განისაზღვრება სწავლებისა და წვრთნის კურსები (პროგრამები), რომლის ჩატარების უფლებამოსილებაც გააჩნია შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას.

4. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების სერტიფიკატის ფორმა და მასზე დასატანი ინფორმაცია განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი კურსების აღიარების სერტიფიკატი სრულდება ქართულ და ინგლისურ ენაზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №08- ვებგვერდი, 21.05.2020წ.

მუხლი 3. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი კურსების აღიარების წესი და პირობები

1. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების ან საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების მიღების მიზნით აუცილებელია სააგენტოს მიერ დამტკიცებული  განაცხადის წარდგენა.

2. განაცხადს თან უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

ა) მოქმედი ხარისხის სტანდარტის სერტიფიკატის ასლი;

ბ) საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებაში ან საზღვაო-საწვრთნელ კურსზე (პროგრამაზე) მსმენელთა მიღების მინიმალური მოთხოვნები (ასაკი, კვალიფიკაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა);

გ) საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) სასწავლო გეგმა (სილაბუსი), კურსის (პროგრამის) ხანგრძლივობა, განრიგი, სწავლების მეთოდი, რომლებიც შემუშავებულია  საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ რეკომენდირებული მოდელური კურსების შესაბამისად;

გ​1. სააგენტო უფლებამოსილია აღიაროს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების მიერ შემუშავებული ის შემოკლებული კურსები, იმავე სახელწოდების სრული კურსის ნაწილად, რომლის განხორციელების საშუალებას იძლევა STCW კონვენცია.

დ) შენობა-დანადგარების, მოქმედი საწვრთნელი აღჭურვილობების, მოწყობილობების და საშუალებების  აღწერა, რომლებიც გამოყენებული იქნება საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) ჩატარებისას;

ე) სიმულატორზე დაფუძნებული ტრენაჟორების არსებობის შემთხვევაში, მწარმოებლის  მიერ გაცემული სერტიფიკატი;

ვ) საზღვაო-საწვრთნელი კურსებისთვის აუცილებელი ლიტერატურისა და მულტიმედიური სასწავლო მასალების აღწერა, მათ შორის, საზღვაო კანონმდებლობა, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) რეზოლუციები, ცნობარები და სხვა;

ზ) ინსტრუქტორების, ზედამხედველებისა და შემფასებლების სახელი, გვარი, რაოდენობა და მათი კვალიფიკაცია სააგენტოს მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად;

თ) შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ კურსზე (პროგრამაზე) მისაღებ მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა, კურსის (პროგრამის) მსმენელების პროპორციულობა ინსტრუქტორებისა და შემფასებლების რაოდენობასთან მიმართებით;

ი) საზღვაო-საწვრთნელ კურსზე (პროგრამაზე) მისაღები მსმენელის პროპორციულობა შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებებში არსებულ აღჭურვილობებისა და მოწყობილობებთან მიმართებით;

კ) შეფასების ფორმა (მიმდინარე და დასკვნითი), კრიტერიუმები და მიზანი;

ლ) საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) გავლის დოკუმენტური დასაბუთების ნიმუში;

მ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ნ)  კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

3. საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების განაცხადს თან უნდა ერთვოდეს  შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი კურსებისთვის (პროგრამებისათვის) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ-ნ“ ქვეპუნქტებით გათვალსწინებული ინფორმაცია /დოკუმენტაცია.

4. სააგენტოს მიერ საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების განცხადება და თანდართული მასალები საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა ან საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) აღიარების შესახებ განიხილება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

5. სააგენტო გადაწყვეტილებას საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა ან/და საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების ან აღიარებაზე უარის შესახებ იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 40 დღის ვადაში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია დაჩქარებული მომსახურების გაწევა.

6. სააგენტო შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებებში ადგილზე ამოწმებს წარდგენილ განცხადებებში მითითებული (ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული) ინფორმაციის ნამდვილობას ან/და უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მათი ნამდვილობის დადასტურების მიზნით.

7. სააგენტოს გადაწყვეტილება საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების ან აღიარებაზე უარის შესახებ შესაძლებელია გასაჩივრდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

8. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარების ვადა განისაზღვრება 5 წლით.

9. საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების ვადად განისაზღვრება 2 წელი.

10. შესაძლებელია საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების ან საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) აღიარებაში შევიდეს ცვლილება დაინტერესებული მხარის განცხადების საფუძველზე. სააგენტო განცხადებას ცვლილების შესახებ განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. თუ საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების ან საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) აღიარებაში შევა ცვლილება, სააგენტო ცვლილების შეტანას ადასტურებს ახალი სერტიფიკატის გაცემით, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრება ის თარიღი, რომელიც მითითებულია სერტიფიკატში, სადაც შევიდა ცვლილება.

11. აღიარებული საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები ვალდებულნი არიან მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის  თაობაზე საერთაშორისო აქტებში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, განაახლონ და საერთაშორისო აქტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი სასწავლო-საწვრთნელი კურსის პროგრამები. მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის თაობაზე საერთაშორისო აქტებში შეტანილი ცვლილებების შესახებ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებებს ეცნობება სააგენტოს მიერ, სააგენტო მათ ასევე განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაში საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საზღვაო-საწვრთნელი კურსის პროგრამების საერთაშორისო აქტებთან შესაბამისობაში მოყვანა. სააგენტოს მიერ მითითებულ ვადებში, სასწავლო-საწვრთნელი დაწესებულებების მიერ, მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსების პროგრამების საერთაშორისო აქტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებისათვის ან საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამებისათვის) აღიარების გაუქმების თაობაზე.

12. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ​1“  ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემოკლებულ კურსებზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს:
ა) გასავლელი შემოკლებული კურსის შესაბამისი კვალიფიკაციის სერტიფიკატი, გაცემული ბოლო 5 წლის განმავლობაში; და
ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში 12 თვის ნაოსნობის დამტკიცებული სტაჟი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №04 - ვებგვერდი, 05.09.2018წ.

მუხლი 4. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების ინსტრუქტორების, ზედამხედეველებისა და შემფასებლების აღიარების წესი

1. ინსტრუქტორები, ზედამხედველები და შემფასებლები, გარდა კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმებისა, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) გააჩნდეთ შესაბამის საწვრთნელ კურსთან დაკავშირებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;

ბ) გააჩნდეთ 3 (სამი) წლიანი-სწავლების გამოცდილება ბოლო 10 (ათი) წლის განმავლობაში ან გავლილი ჰქონდეთ ინსტრუქტორის, ზედამხედველისა და შემფასებლის მომზადების კურსი;

გ) გავლილი ჰქონდეთ სიმულატორზე დაფუძნებული საწვრთნელი კურსის მომზადება და გააჩნდეთ კონკრეტული სიმულატორის პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება, იმ შემთხვევაში, თუ  საწვრთნელი კურსი დაფუძნებულია სიმულატორზე.

2. შემფასებელი, კანონმდებლობით და წინამდებარე წესით დადგენილ მოთხოვნებთან ერთად, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) გავლილი ჰქონდეს მეზღვაურთა შეფასების მეთოდიკასთან დაკავშირებული წვრთნა;

ბ) სიმულატორების საშუალებით შეფასებისას, გააჩნდეს შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება.

3. კონკრეტული კურსის ინსტრუქტორისა და შემფასებლის მიმართ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები დადგენილია დანართი №2-ით.

4. სააგენტო უზრუნველყოფს შერჩეული ინსტრუქტორებისა და შემფასებლების რეესტრის წარმოებას და სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 13.10.2020წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანება №08 - ვებგვერდი, 04.06.2021წ.

[მუხლი 4​ ​1 . საწვრთნელ კურსებში გამოყენებული სიმულატორების მიმართ დაწესებული მოთხოვნები

1. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი სიმულატორები გამოიყენოს შემდეგი საზღვაო-საწვრთნელი კურსების განხორციელებისთვის:

ა) ელექტრონულ-კარტოგრაფიული მოწყობილობებისა და ინფორმაციული სისტემების (ეკმდის) გამოყენება (ECDIS);

ბ) GMDSS რადიოოპერატორი;

გ) რადიოლოკაციური ნაოსნობა, რადიოლოკაციური გავლება, ავტომატური რადიოლოკაციური სისტემების გამოყენება (RADAR №avigation, Radar Plotting, Use of ARPA);

დ) რადარი, არლგს, ხიდურის გუნდური მართვა და საძიებო-სამაშველო ოპერაციები (Radar, Arpa, Bridge Teamwork And Search And Rescue);

ე) სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვა (Bridge Resource Management);

ვ) ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა (Oil Tanker Cargo and Ballast Handling);

ზ) ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა (Chemical Tanker Cargo and Ballast Handling);

თ) ტანკერის სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა (Cargo and Ballast Handling);

ი) გემის მართვა და მანევრირება (Ship’s Handling);

კ) პოლარულ წყლებში მცურავი გემის ექსპლუატაციის სპეციალიზირებული წვრთნა (Advanced Training for Ships Operating in Polar Waters ); 

ლ) აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის სპეციალიზირებული წვრთნა (Basic Training for Ships Subject to the IGF Code);

მ) სამანქანე განყოფილების რესურსების მართვა (Engine Resource Management).

2. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საზღვაო საწვრთნელი კურსების ჩატარების დროს იხელმძღვანელოს STCW კონვენციის A-I/12 ნაწილის და B-1/12 ნაწილის შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წვრთნების დროს სიმულატორები უნდა გამოიყენებოდეს სრული შესაძლებლობით (Full mission) და აკმაყოფილებდეს დანართი №3-ის №1 და №2 ცხრილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

4. სრული შესაძლებლობით (Full mission) სიმულატორი არის სიმულატორი, რომელიც მოიცავს ფიზიკური რეალიზმის, ქცევითი რეალიზმისა და გარემოს რეალიზმის (Physical realism, behavioural realism, environmental realism) აღქმასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს STCW კონვენციის A-I/12, B-I/12 რეგულაციების შესაბამისად.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“, „თ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სიმულატორების მიერ შესასრულებელი ფუნქციების მიმართ დადგენილი მოთხოვნები განისაზღვრება დანართი №3-ის №3 ცხრილით.

6. სიმულატორზე დაფუძნებული საწვრთნელი კურსის ჩატარებისთვის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას უნდა გააჩნდეს მწარმოებლის მიერ გაცემული სიმულატორის პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზია.

7. საზღვაო-სწვრთნელი დაწესებულება ვალდებულია, მოქმედ ხარისხის მართვის სისტემაში, გააჩნდეს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების მართვის პროცედურა, რომელიც მოიცავს სიმულატორების ყოველწლიურ შემოწმებას ან/და განახლებას.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები მოწმდება შესაბამისი მტკიცებულებების შეფასების გზით, რომელიც წარმოადგენს საწვრთნელი კურსის აღიარების/მონიტორინგის ნაწილს.(ამოქმედდეს არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივნისისა)]

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 20 აპრილის ბრძანება  №21 - ვებგვერდი, 21.04.2022წ.

მუხლი 5. საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) გავლის დოკუმენტური დასაბუთების აუცილებელი რეკვიზიტები

1. საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) გავლის დოკუმენტური დასაბუთება უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) აღიარებული საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების სახელწოდებას, მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას;

ბ) დოკუმენტის უნიკალურ ნომერს;

გ) გავლილი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) დასახელებას და მითითებას  STCW კონვენციის შესაბამის რეგულაციაზე;

დ)  კურსდამთავრებულის სახელს, გვარს, პირად ნომერს და მეზღვაურის ნომერს;

ე) მითითებას კურსდამთავრებულის მიერ საზღვაო-საწვრთნელი კურსის წარმატებით დასრულების ან კვალიფიკაციის შესაბამისი დონის მიღწევის შესახებ;

ვ)  მითითება საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამა) აღიარებულია სააგენტოს მიერ;

ზ) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;

თ) კურსდამთავრებულის ხელმოწერას.

მუხლი 6. სააგენტოს მიერ საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგი

1. სააგენტო „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილია განახორციელოს საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების ყოველწლიური მონიტორინგი, მეზღვაურთა განათლების, სწავლებისა და წვრთნის საერთაშორისო სტანდარტებთან მათი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.

2. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგი გულისხმობს საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და მათი სასწავლო კურსების (პროგრამების) შეფასებას წინამდებარე წესის, კონვენციითა და STCW კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით.

3. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგი სააგენტოს მიერ შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირთან – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრთან ერთობლივად, ისე დამოუკიდებლად.

4. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების სააგენტოს მიერ დამოუკიდებლად განხორციელებული მონიტორინგის შედეგები სააგენტოს მიერ ეგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, შემოწმების შედეგებზე რეაგირებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების (ავტორიზაციის, აკრედიტაციის გაუქმების შესახებ და ა.შ.) გამოყენების მიზნით.

მუხლი 7. სააგენტოს მიერ საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების მონიტორინგი

1. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგი გულისხმობს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) შეფასებას აღიარების პირობებთან მათი შესაბამისობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

2. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების ან მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, თუ გამოვლინდება შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების მიერ აღიარების პირობების ან/და განათლების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა ან/და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამების) აღიარების შეჩერების ან/და გაუქმების შესახებ.

3. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) აღიარების შეჩერების შემთხვევაში შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას განესაზღვრება ვადა (არა უმეტეს 6 თვისა), რომლის განმავლობაში იგი ვალდებულია აღმოფხვრას სააგენტოს მიერ მითითებული ხარვეზები. ხარვეზების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს შესაბამისი დაწესებულების აღიარება.

4. აღიარების გაუქმების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას უწყდება უფლებამოსილება განაგრძოს სწავლების/წვრთნის კურსები ან/და გასცეს შესაბამისი კურსის (პროგრამის) გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. აღიარების გაუქმებიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას უფლება არა აქვს საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულების ან მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) ხელახალი აღიარების მოთხოვნით მიმართოს სააგენტოს.

მუხლი 8. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების მონიტორინგის ზოგადი პირობები

1. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) მონიტორინგი სააგენტოს მიერ ხორციელდება წელიწადში არანაკლებ ერთხელ. ამასთან, სააგენტოს გადაწყვეტილებით, სააგენტო უზრუნველყოფს საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების არაგეგმური მონიტორინგის განხორციელებას, რომლის შესახებაც დაწესებულებას ეცნობება უშუალოდ მონიტორინგის დაწყების წინ.

1​​1. სააგენტოს მიერ ხორციელდება საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) მიმდინარეობის  ვიდეომონიტორინგი, ონლაინ რეჟიმში. სააგენტო არ ახდენს ვიდეოჩანაწერების წარმოებას, შენახვას ან/და სხვა პირზე გადაცემას. ვიდეომონიტორინგის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება დანართი №1-ის შესაბამისად.

2. (ძალადაკარგულია - 12.10.2020, №14).

3. (ძალადაკარგულია - 12.10.2020, №14).

4. სააგენტოს მიერ ხორციელდება საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებებში  მეზღვაურთა მიერ საზღვაო-საწვრთნელი კურსის დასრულების შემდგომ თეორიული გამოცდის მიმდინარეობის ორგანიზება.

5. თეორიული გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით მეზღვაურთა დოკუმენტმართვის სისტემის ელექტრონულ მოდულში, სააგენტოს მიერ დამტკიცებული პროცედურის მიხედვით.

6. სააგენტო უფლებამოსილია, გამონაკლის შემთხვევებში საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას დართოს ნება, გამოცდა ჩაატაროს რეალურ სივრცეში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 21 ივლისის ბრძანება №01 - ვებგვერდი, 25.07.2017წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 1 ივლისის ბრძანება №05- ვებგვერდი, 03.07.2019წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 13.10.2020წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 19.11.2021წ.

მუხლი 9. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების რეესტრი

1. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების თაობაზე არსებული მონაცემების სისტემატიზაციისა და მათი საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტო აწარმოებს ავტორიზებული საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და აღიარებული საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების რეესტრს (ტექსტში შემდგომ – რეესტრი).

2. რეესტრში შეიტანება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და აღიარებული საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების თაობაზე შემდეგი მონაცემები:

ა) დასახელება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და მისამართი;

ბ) მონაცემები დაწესებულების ხელმძღვანელი პირის (პირების) ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ;

გ) საზღვაო-სასწავლო დაწესებულების შემთხვევაში:

გ.ა) საზღვაო-სასწავლო დაწესებულების ავტორიზაციის თარიღი და ავტორიზაციის მოქმედების ვადა;

გ.ბ) ინფორმაცია შესაბამის საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საზღვაო-სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ;

გ.გ) შესაბამისი საზღვაო-სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თარიღი და მოქმედების ვადა.

დ) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების შემთხვევაში:

დ.ა) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარების თარიღი და აღიარების მოქმედების ვადა;

დ.ბ.) ინფორმაციას შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებებში აღიარებული საზღვაო-საწვრთნელი კურსებისა (პროგრამებისა) და აღიარების მოქმედების პერიოდის შესახებ;

ე) მონაცემები საზღვაო-სასწავლო დაწესებულებისა და მათი სასწავლო პროგრამების ავტორიზაციისა/აკრედიტაციის და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამების) აღიარების გაუქმების შესახებ;

ვ) მონაცემები საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამების) აღიარების შეჩერებისა და მისი განახლების თაობაზე;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.

3. რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს რეესტრში შეტანილ მონაცემებს და მიიღოს ამონაწერი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სააგენტო უზრუნველყოფს რეესტრის ონლაინ ვერსიის წარმოებასა და მის განთავსებას სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

დანართი №1

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 1 ივლისის ბრძანება №05- ვებგვერდი, 03.07.2019წ.

ვიდეომონიტორინგის ჩატარების წესი და პირობები

1. საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებებში მონიტორინგისათვის ვიდეოკამერა უნდა იყოს არანაკლებ 2 mega pxl, ჰორიზონტალური გარჩევადობა არანაკლებ 1280X1080, 1/2.8 CMOS მატრიცა, პროგრესული სკანირებით.

2. ვიდეოკამერა ისე უნდა იყოს დამონტაჟებული, რომ ხედვის არე მოიცავდეს მთლიან საკლასო ოთახს.

3. ვიდეოკამერა დამონტაჟებული უნდა იყოს ასევე პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარების ადგილებში.

4. ვიდეოკამერა არ ახორციელებს ხმის ჩაწერას.

5. ვიდეო-მონიტორინგს ახორციელებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მეზღვაურთა დეპარატმენტის მეზღვაურთა განათლების სისტემაზე ზედამხედველობის სამმართველო, რომელსაც რეალური დროის რეჟიმში IP მისამართის საშუალებით მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით გააჩნია წვდომა. 

6. საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ვიდეოგადაღების შედეგად მიღებული ჩანაწერების შენახვა არანაკლებ 7 დღისა.

დანართი №2
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანება №08 - ვებგვერდი, 04.06.2021წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 19.11.2021წ.

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები აღიარებული საწვრთნელი კურსების (პროგრამების) ინსტრუქტორებისა და შემფასებლების მიმართ

აღიარებული საწვრთნელი კურსი (პროგრამა)

ინსტრუქტორი და/ან შემფასებელი

საბაზისო წვრთნები (BST), რეგულაცია VI/1

პირადი გადარჩენის მეთოდები

ცხრილი A-VI/1-1

1. უნდა ფლობდეს პირადი გადარჩენის მეთოდების კვალიფიკაციის სერტიფიკატს; და

2. უნდა გააჩნდეს ნაოსნობის არანაკლებ 2 (ორი) წლის სტაჟი.

ხანძრის თავიდან აცილება და ხანძართან ბრძოლა

ცხრილი A-VI/1-2

1. უნდა ფლობდეს ხანძრის თავიდან აცილების და ხანძრთან ბრძოლის კვალიფიკაციის სერტიფიკატს; და

2. უნდა გააჩნდეს ნაოსნობის არანაკლებ 2 (ორი) წლის სტაჟი.

ელემენტარული პირველადი დახმარება ცხრილი A-VI/1-3

1. დიპლომირებული მედიკოსი სამედიცინო სფეროში მუშაობის 3(სამი) წლიანი გამოცდილებით ან პირი მეცნიერებათა ხარისხის წოდებით, რომელსაც გააჩნია სამედიცინო დახმარების მომზადება/გადამზადების გავლის კურსი და აქვს სამედიცინო ფაკულტეტზე ლექტორად მუშაობის 3 (სამი)-წლიანი გამოცდილება.

ან

2. საგემბანე განყოფილების მართვის დონის მეზღვაური, რომელსაც გააჩნია სამედიცინო პირველადი დახმარების ან/და სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატი.

 

 პირადი უსაფრთხოება და სოციალური პასუხისმგებლობა

ცხრილი A-VI/1-4

1. უნდა ჰქონდეს გავლილი საბაზისო წვრთნების კურსი;

2. უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწის ან სამანქანე განყოფილების მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწის ან სავახტო მექანიკოსის ან უფრო მაღალ რანგში ნაოსნობის არანაკლებ 1 (ერთ) წლის სტაჟი.

კოლექტიური სამაშველო საშუალებებისა და სამაშველო კატარღების მართვა, გარდა სწრაფმავალი სამაშველო კატარღებისა (FRB),

ცხრილი A-VI/2-1

1. უნდა ფლობდეს FRB კვალიფიკაციის სერტიფიკატს; და

2. უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 წლის ნაოსნობის სტაჟი კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღების შემდეგ.

 

სწრაფმავალი სამაშველო კატარღების მართვა (FRB),S ცხრილი A-VI/2-2

1. უნდა ფლობდეს FRB კვალიფიკაციის სერტიფიკატს; და

2. უნდა გააჩნდეს სწარფმავალი სამაშველო კატარღით აღჭურვილ გემზე არანაკლებ 1 წლის ნაოსნობის სტაჟი კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღების შემდეგ.

ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსი (AFT)

ცხრილი A-VI/3

1. უნდა ფლობდეს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსის სერტიფიკატს;

2. უნდა იყოს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი;

 და

3. უნდა გააჩნდეს მართვის დონის არანაკლებ 6-თვიანი ცურვის სტაჟი.

პირველადი სამედიცინო დახმარება (MFC),

ცხრილი A-VI/4-1

1. დიპლომირებული მედიკოსი სამედიცინო სფეროში მუშაობის 3(სამი)-წლიანი გამოცდილებით ან პირი მეცნიერებათა ხარისხის წოდებით, რომელსაც გააჩნია სამედიცინო დახმარების მომზადება/გადამზადების გავლის კურსი და აქვს სამედიცინო ფაკულტეტზე ლექტორად მუშაობის 3(სამი) წლიანი გამოცდილება.

სამედიცინო მომსახურება (MFC)

ცხრილი A-VI-4-2

დიპლომირებული მედიკოსი სამედიცინო სფეროში მუშაობის 3(სამი) წლიანი გამოცდილებით ან პირი მეცნიერებათა ხარისხის წოდებით, რომელსაც გააჩნია სამედიცინო დახმარების მომზადება/გადამზადების გავლის კურსი და აქვს სამედიცინო ფაკულტეტზე ლექტორად მუშაობის 3(სამი) წლიანი გამოცდილება.

გემის უშიშროების ოფიცერი (SSO)

ცხრილი A-VI/5

1. უნდა ფლობდეს გემის უშიშროების ოფიცრის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს ექსპლოატაციის ან მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გააჩნდეს გემზე მართვის დონეზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთ)-წლიანი ნაოსნობის სტაჟი 2001 წლის შემდეგ.

უშიშროებასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები (SEC)

ცხრილი A-VI/6-1

1. უნდა ფლობდეს გემის უშიშროების ოფიცრის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს ექსპლოატაციის ან მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გააჩნდეს მინიმუმ 1 (ერთ)-წლიანი ნაოსნობის სტაჟი 2001 წლის შემდეგ.

უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებები (SEC)

ცხრილი A-VI/6-2

1. უნდა ფლობდეს გემის უშიშროების ოფიცრის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს ექსპლოატაციის ან მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

 3. უნდა გააჩნდეს მინიმუმ 1 (ერთ)-წლიანი    ნაოსნობის სტაჟი 2001 წლის შემდეგ.

ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნები (OCG)

ცხრილი A-V/1-1-1

1. უნდა ფლობდეს ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების წვრთნის და ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს ექსპლოატაციის ან მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გაჩნდეს ნავთობმზიდ ან ქიმმზიდ ტანკერებზე ექსპლოატაციის დონეზე ცურვის არანაკლებ 1-წლიანი სტაჟი.

ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნა (OCG)

ცხრილი A-V/1-1-2

1. უნდა ფლობდეს ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გაჩნდეს ნავთობმზიდ ტანკერებზე მართვის დონეზე ცურვის არანაკლებ 1-წლიანი სტაჟი.

 ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნა (OCG)

 ცხრილი A-V/1-1-3

 1. უნდა ფლობდეს ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზირებული წვრთნის სერტიფიკატს;

 2. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

 3. უნდა გააჩნდეს ქიმმზიდ ტანკერებზე მართვის დონეზე ცურვის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.

თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნა (LPG)

 ცხრილი A-V/1-2-1

1. უნდა ფლობდეს თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს;

 2. უნდა გააჩნდეს ექსპლოატაციის ან მართვის   დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

 3. უნდა გაჩნდეს:

 თხევად აირმზიდ ტანკერებზე მართვის ან ექსპლოატაციის დონეზე ცურვის არანაკლებ 1 წლიანი ნაოსნობის სტაჟი; ან სატვირთო ოპერაციების მართვის (Loading Master) არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.

თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნა (LPG)

 ცხრილი A-V-1-2-2

1. უნდა ფლობდეს თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კვალიფიკაციის სერტიფიკატები;

და

3. უნდა გააჩნდეს:

თხევად აირმზიდ ტანკერებზე მართვის დონეზე მუშაობის არანაკლებ 1 (ერთი) წლის სტაჟი; ან სატვირთო ოპერაციების მართვის (Loading Master) არანაკლებ 2-წლინი გამოცდილება.

არაორგანიზებული ხალხის მასების მართვა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები მგზავრთა მომსახურე პერსონალისათვის (PSS)

 სექცია A-V2(.1) და (.2)

1. უნდა ფლობდეს არაორგანიზებული ხალხის მასების მართვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები მგზავრთა მომსახურე პერსონალისათვის წვრთნის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწის (ან უფრო მაღალი) კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწედ არანაკლებ 1 წლის ნაოსნობის სტაჟი სამგზავრო გემებზე,.

კრიზისის მართვა და ადამიანთა ქცევა, მგზავრების უსაფრთხოების, ტვირთის უსაფრთხოებისა და გემის კორპუსის სიმტკიცის უზრუნველყოფა (PSS)

 სექცია A-V/2(.3) და (.4)

1. უნდა ფლობდეს კრიზისის მართვა და ადამიანთა ქცევა, მგზავრების უსაფრთხოების, ტვირთის უსაფრთხოებისა და გემის კორპუსის სიმტკიცის უზრუნველყოფის წვრთნის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწედ არანაკლებ 1 წლის ნაოსნობის სტაჟი სამგზავრო გემებზე.

GMDSS რადიოოპერატორი,

 ცხრილი A-IV/2

1. უნდა გააჩნდეს რადიოოპერატორის სერტიფიკატი; და

 ● უნდა გააჩნდეს გემის GMDSS -ით მართვის სავახტო თანაშემწედ ცურვის არანაკლებ 2 წლის სტაჟი, როგორც მოითხოვება SOLAS ’74-ით; ან

 ● საზღვაო სფეროში GMDSS რადიოპერატორად მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი.

ელექტრონულ-კარტოგრაფიული მოწყობილობებისა და ინფორმაციული სისტემის (ეკმდის) გამოყენება (ECS)

1. უნდა ჰქონდეს გავლილი ეკმდის-ის გამოყენების წვრთნა და მისი გაახლებული ვერსია (2012);

2. უნდა გააჩნდეს სავახტო თანაშემწის (ან უფრო მაღალი) კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გააჩნდეს ეკმდის-ით აღჭურვილ გემზე არანაკლებ 1 წლის სავახტო თანაშემწედ ნაოსნობის სტაჟი.

ინსტრუქტორების წვრთნის კურსი (IMO მოდელკურსი 6.09) (TOT)

 1. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

 ინსტრუქტორების მწვრთნელის სპეციალური კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ან

2. გააჩნდეს მინიმუმ 3-წლიანი პედაგოგიური  გამოცდილება;

გააჩნდეს საზღვაო სფეროსთან დაკავშირებული ცოდნა, რაც დასტურდება განათლებით ან სტაჟით; და

 ინსტრუქტორების მწვრთნელის სპეციალური კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სიმულატორის ინსტრუქტორების (IMO მოდელკურსი 6.10) წვრთნის კურსი (TOT)

1. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

2. სიმულატორის ინსტრუქტორების მწვრთნელის სპეციალური კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

საშიში და მავნე ნივთიერებების შეფუთული ან ნაყარი სახით გადაზიდვის მეთოდები (CDH)

1. უნდა გააჩნდეს მართვის დონის გემწამყვანის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

2. უნდა გააჩნდეს მშრალტვირმზიდი ტიპის გემზე მართვის დონეზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთ)-წლიანი ნაოსნობის სტაჟი.

სამანქანე განყოფილების რესურსების მართვა (ETM)

1. უნდა ფლობდეს სამანქანე განყოფილების რესურსების მართვის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს მართვის დონის მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გააჩნდეს გემზე მართვის დონის მექანიკოსად მუშაობის მინიმუმ 1 (ერთ)-წლიანი ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, მინიმუმ 3 (სამი) თვე 2012 წლის შემდეგ.

სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვა (BTM)

1. უნდა ფლობდეს სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გააჩნდეს გემზე მართვის დონეზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთ)-წლიანი ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, მინიმუმ 3 (სამი) თვე 2012 წლის შემდეგ.

ხელმძღვანელობა და გუნდური მართვა (LDT)

1. უნდა ფლობდეს ხელმძღვანელობის და გუნდური მართვის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გააჩნდეს გემზე მართვის დონეზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთ)-წლიანი ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, მინიმუმ 3 (სამი) თვე 2012 წლის შემდეგ.

ხელმძღვანელობა და მართვის უნარ-ჩვევები (LDM)

1. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

2. უნდა გააჩნდეს გემზე მართვის დონეზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთ)-წლიანი ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, მინიმუმ 3 (სამი) თვე 2012 წლის შემდეგ.

რადიოლოკაციური ნაოსნობა, რადილოკაციური გავლება, არლგს გამოყენება (RNA)

1. უნდა გააჩნდეს რადარი, არლგს ხიდურის გუნდური მართვის და საძიებო სამაშველო ოპერაციების სერტიფიკატი;

2. უნდა გააჩნდეს მართვის დონის (გემთწამყვანი) კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გააჩნდეს მართვის დონეზე გემზე ცურვის არანაკლებ 1 წლის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

რადარი, არლგს ხიდურის გუნდური მართვა და საძიებო სამაშველო ოპერაციები (RBS)

1. უნდა გააჩნდეს რადარი, არლგს ხიდურის გუნდური მართვა და საძიებო სამაშველო ოპერაციების სერტიფიკატი;

2. უნდა გააჩნდეს მართვის დონის (გემთწამყვანი) კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გააჩნდეს მართვის დონეზე გემზე ცურვის არანაკლებ 1 წლის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა (CBO)

1. უნდა ფლობდეს ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გაჩნდეს ნავთობმზიდ ტანკერებზე მართვის დონეზე ცურვის არანაკლებ 1-წლიანი სტაჟი.

ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა (CBC)

1. უნდა ფლობდეს ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გაჩნდეს ქიმმზიდ ტანკერებზე მართვის დონეზე ცურვის არანაკლებ 1-წლიანი სტაჟი.

მაღალი ძაბვა (HVC)

1. უნდა გააჩნდეს მაღალი ძაბვის სერტიფიკატი;

2. უნდა გააჩნდეს მართვის დონის გემის მექანიკოსის ან ექსპლოატაციის დონის ელექტრომექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გააჩნდეს კომპეტენციის სერტიფიკატის შესაბამის თანამდებობაზე გემზე ცურვის არანაკლებ 1 წლის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

გემის პერსონალის წევრი (PER)

1. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

2. უნდა გაჩნდეს გემზე მართვის დონეზე ცურვის არანაკლებ 1-წლიანი სტაჟი;

თევზსაჭერი გემის პერსონალის უსაფრთხოების საბაზისო წვრთნა

1. ვრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც განსაზღვრულია „საბაზისო წვრთნები“ ინსტრუქტორისთვის.

გემის მართვა და მანევრირება (SHC)

1. უნდა გააჩნდეს მართვის დონის გემთწამყვანის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

2. უნდა გააჩნდეს გემზე მართვის დონეზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამი)-წლიანი ნაოსნობის სტაჟი.

ხანძართან ბრძოლის ხმელეთზე განლაგებული ტრენაჟორული წვრთნა (SBF)

1. უნდა ფლობდეს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოეუბული კურსის სერტიფიკატს;

2. უნდა იყოს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი;

და

3. უნდა გააჩნდეს მართვის დონის არანაკლებ 6-თვიანი ცურვის სტაჟი. ან

4. იყოს მეხანძრე მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი.

ნედლი ნავთობით რეცხვის სისტემა (IGC)

1. უნდა ფლობდეს ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გაჩნდეს ნავთობმზიდ ტანკერებზე მართვის დონეზე ცურვის არანაკლებ 1-წლიანი სტაჟი.

ინერტული აირების სისტემის გამოყენება (COW)

1. უნდა ფლობდეს ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატს;

2. უნდა გააჩნდეს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი; და

3. უნდა გაჩნდეს ნავთობმზიდ ტანკერებზე მართვის დონეზე ცურვის არანაკლებ 1-წლიანი სტაჟი.

საზღვაო კულინარია

 მოითხოვება რამდენიმე ინსტრუქტორი:

 1. უნდა გააჩნდეს უმაღლესი იურიდიული განათლება საზღვაო სფეროში ან/და იურიდიული განათლება, რომელიც დასტურდება საზღვაო სფეროში მუშაობის გამოცდილებით ან პუბლიკაციით;

2. უნდა გააჩნდეს უმაღლესი საინჟინრო/საზღვაოსნო მეცნიერებათა სფეროს ან მასთან გათანაბრებული განათლება;

3. უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ინგლისური ენის ფილოლოგიაში ან ინგლისური ენის სწავლების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან – უმაღლესი საინჟინრო/საზღვაოსნო მეცნიერებათა სფეროს ან მასთან გათანაბრებული განათლება და საზღვაო სფეროში მუშაობის გამოცდილება ან პუბლიკაცია;

4. უნდა გააჩნდეს საექიმო განათლება/დიპლომირებული მედიკოსი;

5. უნდა გააჩნდეს კულინარიის ხელოვნების/მზარეულის კვალიფიკაცია ან არანაკლებ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება ფართო პროფილის სამზარეულოში.

აირზე და დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის საბაზისო წვრთნა (IGB)

 

 1. უნდა გააჩნდეს აირმზიდ გემებზე მართვის ან ექსპლოატაციის დონეზე მუშაობის არანაკლებ 12-თვიანი გამოცდილება.

აირზე და დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის სპეციალიზებული წვრთნა (IGA)

  1. უნდა გააჩნდეს აირმზიდ გემებზე მართვის დონეზე მუშაობის არანაკლებ 12-თვიანი გამოცდილება.

პოლარულ წყლებში მცურავი გემის ექსპლოატაციის საბაზისო წვრთნა (PCB)

 უნდა გააჩნედეს ყინულით დაფარულ წყლებში 2(ორი) თვის ნაოსნობის სტაჟი ექსპლუატაციის ან უფრო მაღალ რანგში, რომელთაგან 1 (ერთი) თვე უნდა იყოს პოლარულ წყლებში ნაოსნობა.

პოლარულ წყლებში მცურავი გემის ექსპლოატაციის სპეციალიზებული წვრთნა (PCA)

 უნდა გააჩნედეს ყინულით დაფარულ წყლებში 12(თორმეტი) თვის ნაოსნობის სტაჟი ექსპლუატაციის ან უფრო მაღალ რანგში, რომელთაგან 6(ექვსი) თვე უნდა იყოს პოლარულ წყლებში ნაოსნობა.

[დანართი N3

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 20 აპრილის ბრძანება  №21 - ვებგვერდი, 21.04.2022წ.

ცხრილი N1

 Bridge Operation Simulator

STCW reference

Competence

Table A-II/1.1

Plan and conduct a passage and determine position

Table A-II/1.2

Maintain a safe navigational watch

Table A-II/1.3

Use of radar and ARPA to maintain safety of navigation

Table A-II/1.4

Use of ECDIS to maintain the safety of navigation

Table A-II/1.5

Respond to emergencies

Table A-II/1.6

Respond to a distress signal at sea

Table A-II/1.8

Transmit and receive information by visual signalling

Table A-II/1.9

Manoeuvre the ship

Table A-II/2.1

Plan a voyage and conduct navigation

Table A-II/2.2

Determine position and the accuracy of resultant position fix by any means

Table A-II/2.3

Determine and allow for compass errors

Table A-II/2.4

Co-ordinate search and rescue operations

Table A-II/2.5

Establish watchkeeping arrangements and procedures

 

Table A-II/2.6

Maintain safe navigation through the use of information from navigation equipment and systems to assist command decision-making

 

Table A-II/2.7

Maintain the safety of navigation through the use of ECDIS and associated navigation systems to assist command decision making

Table A-II/2.10

Manoeuvre and handle a ship in all conditions

Table A-II/2.11

Operate remote controls of propulsion plant and engineering systems and services

Table A-II/3.1

Plan and conduct a coastal passage and determine position

Table A-II/3.2

Maintain a safe navigational watch

Table A-II/3.3

Respond to emergencies

Table A-II/3.4

Respond to a distress signal at sea

Table A-II/3.5

Manoeuvre the ship and operate small ship power plants

Table A-II/5.2

Contribute to berthing, anchoring and other mooring operations

ცხრილი N2

Machinery Operation Simulator

STCW reference

Competence

Table A-III/1.1

Maintain a safe engineering watch

Table A-III/1.3

Use internal communication systems

Table A-III/1.4

Operate main and auxiliary machinery and associated control systems

Table A-III/1.5

Operate fuel, lubrication, ballast and other pumping systems and associated control systems

