საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.12.2014 ბოლო ცვლილება 20.12.2023
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
010340000.41.046.016009
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №31

2014 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1
დამტკიცდეს „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი“  თანდართული სახით.

 

+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეგიორგი ბარაბაძე
+



საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი

+
1. სსიპ საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში „სააგენტო“) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს სააგენტოში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პირობებს. 

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 23.10.2020 წ.

2.  საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია.

3. დაინტერესებული პირის მოთხოვნით, საჯარო ინფორმაცია გაიცემა განცხადებაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით, კომპაქტურ დისკზე ჩაწერით.

4. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე,  სააგენტო იტოვებს უფლებას, განახორციელოს მოთხოვნილი ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერა. 

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 23.10.2020 წ.

5. სტანდარტის მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში კომპაქტურ დისკზე ჩაწერისათვის, დაინტერესებულმა პირმა უნდა გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანხის ოდენობა.

6. დაინტერესებულმა პირმა, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიღების მიზნით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადება უნდა გააგზავნოს სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე (info-gca@competition.ge).

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 23.10.2020 წ.

7. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: განმცხადებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს და ელექტრონული ფოსტის მისამართს; იურიდიული პირის შემთხვევაში: საწარმოს/ორგანიზაციის დასახელებას, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და ხელმძღვანელი პირის სახელს და გვარს.

ბ) მოთხოვნას.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 23.10.2020 წ.

8 (ამოღებულია).

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 23.10.2020 წ.

9. სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადების რეგისტრაციას, რის შესახებაც არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ეცნობება განმცხადებელს და მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ეგზავნება ელექტრონული მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურება, შესაბამისი სარეგისტრაციო ნომრის მითითებით. 

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 23.10.2020 წ.

10.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურების მომდევნო სამუშაო დღიდან.

11. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა და განმცხადებლისათვის მიწოდება  უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს  ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება, ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.

12. სააგენტოს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემაზე პასუხისმგებელ პირს (პირებს).


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, №31, 29.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 010340000.41.046.016009 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.10.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2656934-1/