სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2014 ბოლო ცვლილება 02.04.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№758
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.018378
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

წინა ცვლილებები (11)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №758

2014 წლის 31 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1

1. დამტკიცდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების თანდართული მეთოდოლოგია.

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიითა და მეთოდოლოგიის დასახვეწად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი და სრულფასოვანი ადმინისტრირების მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების და/ან საჭირო ინფორმაციის პერიოდულად მიწოდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის (შემდგომში – სააგენტო), მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად;

ა​1) სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების და/ან საჭირო ინფორმაციის პერიოდულად მიწოდება მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად;

ა​2) ეთხოვოს სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს“, უზრუნველყოს მის ხელთ არსებული მონაცემების სააგენტოსთვის მიწოდება, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად;

ა​3) ამ პუნქტის „ა​1“ და „ა​2“ ქვეპუნქტების შესაბამისად მიწოდებული ინფორმაცია სააგენტოს მიერ გამოიყენება სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას;

ბ) ყველა ადმინისტრაციულმა ორგანომ, შეუფერხებლად უზრუნველყოს მათ ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზებისა და/ან საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სააგენტოსათვის, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების და/ან მოთხოვნის შესაბამისად;

გ) ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აღმოუჩინონ ქმედითი დახმარება და/ან მიაწოდონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზები და/ან საჭირო ინფორმაცია სააგენტოს, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების და/ან მოთხოვნის შესაბამისად;

დ) ეთხოვოთ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (მათ შორის, ელექტროენერგიის განაწილების, ბუნებრივი გაზის განაწილებისა და წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელ პირებს, აგრეთვე დაგვა-დასუფთავების და/ან ნარჩენების მართვის შესაბამის ოპერატორ კომპანიებს ან დასუფთავების მოსაკრებლის ამკრებ შესაბამის უფლებამოსილ პირებს და სხვა) აღმოუჩინონ ქმედითი დახმარება და/ან მიაწოდონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზები და/ან საჭირო ინფორმაცია სააგენტოს, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების და/ან მოთხოვნის შესაბამისად.

2​1. სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების ან/და სოციალური დახმარების ადმინისტრირების მიზნებისთვის, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს და დაამუშაოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გამოთხოვილი მონაცემები.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიის რეალიზებასთან დაკავშირებით საჭირო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ის მომზადება და გამოცემა;

ბ) „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების შესაბამისად ფორმირებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების, ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიით გადამოწმების გრაფიკის დამტკიცება.

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში (2015 წლიდან-2017 წლის 1 აგვისტომდე) ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ამოქმედების მიუხედავად, ძალას ინარჩუნებს „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით (შემდგომში − საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილება) დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად შესწავლილი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი პირობითი ერთეული – სარეიტინგო ქულა.

5. 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 მაისამდე პერიოდში, ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) შეფასება განხორციელდეს ტესტირების რეჟიმში.

6. სააგენტომ უზრუნველყოს ყველა საჭირო ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ტესტირების რეჟიმში სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად შეფასების მიზნით.

7. 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 მაისამდე სპეციალურ კითხვარში (ოჯახის დეკლარაცია) დაფიქსირებული მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, გარდა ამ დადგენილების 1​1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის დადგენილება №145 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №216 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის დადგენილება №98 – ვებგვერდი, 01.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №616 – ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის დადგენილება №316 – ვებგვერდი, 05.06.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019  წლის 18 იანვრის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 22.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №467 - ვებგვერდი, 27.09.2022წ.
+
მუხლი 1​1
1. სააგენტომ უზრუნველყოს 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 მაისამდე პერიოდში ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიის გამოყენებით ტესტირების რეჟიმში შეფასებული (შესწავლილი) ოჯახების (შინამეურნეობების) შესახებ მოპოვებული მონაცემების შეტანა (ასახვა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და ამავე მეთოდოლოგიის გამოყენებით ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღად განისაზღვროს 2015 წლის 30 აპრილი.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №216 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.

+
მუხლი 2

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის დადგენილება №145 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“, №758, 31.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.018378 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2667586-11/