Table A-III/1.6

Operate electrical, electronic and control systems

Table A-III/1.11

Maintain seaworthiness of the ship

Table A-III/2.1

Manage the operation of propulsion plant machinery

Table A-III/2.2

Plan and schedule operations

Table A-III/2.3

Operation, surveillance, performance assessment and maintaining safety of propulsion plant and auxiliary machinery

Table A-III/2.4

Manage fuel, lubrication and ballast operations

Table A-III/2.5

Manage operation of electrical and electronic control equipment

Table A-III/2.6

Manage troubleshooting restoration of electrical and electronic control equipment to operating condition

Table A-III/2.8

Detect and identify the cause of machinery malfunctions and correct faults

Table A-III/2.10

Control trim, stability and stress

Table A-III/2.11

Monitor and control compliance with legislative requirements and measures to ensure safety of life at sea and protection of the marine environment

Table A-III/2.14

Use leadership and managerial skills

Table A-III/4.2

For keeping a boiler watch:

Maintain the correct water levels and steam pressures

Table A-III/6.1

Monitor the operation of electrical, electronic and control systems

Table A-III/6.2

Monitor the operation of automatic control systems of propulsion and auxiliary machinery

Table A-III/6.3

Operate generators and distribution systems

Table A-III/6.4

Operate and maintain power systems in excess of 1,000 Volts

Table A-III/6.5

Operate computers and computer networks on ships

Table A-III/6.6

Use internal communication systems

Table A-III/6.8

Maintenance and repair of automation and control systems of main propulsion and auxiliary machinery

Table A-III/6.9

Maintenance and repair of bridge navigation equipment and ship communication systems

Table A-III/6.10

Maintenance and repair of electrical, electronic and control systems of deck machinery and cargo-handling

equipment

Table A-III/6.11

Maintenance and repair of control and safety systems of hotel equipment

Table A-III/7.5

Contribute to the maintenance and repair of electrical

systems and machinery on board

ცხრილი N3
 

Liquid cargo handling simulator

STCW reference

Competence

Table A- II/1.9Table A- II/3.6

Monitor the loading, stowage, securing and unloading of cargoes and their care during the voyage

Table A- II/1.11Table A- II/3.8Table A- III/1.11

Maintain seaworthiness of the ship

Table A-II/2.11

Plan and ensure safe loading, stowage, securing, care during the voyage and unloading of cargoes

Table A-II/2.12

Carriage of dangerous goods

Table A- II/2.13Table A- III/2.12

Control trim, stability and stress

Table A- II/2.14Table A- III/2.13

Monitor and control compliance with legislative requirements and measures to ensure safety of life at sea and protection of the marine environment

Table A-II/2.17

Use of leadership and managerial skill

Table A-II/5.3

Contribute to the handling of cargo and stores

Oil and chemical tanker

Table A-V/1-1-1.1

Contribute to the safe cargo operation of oil and chemical tankers

Table A-V/1-1-1.2

Take precautions to prevent hazards

Table A-V/1-1-1.3

Apply occupational health and safety precautions and measures

Table A-V/1-1-1.5

Respond to emergencies

Table A-V/1-1-1.6

Take precautions to prevent pollution of the environment from the release of oil or chemicals

Oil tanker

Table A-V/1-1-2.1

Ability to safely perform and monitor all cargo operations

STCW reference

Competence

Table A-V/1-1-2.2

Familiarity with physical and chemical properties of oil cargoes

Table A-V/1-1-2.3

Take precautions to prevent hazards

Table A-V/1-1-2.4

Apply occupational health and safety precautions

Table A-V/1-1-2.5

Respond to emergencies

Table A-V/1-1-2.6

Take precautions to prevent pollution of the environment

Table A-V/1-1-2.7

Monitor and control compliance with legislative requirements

Chemical tanker

Table A-V/1-1-3.1

Ability to safely perform and monitor all cargo operations

Table A-V/1-1-3.2

Familiarity with physical and chemical properties of chemical cargoes

Table A-V/1-1-3.3

Take precautions to prevent hazards

Table A-V/1-1-3.4

Apply occupational health and safety precautions

Table A-V/1-1-3.5

Respond to emergencies

Table A-V/1-1-3.6

Take precautions to prevent pollution of the environment

Table A-V/1-1-3.7

Monitor and control compliance with legislative requirements

Liquefied gas tanker

Table A-V/1-2-1.1

Contribute to the safe operation of a liquefied gas tanker

Table A-V/1-2-1.2

Take precautions to prevent hazards

Table A-V/1-2-1.3

Apply occupational health and safety precautions and measures

Table A-V/1-2-1.5

Respond to emergencies

Table A-V/1-2-1.6

Take precautions to prevent pollution of the environment from the release of liquefied gases

Table A-V/1-2-2.1

Ability to safely perform and monitor all cargo operations

Table A-V/1-2-2.2

Familiarity with physical and chemical properties of liquefied gas cargoes

Table A-V/1-2-2.3

Take precautions to prevent hazards

Table A-V/1-2-2.4

Apply occupational health and safety precautions

Table A-V/1-2-2.5

Respond to emergencies

Table A-V/1-2-2.6

Take precautions to prevent pollution of the environment

Table A-V/1-2-2.7

Monitor and control compliance with legislative requirements

(ამოქმედდეს არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივნისისა)]  


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ, №05, 25.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016068 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.04.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2647485-8/