ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და და პროფესიულ საჯარო მოხელეთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
თანამდებობრივი სარგოების ოდენობები
დანართი №1
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები
დანართი №2
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები
|
+
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2015 წლის 8 იანვარი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოხელეთა
თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის , 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილების შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
+
მუხლი 1🔗
განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები (დანართი №1).
+
მუხლი 2🔗
განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები (დანართი №2).
+
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 ნოემბრის №41 დადგენილება.
+
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია
+
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა
თანამდებობრივი სარგოების ოდენობები
დანართი №1
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა
თანამდებობრივი სარგოების ოდენობები
თანამდებობის დასახელება
თანამდებობრივი სარგო
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
2250
კომისიის თავმჯდომარე
1680
ფრაქციის თავმჯდომარე
1680
დანართი №2
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა
თანამდებობრივი სარგოების ოდენობები
თანამდებობის დასახელება
თანამდებობრივი რანგი
თანამდებობრივი სარგო
აპარატის უფროსი
წამყვანი საჯარო თანამდებობა
1500
განყოფილების უფროსი
უფროსი საჯარო თანამდებობა
1050
საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე
უფროსი საჯარო თანამდებობა
1000
მთავარი სპეციალისტი
უფროსი საჯარო თანამდებობა
850
წამყვანი სპეციალისტი
უმცროსი საჯარო თანამდებობა
750
უფროსი სპეციალისტი
უმცროსი საჯარო თანამდებობა
700
სპეციალისტი
უმცროსი საჯარო თანამდებობა
650
650
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და და პროფესიულ საჯარო მოხელეთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“, №2, 08.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.113.016209 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2675228-1/