1. საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი უფლებამოსილია სალიცენზიო მოწმობის მიღებამდე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.
2. ლიცენზიის გამცემის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ სალიცენზიო მოწმობის მიღების შემდეგ.
3. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სალიცენზიო საქმიანობა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.
4. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სალიცენზიო მოწმობა.
5. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 24.06.2005).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.03.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. საქმიანობის ლიცენზიის ამოქმედება და მოქმედების ვადა 1. საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი უფლებამოსილია სალიცენზიო მოწმობის მიღებამდე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა. 2. ლიცენზიის გამცემის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ სალიცენზიო მოწმობის მიღების შემდეგ. 3. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სალიცენზიო საქმიანობა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. 4. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სალიცენზიო მოწმობა. 5. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. [მუხლი 161 . საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გაცემის წესი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გასაცემად კომისიისათვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, აგრეთვე კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები და გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. (ამოქმედდეს 2020 წლის 15 აპრილიდან)] თავი IV. სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წესივადი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 40, 18/07/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება