„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ა) მე-7 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ბ. ამტკიცებს მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წესდებებს, სტრუქტურას, საშტატო განრიგს და სახელფასო განაკვეთებს, ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს; საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ; მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შესახებ; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;“
ბ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მერიის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მერიის ადმინისტრაცია;
ბ) ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახური;
გ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
დ) შიდა აუდიტის სამსახური;
ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის სამსახური;
ვ) სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;
ზ) ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური;
თ) ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური;
ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
კ) არქიტექტურის სამსახური;“
გ) ამოღებულ იქნას მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი;
|
+
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №59
2015 წლის 14 იანვარი
ქ. რუსთავი
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №9 დადგენილების (www.matsne.gov.ge 12/08/2014 010250020.35.160.016219 ) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-7 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ბ. ამტკიცებს მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წესდებებს, სტრუქტურას, საშტატო განრიგს და სახელფასო განაკვეთებს, ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს; საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ; მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შესახებ; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;“
ბ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მერიის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მერიის ადმინისტრაცია;
ბ) ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახური;
გ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
დ) შიდა აუდიტის სამსახური;
ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის სამსახური;
ვ) სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;
ზ) ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური;
თ) ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური;
ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
კ) არქიტექტურის სამსახური;“
გ) ამოღებულ იქნას მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი;
+
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №59, 14.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016269 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2685879-1/