ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.12.2014 ბოლო ცვლილება 25.12.2025
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
300320000.16.009.016110
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

შემდგომი ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №33

2014 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14, მე-20 და 25-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

1. დამტკიცდეს „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების  მეთოდოლოგია“ (დანართი№1).
2. დამტკიცდეს „სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების რეგულირებადი აქტივების ცვეთა/ამორტიზაციის ნორმები“ (დანართი №2).
3. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესისა და მეთოდოლოგიის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის  მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 1999 წლის 8 სექტემბრის №6  დადგენილება.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრისერგო მესხი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“, №33, 25.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016110 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2662540-1/