ლიცენზიის გამცემი:
ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცემს საქმიანობის ლიცენზიას, შეაქვს მასში ცვლილება ან აუქმებს მას;
ბ) აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს;
გ) (ამოღებულია);
დ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ აქვეყნებს ინფორმაციას ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საიდუმლო ინფორმაციისა და ინფორმაციისა იმ ლიცენზიის თაობაზე, რომელიც გაიცემა მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინახავს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას;
ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე.
საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5947 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.52
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5647 - ვებგვერდი, 09.01.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.12.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 27.12.2011 კანონი №5647
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13. ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები ლიცენზიის გამცემი: ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცემს საქმიანობის ლიცენზიას, შეაქვს მასში ცვლილება ან აუქმებს მას; ბ) აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს; გ) (ამოღებულია); დ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ აქვეყნებს ინფორმაციას ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საიდუმლო ინფორმაციისა,ინფორმაციისა საქართველოსდა ოფიციალურინფორმაციისა ბეჭდვითიმ ორგანოშილიცენზიის –თაობაზე, „საქართველოსრომელიც საკანონმდებლოგაიცემა მაცნე“;მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინახავს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას; ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე. საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5947 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.52
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 40, 18/07/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება