ტექნიკური რეგლამენტის - „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №756 |
|
2014 წლის 31 დეკემბერი ქ.თბილისი |
|
+
+
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი - „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესი“.
+
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
ტექნიკური რეგლამენტი
მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესი
+
მუხლი 1. მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მეტალის ჯართის რადიაციულ მონიტორინგთან დაკავშირებულ პროცედურებს, აგრეთვე მეტალის ჯართის რადიაციული შემოწმების სამართლებრივ საფუძველს.
2. ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები ვრცელდება შავი და ფერადი მეტალის ჯართზე, რომელიც წარმოადგენს როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის საგანს. წესის მოთხოვნები აგრეთვე ვრცელდება მეტალის გადამუშავების ციკლში მოხვედრილ ჯართზე.
+
მუხლი 2. ტექნიკური რეგლამენტის მიზანი და ამოცანა
1. ტექნიკური რეგლამენტის მიზანია იმ ღონისძიებების განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს მეტალის ჯართით შიდა/საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული სასაქონლო ოპერაციების, ასევე მეტალის გადამამუშავებელ მრეწველობასთან და ჯართთან მოპყრობასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელებისას რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურების ან/და რადიოაქტიური წყაროების არსებობის თავიდან აცილებას.
2. ტექნიკური რეგლამენტის ამოცანაა რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ჯართის, ტექნოგენურად დაბინძურებული მეტალის, ასევე მეტალის ჯართში რადიოაქტიური წყაროების აღმოჩენისა და ამგვარ ჯართთან მოპყრობის ღონისძიებების დადგენა.
+
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) რადიოაქტიურად დაბინძურებული ჯართი - ჯართი, რომელიც შეიცავს რადიოაქტიურ წყაროს ან ნივთიერებას ან დაბინძურებულია ამ ნივთიერებით. აღნიშნული ნივთიერება შესაძლებელია ექვემდებარებოდეს ან არ ექვემდებარებოდეს მარეგულირებელ კონტროლს;
ბ) ჯართის მიმღები პირი - ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საქმიანობას ჯართის მიმღებ პუნქტზე (ან პუნქტებზე);
გ) ჯართის მიმღები პუნქტი - განსაზღვრული ტერიტორია, სადაც ჯართის მიმღები პირი ახორციელებს საქმიანობას;
დ) მეტალის გადამამუშავებელი პირი - მეტალის გადამამუშავებელი საწარმოს ოპერატორი ფიზიკური ან იურიდიული პირი;
ე) მეტალის ჯართის რადიაციული შემოწმების განმახორციელებელი პირი - ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს მეტალის ჯართის რადიაციულ შემოწმებას საექსპერტო-ინსტრუმენტული გაზომვების მეშვეობით;
ვ) მეტალის ჯართი (ფერადი და შავი ლითონის ჯართი) - გადამუშავებისათვის ვარგისი, ფერადი ან შავი მეტალის შემცველი საწარმოო ან/და საყოფაცხოვრებო ნარჩენი, რომელიც წარმოიქმნა ამავე დანიშნულების ნაკეთობებისგან, ასევე სხვადასხვა აღჭურვილობიდან, მექანიზმიდან, კონსტრუქციიდან, სატრანსპორტო საშუალებიდან, სამხედრო ტექნიკის კომპონენტებიდან მათი ფუნქციის და დანიშნულების დაკარგვის შედეგად;
ზ) ჯართის დამზადება - საქმიანობა, რომელიც მოიცავს ჯართის შეგროვებას, შეძენას, ტრანსპორტირებას, კონდიცირებას, დროებით განთავსებას (ჯართის მიმღებ პუნქტებზე ან/და მეტალის გადამამუშავებელი საწარმოების ტერიტორიაზე);
თ) ჯართის კონდიცირება - ჯართის მოცულობის შემცირების მიზნით ჯართის დახარისხების, კომპაქტირების, დაპრესვის და სხვა ღონისძიებების ერთობლიობა;
ი) რადიაციის ლოკალური წყარო - ჯართის ცალკეული, მინიმალური მოცულობის გამოცალკევებადი ფრაგმენტი, რომლის ზედაპირზე (არა უმეტეს 10 სმ-ის მანძილზე) გამა-გამოსხივების ეკვივალენტური დოზის სიმძლავრე (ბუნებრივი ფონის გამოკლებით) აღემატება 0.2 მკზვ/სთ-ს;
კ) ეკვივალენტური დოზის სიმძლავრე (ედს) - გამა-გამოსხივების ეკვივალენტური დოზის სიმძლავრე ჯართის ზედაპირზე (არა უმეტეს 10 სმ-ს მანძილზე) ჯართის პარტიის/ფრაგმენტის, ბუნებრივი ფონური მაჩვენებლის გამოკლებით;
ლ) ეკვივალენტური დოზის სიმძლავრის მაქსიმალური მნიშვნელობა (ედმს) - ჯართში არსებული რადიონუკლიდების გამა-გამოსხივების ეკვივალენტური დოზის სიმძლავრის მაქსიმალური მნიშვნელობა ზედაპირზე (არა უმეტეს 10 სმ-ის მანძილზე), ბუნებრივი ფონური მაჩვენებლის გამოკლებით;
მ) მეტალის ჯართის რადიოაქტიური დაბინძურება - ჯართში არსებული რადიაციის ლოკალური წყაროების ზედაპირზე დაფიქსირებული დაბინძურება, სადაც ალფა გამოსხივების ნაკადის სიმკვრივე 0.04 α ნაწ./სმ2 წმ - ზე მეტია, ან ბეტა - გამოსხივების ნაკადის სიმკვრივე 0.4 β ნაწ./სმ2 წმ - ზე მეტი;
ნ) ბუნებრივი რადიაციული ფონი - გამა-გამოსხივების დოზის სიმძლავრე, რომელსაც განაპირობებს კოსმიური გამოსხივება, ნიადაგში, წყალში, ატმოსფერულ ჰაერში და ბიოსფეროს სხვა ელემენტებში არსებული ბუნებრივი და ტექნოგენური რადიონუკლიდები.
+
მუხლი 4. მეტალის ჯართის საექსპერტო-ინსტრუმენტული შემოწმების განხორციელება
1. მეტალის ჯართში რადიოაქტიური ნივთიერებების არსებობის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ინსტრუმენტული გაზომვების საშუალებით.
2. რადიაციული შემოწმებისთვის გამოსაყენებელ ყველა გამზომ საშუალებას უნდა ჰქონდეს დაკალიბრების სერტიფიკატი.
3. ჯართის რადიაციულ შემოწმებასთან დაკავშირებული გაზომვების მეთოდი და პროცედურა დგინდება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი 1-ით.
+
მუხლი 5. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ვალდებულებები
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შესაბამის რეაგირებას ჯართში რადიოაქტიურობის აღმოჩენის შემთხვევაში, ამ ტექნიკური რეგლამენტისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს კონტოლს მეტალის ჯართის რადიოაქტიურ დაბინძურებაზე სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტული პროცედურების მეშვეობით, ასევე კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს რეაგირებას ჯართის მიმღებ პუნქტებზე და მეტალის გადამამუშავებელი საწარმოების ტერიტორიაზე რადიოაქტიურად დაბინძურებული მეტალის ჯართის აღმოჩენის შემთხვევაში.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მეტალის ჯართის იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის და რეექსპორტის საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება № 62 - ვებგვერდი, 15.02.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 მაისის დადგენილება №224 - ვებგვერდი, 14.05.2018წ.
+
მუხლი 6. მეტალის ჯართში რადიოაქტიური დაბინძურების ან რადიოაქტიური წყაროს აღმოჩენისა და რეაგირების პროცედურა
1. იმ შემთხვევაში, თუ ჯართის მიმღებ პუნქტზე ჯართის ჩაბარებისას ჯართის მიმღებ პირს გაუჩნდა ეჭვი რადიოაქტიური ნივთიერების არსებობაზე, ვალდებულია, უზრუნველყოს საეჭვო საგნის (საგნების) იზოლირება, შეზღუდოს პერსონალისა და უცხო პირთა წვდომა და შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – 112-ს ან/და სააგენტოს.
2. მეტალის გადამამუშავებელი პირი ვალდებულია, შეამოწმოს ჯართში რადიოაქტიურობის არსებობა ჯართის გადამუშავების პროცედურის დაწყებამდე. მეტალის ჯართის პარტიის ფორმირებისას, ასევე მეტალის გადამამუშავებელი საწარმოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური დაბინძურების ან ჯართში რადიოაქტიური წყაროს აღმოჩენის შემთხვევაში, ექსპორტიორი, ჯართის მიმღები, მეტალის გადამამუშავებელი ან მეტალის ჯართის რადიაციული შემოწმების განმახორციელებელი პირი ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ უსაფრთხო პერიმეტრი გამა გამოსხივების დოზის სიმძლავრის მიხედვით, არაუმეტეს 0.1 მზვ/სთ მნიშვნელობით, ამ პერიმეტრიდან პერსონალის და სხვა პირების მოცილება არანაკლებ 50 მეტრის მანძილით და შეატყობინონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – 112-ს ან/და სააგენტოს.
3. საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე მეტალის ჯართში რადიოაქტიური დაბინძურების ან რადიოაქტიური წყაროს აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია მეტალის ჯართიდან გამოცალკევებული რადიოაქტიური ფრაგმენტების ან/და რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხო პერიმეტრის დაცვაზე, რადიოაქტიურად დაბინძურებული ჯართის პარტიის, მისი ფრაგმენტების ან/და რადიოაქტიური წყაროების ფიზიკურ დაცვაზე და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ქმედებების განხორციელებაზე.
5. სააგენტო ახორციელებს პირველად რადიოლოგიურ შეფასებას, კოორდინაციას უწევს ადგილზე სახელმწიფო უწყებების, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირების მოქმედებებს, ზედამხედველობას უწევს მეტალის ჯართიდან რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ფრაგმენტების ან/და ჯართში აღმოჩენილი რადიოაქტიური წყაროების გამოცალკევებას და საჭიროების შემთხვევაში, მათ უსაფრთხო განთავსებას შესაბამის კონტეინერში.
6. სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ჯართში აღმოჩენილი რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ადამიანების, ტექნიკური მოწყობილობებისა და საგნების დეკონტამინაციას. ასევე, სააგენტოსთან თანამშრომლობით მონაწილეობს დაბინძურებული ჯართის ფრაგმენტების ან/და რადიოაქტიური წყაროების გადაზიდვაში უსაფრთხო განთავსების ადგილამდე, საჭიროების მიხედვით.
7. საჭიროების შემთხვევაში მეტალის ჯართის რადიოაქტიური ფრაგმენტები ან/და მეტალის ჯართიდან გამოცალკევებული რადიოაქტიური წყაროები შესაძლოა განთავსდეს დროებით, ჯართის მიმღები პუნქტის ან ჯართის გადამამუშავებელი საწარმოს ტერიტორიაზე, ასევე საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე, სპეციალურად მოწყობილ სათავსებში ან გამოყოფილ ტერიტორიებზე.
8. მეტალის ჯართის რადიოაქტიური ფრაგმენტები ან/და მეტალის ჯართიდან გამოცალკევებული რადიოაქტიური წყაროების დროებითი განთავსების სათავსოების გარე ზედაპირზე, გამა-გამოსხივების სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 0.1მკზვ/სთ-ს, ამგვარი ფრაგმენტების ან/და რადიოაქტიური წყაროების შესაბამისი შეფუთვით უზრუნველყოფის შემთხვევაში. ამდაგვარი შეფუთვის არარსებობის შემთხვევაში უნდა იქნეს უზრუნველყოფილი უსაფრთხოების პერიმეტრი არა უმეტეს 0.1 მზვ/სთ გამოსხივების დოზის სიმძლავრის მნიშვნელობით, ასევე პერსონალის და სხვა პირების მოცილება უსაფრთხოების პერიმეტრიდან არანაკლებ 50 მეტრი მანძილით.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება № 62 - ვებგვერდი, 15.02.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 მაისის დადგენილება №224 - ვებგვერდი, 14.05.2018წ.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის - „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.04.2020.
- როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის - „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“?
- „ტექნიკური რეგლამენტის - „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 31.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №756. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.018376.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ტექნიკური რეგლამენტის - „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.04.2020.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური რეგლამენტის - „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ტექნიკური რეგლამენტის - „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.04.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“, №756, 31.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018376 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2667655/